ბლიც ინტერვიუ მარიამ მაღულარიასთან

- გაგვეცანით , როგორც PR სპეციალისტი

2013 წლიდან ვმუშაობდი ტელევიზიაში, საინფორმაციო სამსახურში. ზუსტად ვიცოდი, მომავალში საზოგადოებასთან ურთიერთობა ყველაზე ახლოს იქნებოდა ჩემს იმდროინდელ პროფესიასთან, რადგან ადამიანებთან კონტაქტი ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესი იყო და არის. ჟურნალისტის 3 წლიანი გამოცდილებით გადავინაცვალე არასამთავრობო სექტორში და შემდეგ კავკასიის უნივერსიტეტში, სადაც უკვე 4 წელია ვმუშაობ. ვარ CSM-ის სტრატეგიული კომუნიკაცების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული.

დღეს ჩემი ცხოვრება ამ სფეროს გარეშე წარმოუდგენელი მგონია.

- თქვენი PR სლოგანი….

ყოველდღიურად რასაც ვაკეთებთ და ვამბობთ საზოგადოებასთან ურთიერთობაა.

-რას ნიშნავს თქვენთვის PRოფესია?

პროფესია არის ის, რაც შენს ცხოვრებას ხდის მრავალფეროვანს, საინტერესოს და აქტიურს.

-კომუნიკაცია არის...

კომუნიკაციის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია! პიარის სპეციალისტისთვის ეს არის იარაღი და წყარო. ჩემთვის ეს ერთი სიამოვნებაა. იმ ადამიანებს მივეკუთვნები, რომელსაც სატელეფონო ზარებზე პასუხი არასდროს ეზარება.

-პიარი გრძნობს...

პიარი გრძნობს მოახლოებულ რისკებს და საინტერესო შესაძლებლობებს. თუ ამას ვერ გრძნობს, ე.ი მთლად სწორ ადგილას არ არის. პიარის სპეციალისტის ამოცანაა მომხმარებლის ინსაითების შეცნობა.

-პიარმა იცის...

პიარმა იცის როგორი კომუნიკაცია ჰქონდეს საზოგადოებასთან, მედიასთან და სხვა საკონტაქტო პირებთან და ყველაზე მნიშვნელოვანი, იმ ორგანიზაციასთან/კომპანიასთან, რომლისთვისაც მუშაობს.

-პიარმა  არ იცის...

ხშირ შემთხვევაში ის, რომ ნეგატიურ ინფორმაციას საზოგადოება უფრო მეტად იმახსოვრებს. ზოგჯერ გვგონია, რომ ეს უკანასკნელი უცბად ავიწყდებათ, რაც მცდარია.

-პიარს შეუძლია ...

ნებისმიერ დროს იყოს ხელმისწავდომი და ღია.

-პიარს არ შეუძლია...

არ შეუძლია თუ არა, ვერ გეტყვით, თუმცა, ერთი რამ ნათელია, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა უნდა იცოდეს, არასდროს შეიყვანოს ადამიანები შეცდომაში.

-პიარს უკვირს...

მგონი ეს ის სფეროა, სადაც არაფერი გვიკვირს J

-self   PR-ის  საჭიროება...

ეს აუცილებელია. საკუთარ იმიჯზე თუ არ მუშაობ, სხვისაზე მუშაობას საერთოდ ვერ შეძლებ.

-უკმაყოფილო მომხმარებელი და პიარის როლი.

დღეს ყველაფერი იმდენად სააშკარაოზეა, შეგვიძლია გამოცდილების მიხედვით ვიცოდეთ, რა უნდა გავაკეთოთ უკმაყოფილო მომხარებლის შესამცირებლად. თუმცა, ასეთი მომხმარებელი ყოველთვის შეიძლება გვყავდეს, ამ დროს მთავარია ამ ადამიანთა ჯგუფის მოსმენა, საკითხის შესწავლა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

-თვისება(ები) რაც გამოარჩევს პიარ პროფესიონალს.

მიზანდასახულობა, კომუნიკაბელურობა, სისმარტე.

-როგორია „მომავლის პიარი“?

მომავლის პიარის მაგალითები უკვე ჩანს ბაზარზე. ეს არის დამოუკიდებელი პიარის სპეციალისტი, საკუთარი კომპანიით (ან მის გარეშე), რომელიც სხვა კომპანიებისა და ორგანიზაციების იმიჯზე მუშაობს.

მეგონა, ციფრული კომუნიკაცია ჩაგვანაცვლებდა, მაგრამ პანდემიამ დაგვანახა რომ ერთმანეთთან კონტაქტის გარეშე ძალიან გაჭირდება.

-რჩევა მომავალ კოლეგებს.

ყოველთვის ეძებეთ საკუთარი თავის განვითარების გზები.

-წარმატების ფორმულა არის...

მუდმივი მუშაობა და საზოგადოების მიმართ დადებითი დამოკიდებულება. 

თეგები