ინტერნეტი და ადამიანი როგორც სო­ცი­ალ­ური ცხ­ოვ­ელი

არ­ის­ტო­ტე­ლე ამ­ბო­ბდა, ად­ამ­ია­ნი სო­ცი­ალ­ური ცხ­ოვ­ელ­იაო. მი­სი ეს მო­სა­ზრ­ება დღ­ეს, ინ­ტე­რნ­ეტ­ის ეპ­ოქ­აში, კი­დევ უფ­რო და­მა­ჯე­რე­ბლ­ად ჟღ­ერს. ინ­ტე­რნ­ეტ­ის შე­ქმ­ნა­ ჯერ კი­დევ XX სა­უკ­უნ­ის ორ­მო­ცდ­აა­თი­ან წლ­ებ­ში და­იწ­ყო. თავიდან ამ გლ­ობ­ალ­ურ ქს­ელ­ში მუ­შა­ობა იმ­დე­ნად რთ­ული აღ­მო­ჩნ­და, რომ ამ­ას მხ­ოლ­ოდ „ტვ­ინ­იკ­ოსი“ მე­ცნ­იე­რე­ბი ახ­ერ­ხე­ბდ­ნენ. მა­გრ­ამ ტე­ქნ­ოლ­ოგ­ია ვი­თა­რდ­ებ­ოდა და უა­მრ­ავი ად­ამ­ია­ნის და­უღ­ალ­ავი შრ­ომ­ის ფა­სად, მი­სი თა­ნა­მე­დრ­ოვე სა­ხე ჩა­მო­ყა­ლი­ბდა – ინ­ტე­რნ­ეტი, რო­მლ­ის უდ­იდ­ესი ნა­წი­ლიც სო­ცი­ალ­ურ ქს­ელ­ებს უჭ­ირ­ავთ. და გა­მო­ვი­და, რომ კა­ცო­ბრ­იო­ბამ ამ­დე­ნი ძა­ლი­სხ­მე­ვა იმ­იტ­ომ გა­იღო, რომ გა­რკ­ვე­ულ­წი­ლად, ძვ­ელი ბე­რძ­ენი ფი­ლო­სო­ფო­სის მი­ერ დი­დი ხნ­ის წინათ ნა­თქ­ვა­მი და­ემ­ტკ­იც­ებ­ინა.

სო­ცი­ალ­ური ქს­ელ­ები ერ­თგ­ვა­რი თა­ნა­მე­გო­ბრ­ობ­აა, რო­მლ­ის ფა­რგ­ლე­ბშ­იც სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბის მქ­ონე ად­ამ­ია­ნე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბენ და ინ­ფო­რმ­აც­იას ცვ­ლი­ან. რე­ალ­ურ­ად, სო­ცი­ალ­ური ქს­ელი, ერ­თგ­ვა­რი ვი­რტ­უა­ლუ­რი თა­ვშ­ეყ­რის ად­გი­ლია, სა­დაც ად­ამ­ია­ნე­ბი თა­ვის მე­გო­ბრ­ებ­ის გა­რე­მო­ცვ­აში ფო­ტო­ებს ათ­ვა­ლი­ერ­ებ­ენ, სა­უბ­რო­ბენ, ჭო­რა­ობ­ენ, ახ­ალ მე­გო­ბრ­ებს იძ­ენ­ენ... ერ­თი სი­ტყ­ვით, დრ­ოს ატ­არ­ებ­ენ. მა­გა­ლი­თად, მს­ოფ­ლი­ოში, და მათ შო­რის სა­ქა­რთ­ვე­ლო­შიც, ერთ-ერ­თი ყვ­ელ­აზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სო­ცი­ალ­ური ქს­ელი FaceBook-ია.  FaceBook-ი სა­ხე­ლმ­წი­ფო რომ ყო­ფი­ლი­ყო, ის მო­სა­ხლ­ეო­ბით მს­ოფ­ლი­ოში მე­ოთ­ხე ად­გი­ლზე იქ­ნე­ბო­და.

