ბლიც ინტერვიუ ირმა კაჭარავასთან
- გაგვეცანით , როგორც PR სპეციალისტი…
მე ვარ ირმა კაჭარავა პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი. გარდა ადგილობრივი განათლებისა, გერმანიასა და ლუქსემბურგში შევისწავლე პიარი და კომუნიკაცია, ბიზნესი, საქმის მართვა და წარმოება. წლების შემდგომ კი, გადაწყვიტე დაბრუნება საქართველოში!
ამ სფეროში უკვე ვმუშაობ 15 წელია და დღეს, სრულიად განსხვავებული მიმართულებების კომპანიებს თუ პერსონებს ვუწევ პიარს ...
ამჟამად ვთანამშრომლობ ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა "IKNOW" აიტი საკონსულტაციო კომპანია, "თეატრალურის კვარტეტი", "კარტლის აგროსისტემები", რომელიც მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს, "PRIMO MUSIC" ექსკლუზიური მუსიკალური ლიცენზიებისა და საავტორო უფლებების მართვის კომპანია.
- თქვენი PR სლოგანი….
გონიერი იდეები, ეს არის ის რაც ბრენდს ქმნის ცნობადს და დასამახსოვრებელს!
-რას ნიშნავს თქვენთვის PRოფესია?
ის რისი კეთებაც მსიამოვნებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენის დახმარებით იზრდება და ვითარდება კომპანია და რა თქმა უნდა საზოგადოებასთან ურთიერთობას!
-კომუნიკაცია არის...
ურთიერთობა,ინფორმაციის გაცვლა და შესაბამისად ერთმანეთის დახმარება
-პიარი გრძნობს...
საზოგადოებას,მის რეაქციებს წინასწარ, ამა თუ იმ მოქმედებაზე
-პიარმა იცის...
ის, თუ რა სჭირდება კომპანიას, რომ წარმატებული და ცნობადი გახდეს მიზნობრივი აუდიტორიისთვის.
-პიარმა არ იცის...
დაუფიქრებელი და გაუაზრებელი ნაბიჯები,რისკები და შედეგიც ყოველთვის გათვლილი უნდა ქონდეს!
-პიარს შეუძლია ...
იმიჯისა და ცნობადობის გაზრდა და ასევე ერთი ქმედებით მისი დანგრევა!
-პიარს არ შეუძლია...
აქტვიობის და საზოგადოების გარეშე
-პიარს უკვირს...
კომპანიები, ვისაც პიარი არ ყავთ და თვლიან რომ არ სჭირდებათ და პიარი დღემდე რომ მარკეტინგი გონიათ,ეს ორივე ერთად კი, სოც.მედია!
-self PR-ის საჭიროება...
მუდმივი განვითარება და საკუთარ თავზე მუშაობა
-პიარისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები არის
მოქნილი სამუშაო პროცესი
-უკმაყოფილო მომხმარებელი და პიარის როლი
დიპლომატიური გზით პრობლემის გადაჭრა და მისი აღმოფხვრა კომპანიასთან ერთად
-თვისება(ები) რაც გამოარჩევს პიარ პროფესიონალს
ერთი კონკრეტული არ აქვს,რადგან ბევრი თვისება უნდა გააჩნდეს პიარს, პირველ რიგში,საქმის სიყვარული!
-როგორია „მომავლის პიარი“
ტექნოლოგიურად უფრო დახვეწელი და მოქნილი
-რჩევა მომავალ კოლეგებს
არ აირჩიონ ეს პროფესია, თუ ხალხთან ურთიერთობა არ უყვართ. თუ არ იცით საქმე, ისე არ მოკიდოთ ხელი,რადგან ერთმა არასწორმა ქმედებამ შეიძლება წლების ნაშენები რეპუტაცია დაუნგრიოს კომპანიას, თუ პერსონას და რა თქმა უნდა ყოველთვის კვლევის საფუძველზე მოახდინონ ამა თუ იმ სტრატეგიის გაწერა!
-წარმატების ფორმულა არის...
ინვესტიცია საკუთარ თავში!
რესპოდენტი: ირმა კაჭარავა
პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტი