ბლიც ინტერვიუ მარიამ ხაბეიშვილთან
- გაგვეცანით, როგორც PR სპეციალისტი
მე ვარ მარიამ ხაბეიშვილი ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა ‘’ინ ვიტრო’’-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი. ყოველთვის მიტაცებდა სამედიცინო სფერო და სწორედ ამ მიმართულებით გადავწყვიტე პროფესიის არჩევა, კერძოდ ჯანდაცვის მარკეტინგი და მენეჯმენტი. ჩემი სამუშაო გამოცდილება უკვე 7 წელზე მეტს მოიცავს, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ყოველდღიურად აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა პროექტში კლინიკა ‘’ინ ვიტრო’’- ს გუნდათ ერთად, რაც გულისხმობს სტრატეგიული კომუნიკაციის წარმართვის პროცესს.
- თქვენი PR სლოგანი….
შექმნა ღირებული პროდუქტი კომუნიკაციის საშუალებით
- რას ნიშნავს თქვენთვის PRოფესია?
PR ეხმარება ამა თუ იმ კომპანიას ან ორგანიზაციას ჩამოაყალიბოს დადებითი შეხედულება საზოგადოებაში. PR პროფესია ჩემთვის ახალ გამოწვევებთან გამკლავებაა, რაც არსდროს გაძლევს მოდუნების საშუალებას.
- კომუნიკაცია არის...
იარაღი ნებისმიერი ორგანიზაციის წევრებისთვის, რომელიც გეხმარება გარკვეული აქტივობების ფოკუსირებასა და მიზანმიმართული კამპანიის დაგეგმვაში.
- პიარი გრძნობს..
საზოგადოების დამოკიდებულებას
- პიარმა იცის...
როგორ მოახდინოს ზეგავლენა, მიიზიდოს და ურთიერთობა განავითაროს დაინტერესებულ მხარეებთან.
- პიარმა არ იცის...
მხოლოდ დროის გარკვეულ მონაკვეთში მუშაობა, შეუძლებელია პიარ მენეჯერის საქმე დასრულდეს პარასკევს საღამოს და გაგრძელდეს ორშაბათს დილით, შაბათ-კვირას მინიმუმ 3 სამსახურეობრივ ზარზე, მეილსა თუ ფეისბუქ გვერდზე მოწერილ გზავნილებზე გვიწევს პასუხის გაცემა.
- პიარს შეუძლია ...
მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა კომპანიის საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმირებაში და ხელი შეუწყოს ორმხრივ სტრატეგიულ კომუნიკაციას მომხმარებელსა და ორგანიზაციას შორის.
- პიარს არ შეუძლია...
გარკვეულმა ბრენდმა 100 % იან ცნობადობას მიაღწიოს პიარ კამპანიის დაგეგმვიდან უმოკლეს დროში.
- პიარს უკვირს...
PR - ის როგორც სპეციალობად არ აღქმა
- self PR-ის საჭიროება...
Self PR საშუალებას გაძლევს გახსნილად ილაპარაკო შენი იდეებისა და გამოცდილების შესახებ, რაც პროფესიონალური თვალსაზრისით გეხმარება გაცილებით დიდი წარმატების მიღწევაში.
- პიარისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები არის...
უწტვეტი კომუნიკაცია მომხმარებელთან უმოკლეს დროში
- უკმაყოფილო მომხმარებელი და პიარის როლი.
პიარს ყოველთვის სჭირდება სიახლე და განსხვავებულობა, უნდა იყოს მუდმივად შემოქმედებითი და ორიგინალური. რელევანტური კომუნიკაცია მომხმარებელთან საუკეთესო გზაა ლოიალურობის შესანარჩუნებლად.
- თვისება(ები) რაც გამოარჩევს პიარ პროფესიონალს.
მაქსიმალურად ორგანიზებული, სწრაფი აზროვნება, შეეძლოს ეფექტური კომუნიკაციის დამყარება, სტრატეგიული გეგმის შემუშავების უნარი, დეტალებზე კონცენტრირება და რაც მთავარია საქმისადმი სიყვარული.
- როგორია „მომავლის პიარი“?
რა თქმა უნდა ციფრულ სამყაროში გაერთიანებული ყველა სერვისის უფრო მეტად გამარტივება და ინფლუენსერების როლი ეფექტური გაყიდვების განსახორციელებლად.
- რჩევა მომავალ კოლეგებს.
იყვნენ მაქსიმალურად კეთილგანწყობილნი პროფესიისა და მომხმარებლის მიმართ
- წარმატების ფორმულა არის...
მიზანდასახულობა, საკუთარი თავის მუდმივი განვითარება, რაც წარმატების გარანტია.
რესპოდენტი: მარიამ ხაბეიშვილი
კლინიკა "ინ ვიტრო"-ს PR & მარკეტინგის მენეჯერი