5 რამ, რაც უნდა იცოდეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) შესახებ

ცოტა ადამიანს თუ შეუძლია დაახასიათოს რა სამუშაოს ასრულებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები, თუმცა თუ ხართ პოლიციელი, მშენებელი ან სხვა რომელიმე პროფესიის წარმომადგენელი, ყველამ იცის რა სამუშაოს ასრულებ შენ.

როგორც პიარ სააგენტოს წარმომადგენელი, ყოველთვის მიწევს ახსნა ახლობლებისთვის, რომ ჩვენ არ ვყიდულობთ რეკლამას, ჩვენ არ ვუკვეთავთ ჟურნალისტებს მასალებს, რადიო რეკლამებს და არ გვაქვს მეილების გამზადებული შაბლონები. დიახ, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი კლიენტების და მათი პროდუქტების და მომსახურებების წარმოჩენას საზოგადოებაში, მაგრამ რეკლამისგან განსხვავებით, ვარწმუნებთ მათ ჩვენს შიდა და გარე აუდიტორიას გამოიყენონ ისეთი საშუალებები, რომელიც საზოგადოების  მეტ ჩართულობას და ნდობას იწვევს. 

იმისათვის, რომ ფართო საზოგადოებას კარგად ესმოდეს რას აკეთებს საზოგადოებასთან ურთიერთობა, გთავაზობთ 5 მთავარ მიდგომას, რაც უნდა იცოდეთ პიარის საქმიანობის შესახებ:

1. რა არის პიარი?

პიარის ამერიკული ასოციაცია ამბობს, რომ პიარი ეს არის სტრატეგიული კომუნიკაციის პროცესი, რომელიც ამყარებს და ინარჩუნებს ორმხრივ ურთიერთ სასარგებლო კომუნიკაციას დაინტერესებულ მხარეებს შორის.  პიარი დარწმუნების და კომუნიკაციის გზით ახდენს გავლენას ადამიანებზე, პროდუქტის გაყიდვის სტიმულირებას,  ცნობადობის შექმნას, იდეის გავრცელებას, საზოგადოებისთვის მიღწეული შედეგების გაცნობას და ა.შ

პიარ სპეციალისტები ამბების მთხრობელები არიან, რომელთა მიზანი საკომუნიკაციო პროცესების მართვაა, ტრადიციული და ახალი მედიის მეშვეობით, რომელიც ქმნის ორგანიზაციის ან პიროვნების დადებით რეპუტაციას. პიარ სპეციალისტები არიან ადამიანები, რომლებიც ორგანიზაციის იმიჯს ფორმას აძლევენ. მათი ფუნქციაა საინტერესო ინფორმაციის გავრცელება მედიაში, რაც ქმნის ორგანიზაციის რეპუტაციას. პიარ სპეციალისტები იყენებენ ისეთ მნიშვნელოვან ხერხს, როგორიც არის: პრესრელიზები, კვლევები, სოციალური მედის მართვა, სტრატეგიების და ღონისძიებების დაგეგმა და მართვა.

2. რითი განსხვავდება პიარი რეკლამისაგან ?

გადახდა VS არგადახდა, გამომუშავებული VS ნაყიდი.

საზოგადოებასთან ურთიერთობა მუშაობს შედარებით მცირე დანახარჯებით, მეტი ეფექტის და გამოხმაურების მიღებაზე მედიისა და საზოგადოების მხრიდან, რაც როგორც საზოგადოებას, ასევე კომპანიას აძლევს შესაძლებლობას იყოს მომგებიან პოზიციაში.

3. რა არის ახალი ამბავი?

ახალი ამბისთვის ორი მნიშვნელოვანი რამ უნდა იცოდეთ: ან უნდა შექმნათ ისტორია ან გააგრძელოთ/მიჰყვეთ ისტორიას. ისტორიები ქმნიან პიარის რეალურ ძალას, მანამ სანამ თქვენ ხელმძღვანელს გასცემდეთ პასუხს კითხვაზე: „დავბეჭდოთ ჩვენს შესახებ სტატია გაზეთში“? იცოდეთ, რომ ჟურნალისტები სტენოგრაფისტები არ არიან  და აუცილებად მოგთხოვენ ისტორიას.

4. შეუძლია სოციალურ მედიას ჩაანაცვლოს ტრადიციული მედია?

არა. მართალია სოციალური მედიის როლი იზრდება, მაგრამ პიარისთვის სოციალური მედია უფრო გამაძლიერებელია, ვიდრე მთავარი რამ.

5. შეიძლება პიარ საქმიანობის გაზომვა ?

ალბათ. მაგრამ ეს არ არის ზუსტი მეცნიერება. ზოგიერთები ბარსელონას პრინციპებს მისდევენ შეფასების დროს, დანარჩენები კი ძველ სარეკლამო მოდელს. ერთს დავუჯერებთ თუ მეორეს, პიარ საქმინობის შეფასება და მიღებული შედეგების დათვლა მნიშვნელოვანია.

 

წყარო:www.Forbes.com

თეგები