მას შე­მდ­ეგ, რაც სხ­ვა­და­სხ­ვა ქვ­ეყ­ნე­ბის ფა­რთო სა­ზო­გა­დო­ება ინ­ტე­რნ­ეტ­ის­კენ და­იძ­რა და სო­ცი­ალ­ურ ქს­ელ­ებს მი­აშ­ურა, მს­ოფ­ლიო პო­ლი­ტი­კო­სე­ბმა და სუ­ლი­ერ­მა ლი­დე­რე­ბმ­აც არ და­აყ­ოვ­ნეს. ის­ინი ხომ ყო­ვე­ლთ­ვის იქ არ­იან, სა­დაც ხა­ლხ­ია. პი­რვ­ელი მა­ღა­ლი დო­ნის პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლმ­აც სო­ცი­ალ­ური ქს­ელ­ებ­ის აქ­ტი­ური გა­მო­ყე­ნე­ბა და­იწ­ყო, ბა­რაკ ობ­ამ­აა. მა­გრ­ამ ბა­რაკ ობ­ამა მა­რტო FaceBook–ის მო­მხ­მა­რე­ბე­ლი რო­დია? იგი თა­ვი­სი სა­არ­ჩე­ვნო კა­მპ­ან­იის მს­ვლ­ელ­ობ­ის­ას აქ­ტი­ურ­ად იყ­ენ­ებ­და Twitter-საც. ტვ­იტ­ერი ინ­გლ­ის­ურ­ად „ჭი­კჭ­იკს“ ნი­შნ­ავს. ის სო­ცი­ალ­ური ქს­ელი, და ამ­ავე დრ­ოს, მი­კრო ბლ­ოგ­ინ­გის სე­რვ­ის­იც­აა. ტვ­იტ­ერ­ში და­რე­გი­სტ­რი­რე­ბუ­ლი ად­ამ­ია­ნე­ბი მო­კლე შე­ტყ­ობ­ინ­ებ­ებს ტო­ვე­ბენ თა­ვის პე­რს­ონ­ალ­ურ გვ­ერ­დე­ბზე. მა­გა­ლი­თად, ას­ეთ­ებს: „ახ­ლა კო­ნფ­ერ­ენ­ცი­აზე ვი­მყ­ოფ­ები და მო­ხს­ენ­ებ­ას ვუ­სმ­ენ!“ ან, „ინ­ტე­რნ­ეტ­ში სა­ინ­ტე­რე­სო ვე­ბგ­ვე­რდი ვი­პო­ვე! აი, ლი­ნკი და თქ­ვე­ნც გა­და­ხე­დეთ!“ ან „ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვარ და ვი­ნმ­ემ გა­მა­მხ­ნე­ვეთ!“ მო­კლ­ედ, რაც გი­ნდა, ის შე­გი­ძლ­ია ჩა­წე­რო. ერ­თა­დე­რთი შე­ზღ­უდ­ვა, ტე­ქს­ტის მო­ცუ­ლო­ბაა. მხ­ოლ­ოდ მო­კლე შე­ტყ­ობ­ინ­ებ­ის და­წე­რა („და­პო­სტ­ვაა“) შე­სა­ძლ­ებ­ელი. ტვ­იტ­ერ­ის პე­რს­ონ­ალ­ურ გვ­ერ­დე­ბს თა­ვი­ან­თი მკ­ით­ხვ­ელ­ები (Follower-ები) ჰყ­ავს. შე­სა­ბა­მი­სად, რაც უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა გვ­ერ­დი, მით მე­ტია მა­თი რა­ოდ­ენ­ობა. ის­ინი თა­ნა­მე­გო­ბრ­ობ­ებ­ში ერ­თი­ან­დე­ბი­ან. დღ­ეს­დღ­ეო­ბით, ობ­ამ­ას ტვ­იტ­ერს 3,368,004 Follower - ი ჰყ­ავს. ვი­ნა­იდ­ან ობ­ამა სა­კმ­აოდ სა­ქმ­ია­ნი ად­ამ­ია­ნია, მი­სი დღ­ის გა­ნრ­იგ­იც, შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლზ­ედ გა­და­ტვ­ირ­თუ­ლია. მი­სი ტვ­იტ­ერ­ის სა­შუ­ალ­ებ­ით კი ნე­ბი­სმ­იერ ად­ამ­ია­ნს შე­უძ­ლია გა­იგ­ოს, თუ რა აქ­ვს მას და­გე­გმ­ილი დღ­ის გა­ნმ­ავ­ლო­ბა­ში, ან რით არ­ის და­კა­ვე­ბუ­ლი ნე­ბი­სმ­იერ კო­ნკ­რე­ტულ მო­მე­ნტ­ში. ბუ­ნე­ბრ­ივ­ია, ამ სე­რვ­ის­ით ხშ­ირ­ად ჟუ­რნ­ალ­ის­ტე­ბი სა­რგ­ებ­ლო­ბენ, რა­თა თვ­ალ­ყუ­რი ად­ევ­ნონ კო­ნკ­რე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­მო­ნა­თქ­ვა­მე­ბს და გა­და­წყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბს. თუ­მცა ნე­ბი­სმ­იერ ად­ამ­ია­ნს­აც შე­უძ­ლია ამ­ერ­იკ­ის პრ­ეზ­იდ­ენ­ტის ტვ­იტ­ერ­ის Follower - ი გა­ხდ­ეს. მა­გრ­ამ ყვ­ელა პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი რო­დი იქ­ცე­ვა ობ­ამ­ას­ავ­ით?! მა­გა­ლი­თად, ინ­გლ­ის­ის პრ­ემ­იერ-მი­ნი­სტ­რს თა­ვის დრ­ოზე ვი­ღა­ცამ და­ას­წრო და მი­სი სა­ხე­ლით, ყა­ლბი გვ­ერ­დი შე­ქმ­ნა ტვ­იტ­ერ­ში. ამ­იტ­ომ, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ხშ­ირ­ად ხუ­მა­რა ინ­ტე­რნ­ეტ-მო­მხ­მა­რე­ბე­ლთა მს­ხვ­ერ­პლ­ნი ხდ­ებ­იან.

ავტორი:სანდრო ასათიანი

თეგები