გადაწყვიტე ზღვაში ნავით შეხვალ თუ გემით, ან იქნებ ხომალდით?

ზღვა ერთია ყველასთვის, შესვლისას ყველას აქვს რისკი, თუმცა არათანაბარი...
ზუსტად ასეა საქმე, ცხოვრება, წარმატება... რა იმიჯიც გაქვს, ზუსტად ისეთია სხვების მოლოდინი შენს მიმართ...
ზღვა ცხოვრებასავით გამოწვევებითაა სავსე... ხანდახან მშვიდია, ფერადი... თუმცა მოულოდნელად შეიძლება შეიცვალოს... თან ნახეთ, რაც უფრო უყურებ ნაპირს, ის მით უფრო ბინძურია.. მის სიღრმეში თუ შეხვალ უფრო სუფთა, ისეთი სუფთა რომ თქვენს სახესაც კი დაინახავთ... ან იქნებ ნაპირთან დარჩენა გირჩევნია და სხვისი ცხოვრების, სხვისი წარმატების გვერდიდან ყურება ?...

ზღვა ძალიან გავს იმ გარემოს რასაც ჩვენ ცხოვრებას ვეძახით... იქაც არის დელფინები, ზვიგენები, მცირე და დიდი ზომის თევზები... ნაწილის არსებობა თქვენთვის მნიშვნელოვანია ნაწილის კი ნაკლებად...
ზღვაც - ანუ ცხოვრებაც და ჩვენ - ანუ ადამიანები ერთი ცის ქვეშ, ერთი მზით ვცხოვრობთ.... თუ იბადები ესეიგი ზღვის პირობებში ცხოვრობ... ამიტომ უნდა გადაწყვიტო, ცურვით ივლი, ნავით, გემით თუ ხომალდით? 

თუ ცურვით შედიხარ, ესეიგი ჯერ მარტო ხარ! მხოლოდ შენს თავს მართავ!
თუ ნავის მართვას გადაწყევეტ, დაგჭირდება თანამგზავრების, გუნდის დახმარება რომ ბალანსი დაიცვა!

თუ გემს მართავ? - გემში გუნდი გყავს, რომლის კაპიტანი შენ ხარ და ზუსტად იცი სად დაუშვა ღუზა, სად შეჩერდე და განაგრძო სვლა.
თუმცა თუ ხომალდს მართავ, საზღვაო ხომალდს, სულ სხვა პასუხიმგებლობა და ვალდებულებები გაქვს!

აქ მთავარი ხიბლი იმაში კი არ არის რით შეცურავ, მთავარია რისი ცოდნა და მართვის გამოცდილება გაქვს! არ ცოდნას, მოტყუებას, კომპეტენციის დაბრალებას სავალალო შედეგები მოაქვს.
და მაინც მთავარი:
ხომალდს ის მართავს, ვინც ცურვა იცის, ვისაც, ნავი და გემი სამშვიდობოს მიუყვანია!

ავტორი: თეონა თაბაგარი.

თეგები