პიარ ელექტრონული ჟურნალი PRWEEK.GE საინფორმაციო-საგანმანათლებლო ინტერნეტ გამოცემაა, რომლის მიზანი პიარ-საკომუნიკაციო სფეროს განვითარებაა. საზოგადოებასთან ურთიერთობა (პიარი) ახალი დისციპლინაა საქართველოში, მოცემული გამოცემა ამ სფეროში არსებული ინფორმაციის უკმარისობის შევსებას ისახავს მიზნად. 
PRWEEK.GE-ის იდეა 2006 წელს ჩამოყალიბდა იმისთვის, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს მრავალმხრივი ინფორმაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის (პიარის) სხვადასხვა მიმართულებებზე, შესთავაზოს განსხვავებული თვალსაზრისი ქართული და უცხოური პიარ კამპანიების შესახებ, გააცნოს მსოფლიოს წარმატებული და ცნობილი პიარ სპეციალისტები და გაუზიაროს მათი გამოცდილება.
PRWEEK.GE-ის გუნდი თანამშრომლობას სთავაზობს ყველა პრაქტიკოსსა და ორგანიზაციას პიარ-საკომუნიკაციო სფეროს განვითარებაში შეიტანონ თავიანთი წვლილი და მოგვაწოდონ პიარ სფეროს განვითარებისთვის გამოსადეგი ნებისმიერი სახის მასალა, წარმატებული პიარ პროექტები, გააცნონ საკუთარი შეხედულებები და მოსაზრებები.