სჭირდება თუ არა სახელმწიფოს პიარი? - მაგდა კოტრიკაძის თვალსაზრისი

გრძნობდე ადამიანების განწყობას და საჭიროებებს, სწორედ ეს არის მთავარი პიარში. კავშირები, ემოციური კონტაქტი, სტაბილურობის განცდა, უწყვეტობის მოლოდინი და ხელი რომელიც სულ შენს მხარდაჭერას ცდილობს, ცხადია დამკვეთი ორგანიზაციის ინტერესების გათვალისწინებით.

მე უკვე 24-ე წელია ამ საპასუხიმგებლო საქმეს ვემსახურები, ყველა რგოლში მიმუშავია, დაწყებული დამხმარე, უშტატო თანამშრომლიდან ხელმძრვანელი პოზიციის ჩათვლით. მიყვარს ჩემი პროფესია, ასე ვფქირობ რომ ის ჩემი განუყოფელი ნაწილია, თვალებანთებული სულ მზად ვარ დაინტერესებული ჟურნალისტების შეკითხვები დავაკმაყოფილო. ყველა სახელმწიფო სამსახური სწორედ ასე უნდა მუშაობდეს, მე წელიწადია რაც საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობას ვხელმძღვანელობ, არ იყო იოლი განსაკუთრებით დასაწყისში, რომ არა ღიაობა შეუძლებელი იქნებოდა პროცესების ხავერდოვანი შემობრუნება.

კომუნიკაცია 24/24 ესაა ჩემი სლოგანი და არ არსებობს დრო როცა საზოგადოებასთან ურთიერთობას არ სცალია დაინტერესებული ადამიანისთვის. ჩვენთვის ექვზე არასდროს მთავრდება სამუშაო დღე, არც უქმეები გვაქვს და ეს რეჟიმის განუყოფელი ნაწილია.

მეორე უმთავრესი საყრდენი გუნდია, რომელთან ერთადაც ქმნი პროდუქტს, ნიუსს, პოსტს, მათ გარეშე შეუძლებელია ხარისხის ამაღლება.
კომუნიკაცია არ იწყება გარე რეალობით, ანუ რასაც მოქალაქეები ეცნობიან და ჟურნალისტები აქვეყნებენ. კომუნიკაცია იწყება ორგანიზაციაში და იმიჯი დამოკიდებულია ყველა იმ ადამიანზე ვინც გუნდში ფიგურირებს. ერთი სუსტი რგოლიც კი შლის პროცესს. ამიტომ პიარი ვალდებულია ყველა თანამშრომლის ემოციას გაეცნოს, ყოფით პრობლემებსაც კი თუ საჭიროა. თუ ორგანიზმში იწყება ინფიცირება, ყველა ორგანოს აზიანებს, ასეა გუნდში, ასეა სხეულში.

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მჯერა თუ არა საქმის რომელსაც ვემსახურები, თუ ეს ასე არ არის არსდროს დავთანხმდები იმ თემის კეთებას რაშიც არ ვარ სრულად დარწმუნებული. მარტივი ლოგიკაა: თუ თავად არ გჯერა ყალბი იქნები და სიყალბე ჩანს სახეში, მანერაში, წერის სტილში, პასუხებში, კომენტარებში.

ხშირად სვამენ კითხვას რატომ სჭირდება მთავრობას პიარი? იმავე დოზით საყვედურობენ, რომ თურმე სახელმწიფოს რაც ნამდვილად არ აქვს ეს პიარია... ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები, ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები ხშირად გვხვება ნებსით თუ უნებლიეთ რადიკალური შეხედულებები მარტივად ჩნდება. შუა გამყოფი რგოლი კი სანთლით საძებნელია. ჩვენ სახელმწიფოს სტრუქტურებში დასაქმებული პიარები ვქმნით საინფორმაციო ველს ჩვენსა და საზოგადოებას შორის, ჩვენ ვალდებული ვართ მივაწოდოთ ხალხს იფორმაცია როგორ? სად და რა გზით მიიღონ სახელმწიფოს ხელიდან მოწოდებული სერვისი, დახმარება თუ შეღავათი. ამიტომ ვფიქრობ საკამათო არ უნდა იყოს, რომ ეს ვალდებულება უდნა შესრულდეს, ცხადია სწორად დაგეგმილი ბიუჯეტით, მოქნილი ხელსაწყოებით და პოზიტიური განწყობით.

მე ამაყი ვარ ჩემი საქმით! მე უბრალოდ შეყვარებული ვარ ჩემს პროფესიაზე და ვიცი რომ რასაც ვაკეთებ ვიწრო ინტერესებს არ ემსახურება!
და ბოლოს უინსტონ ჩერჩილის იმედიან ფრაზას გავიმეორებ - "ვფიქრობ ისტორია ლმობიერი იქნება ჩემს მიმართ, რადგან თავად ვაპირებ დავწერო იგი.”

თეგები