ინფლუენსერ მარკეტინგის ახალი პლატფორმის influencer.ge - ს პრეზენტაცია გაიმართება

სასტუმრო Wyndham Grand-ში, ინფლუენსერ მარკეტინგის ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის influencer.ge- ს პრეზენტაცია გაიმართება.  influencer.ge- ს შექმნა Influencer Marketing Global Research - ის მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით შემუშავდა, რომელიც გვამცნობს, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში, სტრატეგიული კომუნიკაციების დარგში, სწორედ ინფლუენსერ მარკეტინგი იქნება წამყვანი საშუალება ბრენდების ცნობადობის და გაყიდვების სტიმულირების კუთხით.

ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის დარგში მომუშავე  სპეციალისტები და ინფლუენსერები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ბრენდების პოპულარიზაციაზე.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება კომუნიკაციის სფეროში მიმდინარე უახლესი კვლევები და ინფლუენსერ სააგენტოს, influencer.ge- ს მომსახურებები და წარმატებული პროექტები, ასევე, სამომავლო  გეგმები.  

influencer.ge ერთ-ერთი პირველი ინფლუენსერ სააგენტოა, რომელიც ბაზარზე ახალი სტანდარტების დამკვიდრებას და ბრენდებისთვის მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგების მიღწევას უწყობს ხელს.  ინფლუენსერ სააგენტო ფლობს უნიკალურ კვლევებს, მუშაობის ახალ და განსხვავებულ სპეციფიკას,  საერთაშორისო კონტაქტებს და გავლენიანი ადამიანების ბაზებს, ასევე, მათი მუშაობის და მიღწეული შედეგების ანალიზის ტექნიკებს.

როგორც ინფლუენსერ სააგენტოს influencer.ge- ს დამფუძნებელი ელდარ პირმისაშვილი და ნინა პერტენავა ამბობენ: „დღეს, კომუნიკაციის სფეროში მთავარი გამოწვევა ცნობადობის და გაყიდვების გაზრდაა, რომელიც დაკავშირებულია ბრენდების ძვირადღირებულ კამპანიებთან. ინფლუენსერ მარკეტინგი შემდეგი ათი წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული და ხარჯთეფექტური საშუალებაა ბრენდებისთვის, მიიტანონ თავიანთი გზავნილები მომხმარებლამდე. მთელს მსოფლიოში, კომუნიკაციის სფეროს წარმომადგენლების 70%–ზე მეტი იყენებს ინფლუენსერ მარკეტინგს და მას ეფექტურ მეთოდად თვლის, რაც სოციალური ქსელების პოპულარობით და სარეკლამო კამპანიების ნაკლები ნდობით არის გამოწვეული, რადგან დღეს ტენდენციაა მომხმარებელი ენდოს გავლენიანი ადამიანების რეკომენდაციებს და ინდივიდუალურ რჩევებს და არა კომპანიის წარმოებულ რეკლამას და მარკეტინგულ აქტივობებს. სწორედ ინფლუენსერ მარკეტინგი ხელს უწყობს სოციალური ქსელების მეშვეობით სანდო, თავის სფეროში საინტერესო და პოპულარულმა ადამიანებმა გაუწიონ რეკომენდაცია ბრენდებს.“

http://influencer.ge/