როგორ გავხდე ინფლუენსერი, ინფლუენსერ მარკეტინგი დღეს – influencer.ge
დღევანდელ ტექნოლოგიურ ერაში, როცა სოციალური მედია სულ უფრო და უფრო ვითარდება და კომუნიკაციის უახლეს ტენდენციებს შორის მსოფლიო ლიდერის როლს იკავებს, მისი სწორად გამოყენება კომპანიებისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს.
სოციალური მედიის საშუალებით მომხმარებელთან კომუნიკაციის პროცესში, ბიზნესისთვის არა მხოლოდ მათთან ინფორმაციის დროული მიტანაა მნიშვნელოვანი, არამედ უკუკავშირი და მათი ლოიალობის მოპოვებაც გადამწყვეტი გახდა. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, მსოფლიოში ბიზნესისთვის სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ინფლუენსერ მარკეტინგის როლი. ამ მხრივ, გარკვეული ტენდენციები ქართულ ბაზარზეც გამოიკვეთა.
ინფლუენსერ მარკეტინგის ქართული ბაზრის კვლევა:
2020 წელს წამყვანი ინფლუენსერ მარკეტინგის სააგენტო influencer.ge–ს ჩატარებული კვლევების მიხედვით: ინფლუენსერ მარკეტინგის წამყვანი ხელსაწყო სოციალური ქსელი- ფეისბუქი და ინსტაგრამია. კომპანიები ინფლუენსერებს ცნობადობისა და გაყიდვების ზრდისთვის მიმართავენ, მარკეტერებისა და კომუნიკატორების 44 % გამოუყენებია ინფლუენსერ მარკეტინგი და მიღებული შედეგებით კმაყოფილია, ხოლო მათ, ვისაც ჯერ არ გამოუყენებია, ინფლუენსერ მარკეტინგის სერვისით სარგებლობას მომავალში გეგმავს.
სოციალური ქსელები და მსოფლიო ტენდენციები:
სოციალურ ქსელებში ჩართული ადამიანების საგრძნობ მატებასთან ერთად, მნიშვნელოვანი გახდა, გავლენიანი ადამიანების რჩევის და რეკომენდაციის გზით, პროდუქტების ან მომსახურების სოციალური ქსელის მომხმარებლებში პოპულარიზაცია, მათი ცნობადობის შექმნა და გაყიდვების სტიმულირება.
მსოფლიოს მოსახლეობის 45% სხვადასხვა სოციალურ ქსელში არის ჩართული, რაც სამ მილიარდზე მეტ აქტიურ მომხმარებლებს მოიცავს. ყველაზე აქტიური მომხმარებლები სოციალურ ქსელ ფეისბუქს, იუთუბს და ინსტაგრამს ჰყავს, ხოლო ბოლო დროს ყველაზე მზარდი სოციალური ქსელი ტიკ-ტოკია.
წამყვანი ტენდენცია ინფლუენსერ მარკეტინგი:
ბოლო პერიოდში მსოფლიოში წამყვანი მარკეტინგისა და კომუნიკაციის ექსპერტები მთავარ ტენდენციაზე – ინფლუენსერებზე და ინფლუენსერ მარკეტინგზე საუბრობენ. მარკეტერების და კომუნიკატორების 78% აქტიურად იყენებს ინფლუენსერ მარკეტინგს, ხოლო მათი 73% მას ბრენდისთვის შედეგიან და მნიშვნელოვან მეთოდად ასახელებს.
კვლევების მიხედვით, სოციალურ ქსელში ჩართული ადამიანების 74% პროდუქტის ან მომსახურების შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით იღებს და შეძენასაც იქვე ახდენს.
ინფლუენსერ მარკეტინგი:
ინფლუენსერ მარკეტინგი არის ბრენდების და გავლენიანი ადამინების ღირებულებითი საერთო კავშირების მოძებნა და თანხვედრის მიღწევა, რომლის მიზანი ინფლუენსერის სოციალურ ქსელში შექმნილი აუდიტორიისთვის ბრენდის გზავნილის მიტანა და უკუკავშირის მიღებაა.
ვინ არის ინფლუენსერი:
ინფლუენსერები სოციალურ ქსელში ჩართული ადამიანები არიან, ისინი აქტიურად ქმნიან საინტერესო და განსხვავებულ კონტენტს და ჰყავთ მნიშვნელოვანი მიმდევრები, რომელთათვისაც ინფლუენსერის აზრი და რჩევა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ახდენენ იდეების, პროდუქტების და მომსახურების თავიანთი არხის მეშვეობით გავრცელებას. ინფლუენსერები მიმდევრებში გამოირჩევიან ცოდნით, კომპეტენციითა და ნდობის მაღალი ხარისხით.
ინფლუენსერი აქტიურად იყენებს ახალი მედიის და სოციალური ქსელების პლატფორმებს ადამიანებზე გავლენის მოსაპოვებლად, დემონსტრირებას უკეთებს მისი ცხოვრების სტილს, ქმნის ვიზუალურ და ტექსტუალურ კონტენტს და უწევს ბრენდებს პოპულარიზაციას.
ინფლუენსერებს უნდა ჰქონდეთ სამი ძირითადი ფაქტორის კომბინაციის უნარი: ბრენდის კარგად ცოდნა და მიწოდება, სანდოობა და გაყიდვის უნარ-ჩვევები. რაც უფრო მაღალია ეს ფაქტორები, მით უფრო მაღალია ამ პიროვნების ზეგავლენის პოტენციალი.
რჩევები, როგორ გავხდე ინფლუენსერი:
- გააანალიზე სოციალურ ქსელებში მიმდინარე ტენდენციები, იფიქრე რამდენად საინტერესო პიროვნება ხარ, რამდენად საინტერესოა შენი ცხოვრების სტილი და ხედვა სოციალურ ქსელში ჩართული ადამიანებისთვის/მიმდევრებისთვის;
- განსაზღვრე, რა იქნება შენი მთავარი ნიშა, რითი ხარ დაინტერესებული და რა გაძლევს ცხოვრებაში მოტივაციას;
- გაზარდე სოციალური ქსელების აუდიტორია, მათი ჩართულობის ხარისხი საინტერესო და მრავალფეროვანი კონტენტის შექმნის გზით;
- იყავი თანმიმდევრული და რეგულარული;
- იყავი შემოქმედებითი, გაიღრმავე ცოდნა შენს ნიშაში და გააუმჯობესე მულტიმედია უნარები ეფექტური კონტეტნის შესაქმნელად;
- იმუშავე ბრენდებთან და ინფლუენსერ სააგენტოსთან, დააინტერესე ისინი უნიკალური კონტენტისა და აუდიტორიის/მიმდევრების ჩართულობის შექმნით;
- შექმენი სტაბილური და სანდო რეპუტაცია, გამოიმუშავე შესაბამისი თანხა.
https://influencer.ge/ka/ წამყვანი ინფლუენსერ სააგენტო საქართველოში