გყავდეს კარგი პიარი-საუკუნის გამოწვევაა! - მაგდა კოტრიკაძის თვალსაზრისი
გყავდეს კარგი პიარი, არც მეტი, არც ნაკლები - საუკუნის გამოწვევაა! გყავდეს კარგი პიარი, ნიშნავს, იყო წარმატებული და შენი ბიზნესი, კომპანია ან საწარმო იყოს სოლიდური შემოსავლის მომცემი. იმისათვის, რომ ორგანიზაციისათვის საუკეთესო პიარი შეარჩიო გასაუბრებისას აუცილებლად უნდა დააკვირდე:
1. პირველი შთაბეჭდილება - კონტაქტიდან მაქსიმუმ 5 წუთში შეგექმენათ პირველი შთაბეჭდილება. დააკვირდით ენერგეტიკას, რადგან კარგი პიარი მოლაპარაკებისას ყოველთვის ენერგიულია, სასურველია თუ დადებითი ენერგეტიკის ადამიანია, რადგან თქვენ მასთან დიდი დროის გატარება მოგიწევთ.
2. პასუხიმგებლობა და მოლაპარაკების მართვის უნარი - საუბრისას მიხვდებით, რომ ის აუცილებლად ფლობს ინფორმაციას თქვენი და თქვენი კომპანიის შესახებ, რადგან ყოველთვის წინასწარ ემზადება გასაუბრებისთვის.
3. საქმისადმი დამოკიდებულება და ერთგულება: კარგ პიარს იმდენად უყვარს მისი საქმე, რომ ეს პროფესია მისი ცხოვრების საუკეთესო არჩევანი ჰგონია, პიარი მის რეპუტაციას ყველაზე მეტად უფრთხილდება, რაც უფრო გამოცდილია პიარი, მით მეტად იცის მისი ერთგულების ფასი
4. დაუსახეთ გადაულახავი დაბრკოლება - რადგან კარგ პიარს არ უჭირს ფორსმაჟორის მართვა, მისთვის ყველა წინააღმდეგობა - „შესაძლებლობაა“
5. უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა დროის მართვა - რადგან პიარს მუდამ „ბევრი საქმე„ აქვს და მან უნდა მოახერხოს დროის სწორად განაწილება. კარგი პიარი დაგეგმილია და დროს რაციონალურად ანაწილებს. კარგ პიარს თითქმის ყოველთვის აქვს საათი, რომ არ დააგვიანოს და ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად დროის უქონლობის მიზეზით არასდროს უღალატებს საქმეს.
6. ინფორმირებულობა და კონტაქტები - პიარისთვის სამუშაო იარაღია, ისევე როგორც დირექტორისთვის ორგანიზაციის მართვის უნარი, ბუღალტრისათვის ანგარიშის, იურისტისთვის კანონის ცოდნა. კარგი პიარი ყოველთვის ეცნობა დღის მთავარ გამოშვებებს. კარგი პიარი ფლობს ინფორმაციას დღის, თვის, წლის სიახლეებზე და აქტუალურ თემებზე. მას აუცილებლად ეცოდინება რა მოხდა მნიშვნელოვანი გუშინ და რა იქნება აქტუალური ხვალ, რადგან პიარს მოვლენების მომავალშიც ხედვაც უნდა შეეძლოს.
7. ეფექტური პასუხები და წერითი უნარები - კარგ პიარს ყოველთვის აქვს შესაძლო პასუხი თქვენს შეკითხვებზე, წერს ფრთხილად და დაკვირვებით, ისე თითქოს მის ნაწერს მსოფლიოს ყველა კრიტიკოსი ერთად ეცნობა. თქვენ აუცილებლად „საერთო ენა“ უნდა გამონახოთ თქვენს პიართან, კომუნიკაციის ნაკლებობა ამ დროს დამღუპველია.
8. კარგი მეტყველების და სმენის უნარი - კარგი პიარი ცდილობს საუბრისას არ გაექცეს „ლ“ და ყოველთვის გულდასმით აკვირდება მოსაუბრეს. ის მუდამ მზად არის დამაჯერებლად „შეფუთოს“ თემა რომელსაც უძღვება
9. იდეების გენერატორი - კარგ პიარის 2-3 იდეა სულ „ჯიბეში აქვს“ და ახალ საქმეს „საბრძოლო“ განწყობით ხვდება, სულ მზად არის კრეატივისთვის და ენთუზიაზმით ერთვება საქმეში. კარგი პიარის გამოცნობა მისი დასმული კითხვებით შეიძლება - ის პირველივე შეხვედრისას ეცდება უამრავი კითხვა დაგისვათ, რომ თქვენ თვითგამოხატვის სიამოვნება მოგანიჭოთ. გჯეროდეთ, რომ პიარი თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, თქვენივე კომპანიის სათანადოდ წარმოჩენისთვის, ყველაზე ხელსაყრელ ადგილას გამოიყენებს
10. სწრაფვა განვითარებისთვის - კარგი პიარი უახლეს ტენდენციებში კარგად ერკვევა სულ ვითარდება, სწავლობს, მოგზაურობს, მას არ აშინებს სიახლეები და შენიშვნაზე ადეკვატურად რეაგირებს. რადგან ყველა ნეგატიური გამოხმაურება მისთვის ახალი სტრატეგიის დაგეგმვის წყაროა. კარგი პიარი მუდამ მზად არის შეისწავლოს ყველა სფერო, დაიპყროს ყველა კონტინენტი რომელიც ამ დრომდე „უცხო ხილი“ იყო მისთვის
11. მორალური მხარდამჭერი -კარგი პიარი მხარდამჭერია და შეუძლია მოგისმინოთ, ის აუცილებლად მოიწონებს თქვენს მიდგომებს გასაუბრებისას, მაგრამ შემოგთავაზებთ განსხვავებულ მოსაზრებებს
12. თავდაჯერების მასშტაბი - კარგი პიარი დაგანახებთ, რომ თქვენი პროექტი საინტერესოა, მაგრამ ეს მისთვის მცირე გამოწვევაა. ის დარწმუნებულია საკუთარ თავში.
13. პიარული ფრაზა - კარგი პიარი გასაუბრებისას 2-3 ისეთ ფრაზას გეტყვით, რომელიც მინიმუმ 1 კვირა დაგამახსოვრდებათ მისი სახელიც რომ არ გახსოვდეთ და თქვენ მას ამ (იუმორისტული, სარკასტული, ან უბრალოდ საინტერესო) ფრაზით გაიხსენებთ.
14. კარგი მენეჯერის ლაკმუსია - კარგ პიარს აუცილებლად იცნობს კარგი მენეჯერი, რადგან მასაც უყვარს მისი კომპანია/ორგანიზაცია
P.S ეძებეთ თქვენი ორგანიზაციისთვის გამოცდილი და მოაზროვნე ადამიანები, ის თქვენ ნამდვილად გამოგადგებათ!
ავტორი: მაგდა კოტრიკაძე