ბალანსი საქმესა და პირად ცხოვრებას შორის- ელდარ პირმისაშვილი

 ყოველ დილით, ჩვენი მთვარი საფიქრალია მოტივაციის შექმნა, პირადი ცხოვრებისა და საქმის დაბალანსება. ათასი აზრი მიტრიალებს თავში, წაშლილია ზღვარი სახლსა და სამსახურს შორის, ძნელია ზუსტად დაგეგმო საქმიანობა, ყოველდღე იცვლება გარემო, ჩვენი გონებაც სწრაფად ცდილობს ადაპტირდეს, მოერგოს არსებულ სიტუაციას და გამოიმუშაოს ისეთი უნარები რაც აქმადე არ იყო საჭირო.

დღევანდელ ცვალებად გარემოში ვერ დავივიწყებთ წარმატებას, ის სულ იყო და იქნება, უბრალოდ იცვლება მისი ფორმები და მნიშვნელობა. ფსიქოლოგი დევიდ მაკლელანდი გვთავაზობს სამ ძირითად საჭიროებას, რის დაკმაყოფილებას ცდილობენ  წარმატების მაძიებლები:  

1. ძალაუფლება – იყო გავლენიანი და გქონდეს შესაძლებლობა ადამიანების მართვის და კონტროლის;

2. მიღწევები – სწრაფვა აჯობო სხვებს და იყო გამორჩეული;

3. აფილირება/ასოცირება – სურვილი გქონდეს ურთიერთობა და გრძნობდე მათ მხარდაჭერას ვისთანაც გაკავშირებს საერთო ღირებულებები და იდეები.

ყველას გვაქვს სხვადასხვა ფორმით მონიჭებული ძალაუფლება და მისდამი ლტოლვაც, დღევანდელ პირობებში რთულია ონლაინ რეჟიმში სწორად ვმართოთ ძალაუფლება და ვიყოთ დროსა და სივრცეში ადეკვატური, ამიტომ ყველაზე კარგი რჩევა ამ დროისთვის არის ძალუფლების დელეგირება და ახალი მართვის სტილის შემუშავება, თათბირები, ანგარიშები ონლაინ რეჟიმში და პერიოდული შემახსენებელი, მაკონტროლებელი მეილების სისტემა აღარ  მუშაობს ახლა.

მიღწევების დემონსტრირება და ზოგადად საუბარიც ზოგიერთს ამ პერიოდისთვის არათემატურად  მიაჩნია, ცხოვრება გრძელდება და მათ შორის მიღწვევებიც, ახალ რეალობასთან მორგება და მის ცვლილებაში ჩვენი წვლილის შეტანა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, ამიტომ ნუ მოგერიდებათ მიღწეევების, წარმოაჩინეთ ისინი, ადეკვატურ დროსა და გარემოში , რაც შეგიქმნით და აგიმაღლებთ მოტივაციას.

პანდემიის პირობებში ყველაზე რთული ჩვენი თანამოაზრეების და მოკავშირეების წრის შენარჩუნებაა რადგან, სამსახურის და საოჯახო საქმეებში ჩაბმულ ადამიანებს ნაკლები დრო რჩებათ გარშემომყოფებისთვის თუნდაც დისტანციურად სასაუბროდ ან სამსჯელოდ, ამიტომ შევინარჩუნოთ თანამოაზრეები და მეგობრები, ვიკონტაქტოთ მათთან და გავაგრძელოთ განვითარებაზე ფიქრი.

როგორ მოვახერხოთ სამუშაოსა და პირადი ცხოვრების დაბალანსება ?!

ფსიქოლოგი სტივენ ფრიდმანი სამუშაოსა და პირადი ცხოვრების დასაბალანსებლად პრიორიტეტების სწორად განსაზღვრავს გვთავაზობს, ფრიდმანის პრიორიტეტების ოთხი ფაქტორი ასე გამოიყურება:

1. სამუშაო – რას საქმიანობ, რა სტილით მუშაობ, როგორ აუმჯობესებ სამუშაო პროცესს;

2. სახლი – რა ტიპის და რა მოცულობის საოჯახო საქმეებთან გიწევს ყოველდღიურად გამკლავება;

3. საზოგადოება – მეგობრები, მეზობლები, ახლობლები და ჩვენი გარშემომყოფები;

4. მე – პირადი იდენტობა, გონება , სხეული და სული.

ფრიდმანი გვირჩევს ავღწეროთ, გავიაზროთ პრირიტეტების მიხედვით დავალაგოთ ეს 4 ფაქორი. პრიორიტეტების დალაგება, გაგვიადვილებს როგორც ამ ფაქტორების მართვას ასევე დაგვანახებს რომელი მიმართულება გვაქვს მისახედი ან გასაუმჯობესებელი.

რა უნდა გავაკეთოთ სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსისთვის:

ბალანსის და ზომიერების გრძნობის გამომუშავება ამ საუკუნის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ბრიტანეთის მენტალური ჯანმრთელობის ფონდი ბალანსის მისაღწევად გვთავაზობს შემდეგ რჩევებს:

  • იმუშავე სხარტად, სწრაფად და არა დიდიხნით;
  • დაალაგე საქმე პრიორიტეტების მიხედვით;
  • მიეცი საკუთარ თავს განსაზღვრული დრო სამუშაოს შესასრულებლად
  • გააკეთე დროდადრო შესვენებები;
  • გაავლე ხაზი სახლის და სამსახურის საქმეებს შორის;
  • მეგობრობა, ვარჯიში და განტვირთვა მნიშვნელოვანია ისინი გაძლევენ ენერგიას;

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თუ შენთვის სამუშაო გარემო და პირადი ცხოვრება ერთნაირად მნიშვნელოვანია, ჯერ გადაწყვიტე, შემდეგ დაალაგე, რომ იპოვო შესაძლებლობა  და ბოლოს იმოქმედე  შენი „წარმატების“ მისაღწევად!  ნუ აირჩევ რომელიმეს, იპოვე ბალანსი მათ შორის!

ავტორი: ელდარ პირმისაშვილი
სტრატეგიული კომუნიკაციის ექსპერტი.

თეგები