ბლიც ინტერვიუ ნაია ადამიასთან
- გაგვეცანით , როგორც PR სპეციალისტი
ეს არის პროფესია, რომელშიც სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი 8 წლის წინ. პირველად ლატვიაში სწავლის დროს მოვხვდი გაყიდვების დეპარტამენტში, ჩემთვის იმდენად ბუნებრივი და ორგანული აღმოჩნდა ხალხთან კომუნიკაცია და ურთიერთობა, რომ მივხვდი ეს იყო ის რისი კეთებითაც თავს ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობდი და რაც მნიშვნელოვანია, ეს იყო სფერო რომელიც ჩემგან მუდმივ ზრდას და განვითარებას მოითხოვდა, სწორედ ამიტომ დავიწყე კვალიფიკაციის ამაღლება PR, გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ციფრული მედიის დაწყებამდე PR და მარკეტინგი კლასიფიცირებული იყო როგორც ცალკეული განყოფილებები, თავიანთი მიზნებით და პრაქტიკებით, თუმცა დღეისათვის ეს შეიცვალა. ხაზები PR და მარკეტინგს შორის ბუნდოვანია და დეპარტამენტები ნელ-ნელა ერთიანდებიან. PR და მარკეტინგი ბრენდის ცნობიერების ფორმებია, როგორც ასეთი, ეს არის მიზანი, რომელსაც ორივე გუნდი იზიარებს. PR არ მუშაობს იზოლირებულად, ამიტომ არც PR– ს დადებითი მხარეები უნდა იყოს იზოლირებული. იმისათვის, რომ პიარ კამპანიები წარმატებული იყოს, გასათვალისწინებელია omnichannel სტრატეგია მარკეტინგის დახმარებით.სწორედ ეს არის ის სამი ძირითადი მიმართულება, რომელიც ერთად გავლენას ახდენს აუდიტორიაზე.
დღეისათვის სამივე მიმართულებით ვმუშაობ კლინიკა ‘’ინ ვიტრო’’- ში და პარალელურად ვცდილობ კვალიფიკაციის ამღლებას, რადგან ეს არის მუდმივი სიახლეების სფერო,რომელიცსაჭიროებს განვითარებას.
- თქვენი PR სლოგანი….
ურთიერთობა და კომუნიკაცია PR-სთვის ყველაფერია.
- რას ნიშნავს თქვენთვის PRოფესია?
ჩემი პროფესია არის ხელოვნება, რომელიც საზოგადოებაში აყალიბებს შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხებზე. ჩემთვის პროფესია არის ცხოვრების სტილი, თავგადასავლებით სავსე ნაწარმოები, რომელსაც სჭირდება ხალხთან ურთიერთობა განვითარებისთვის.
- კომუნიკაცია არის...
კომუნიკაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებრივ ურთიერთობებში. ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მხარის კომუნიკაცია ისე, რომ ორივე მხარეს ორგანიზაციის მოლოდინებისდა ხალხის სურვილის თანხვედრა მოხდეს.
- პიარი გრძნობს...
პიარი გრძნობს თუ რა სურს თითოეულ სეგმენტს.
- პიარმა იცის...
როგორ მიაწოდოს ინფორმაცია სიახლესთან დაკავშირებით და ამასთანავე ეს იყოს ყველასთვის გასაგები.
- პიარმა არ იცის...
კვლევის გარეშე კამპანიის დაგეგმვა, არ იცის რა არის შეცდომები, რადგან ერთი არასწორი კამპანია ანადგურებს ბრენდის რეპუტაციას, რეპუტაციის გამოსწორება კი ძალიან რთულია.
- პიარს შეუძლია ...
PR-ს შეუძლია მიზანს მიაღწიოს
- პიარს არ შეუძლია...
ზოგიერთ კომპანიას მიაჩნია, რომ მათ შეუძლიათ PR სააგენტოს დაქირავება და ჯადოსნურად მოქსოვილი კვერთხით მიიღონ ისეთი ცნობადობა, რაც მათ სურთ. ჩვენ პიარში ვიცით, რომ ეს ასე არ მუშაობს. იმისათვის, რომ ურთიერთობა იყოს ყველაზე ეფექტური, კლიენტს სჭირდება სააგენტოსთან ან კონსულტანტთან ურთიერთობა. კომპანიასა და PR სააგენტოს ურთიერთობის გარეშე, თუ ვერ შედგა სწორი კომუნიკაცია ვერ გაკეთდება ვერაფერი. ჩემი რჩევა იქნება, თუ არ გაქვთ დრო, რომ ჩაერთოთ თქვენს პიარ გუნდთან, შეიძლება ახლა არ იყოს შესაფერისი დრო PR - ის გასაკეთებლად თქვენთვის, რადგან ეს არის ორმხრივი ქუჩა - არა ერთ კაციანი შოუ.
- პიარს უკვირს...
PR-ს არ უკვირს არაფერი, რადგან ხალხთან ურთიერთობის დროს არ არსებობს მხოლოდ ერთი აზრი, აზრთა სხვადასხვაობაა და თითოეულ განსხვავებულს აზრს აქვს უფლება იარსებოს.
- self PR-ის საჭიროება...
ყველაფერი მნიშვნელოვანი იწყება self- ით, თუ არ ახდენ საკუთარი თავის თვითპრეზენტაციას მაშინ PR-ში არ არის შენი ადგილი.
- პიარისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები არის...
დღეს კომუნიკაცია უფრო კონტექსტური, პერსონალიზირებული, გეოლოკაციური და სამართლიანი დროისაა და მომხმარებლები უფრო განათლებულები და უფლებამოსილნი არიან, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ციფრულ ტრანსფორმაციას უნდა ავუწყოთ ფეხი, ვთვლი რომ PR-მაუნდაიცოდეს თანამედროვე ინსტრუმენტები როგორიცაა : Facebook ads, google ads, Linkdin and etc, და ერკვეოდეს SEO-ში, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის(SEO) ძირითადი პრინციპი მნიშვნელოვანია PRსთვის, ვისაც ესმის პრაქტიკა და რომელსაც შეუძლია კლიენტებისთვის კარგი სტრატეგიის შემუშავება.
- უკმაყოფილო მომხმარებელი და პიარის როლი.
დღეისათვის ყველა ვკითხულობთ რევიუებს და შემდეგ გამოგვაქვს დასკვნა, კომპანიებისთვის რევიუები აუცილებელია, რომ მოხდეს სწორი რეაგირება და კომუნიკაცია ხალხთან. ჩემი აზრით, ყველა მომხმარებელი ვერ იქნება კმაყოფილი, უკმაყოფილო მომხმარებელიც საჭიროა, იმისათავის, რომ მიხვდე რას აკეთებ არასწორად და რა კუთხით უნდა იმუშაო, რომ გამოასწორო მინუსები.
- თვისება(ები) რაც გამოარჩევს პიარ პროფესიონალს.
ძნელია შეხვდეთ კარიერას, რომელიც მოითხოვს ისეთივე მოქნილობას, როგორიც საზოგადოებასთან ურთიერთობაა. კლიენტი ხშირად იცვლის თავის გეგმებს გაფრთხილების გარეშე და უხერხულილ სიტუაციების წინაშე ვდგებით. მაგალითად, სოციალურ მედიაში ერთ პოსტს შეუძლია დაანგრიოს მთელი გეგმა. იმისათვის, რომ ვიყოთ კარგი პიარ პროფესიონალი, უნდა გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ გავუმკლავდეთ ნებისმიერ გამოწვევას მაქსიმალური ეფექტურობით.
- როგორია „მომავლის პიარი“?
ჩვენ ვცხოვრობთ მუდმივი კომუნიკაციის ციკლში. ყველას შეუძლია გახდეს შემდეგი მოსაზრების ლიდერი.
- რჩევა მომავალ კოლეგებს.
აუცილებელია ბევრი სწავლა და ხალხის სიყვარული.
- წარმატების ფორმულა არის...
ეს არის სწრაფვა განვითარებისკენ, რომელიც მოითხოვს თავდაუზოგავ შრომას.
რესპოდენტი: ნაია ადამია
კლინიკა "ინ ვიტრო" ს PR & მარკეტინგის მენეჯერი