ბლიც ინტერვიუ მარიამ ღუღუნიშვილთან
- გაგვეცანით, როგორც PR სპეციალისტი
მე ვარ მარიამ ღუღუნიშვილი, დ.ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში დაახლოებით 10 წლიანი მუშაობის მანძილზე ვთანამშრომლობ ბევრ ცნობილ და წარმატებულ კომპანიასთან.
- თქვენი PR სლოგანი…
"ადამიანები არ ყიდულობენ ნივთებს და მომსახურებას, ისინი ყიდულობენ ემოციას, ურთიერთობებს, ლეგენდას, მაგიას.."
- რას ნიშნავს თქვენთვის PRოფესია?
ჩემი პროფესია საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელოვნებაა, რომელიც ძალიან სასიამოვნო და ამავდროულად საპასუხისმგებლოა.
-კომუნიკაცია არის...
და უნდა იყოს, ეფექტური, რომელიც ყოველთვის უნდა ემსახურებოდეს მიზანს!
-პიარი გრძნობს...
საზოგადოების პულსს!
-პიარმა იცის ...
როგორ მოახდინოს გავლენა საზოგადოებაზე
- პიარმა არ იცის...
ცხოვრება კომუნიკაციის გარეშე
- პიარს შეუძლია
რეპუტაციის შექმნა და ფორმირება
- პიარს არ შეუძლია...
საზოგადოების გარეშე ყოფნა
- პიარს უკვირს...
პიარ სპეციალისტის არ არსებობა სხვადასხვა კომპანიაში
- self PR-ის საჭიროება...
ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი შემადგენელი და საინტერესო ნაწილია.
- პიარისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები არის...
უფრო მარტივად, ეფექტურად და დროის მოკლე პერიოდში სასურველი ინფორმაციის მიტანის საშუალება საზოგადოებამდე .
- უკმაყოფილო მომხმარებელი და პიარის როლი.
მნიშვნელოვანია დროული და სწორი კომუნიკაცია, დიპლომატიური გადაწყვეტილებების მიღება, ასევე კომპანიის მხრიდან მომსახურების გაუმჯობესების კარგი შესაძლებლობაა.
- თვისება(ები) რაც გამოარჩევს პიარ პროფესიონალს.
პირველ რიგში საქმისადმი სიყვარული, შემოქმედებითი მუშაობის უნარი,კომუნიკაციების ეფექტური მართვა და სტრატეგია.
- როგორია „მომავლის პიარი“?
მომავლის პიარი მთლიანად ჩართულია ციფრული სამყაროს ახალ გამოწვევებში, თანამრომლობს ინფლუენსერებთან, მუდმივად აკვირდება მომხმარებელს.
- რჩევა მომავალ კოლეგებს.
პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია სიყვარული ამ სფეროსადმი, რაც ყოველთვის აისახება შრომის შედეგზე. მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე მუშაობა , არ უნდა შეუშინდეთ გამოწვევებს და სიახლეებს, თქვენ შეგიძლიათ!
- წარმატების ფორმულა არის...
მოტივაცია, განვითარების სურვილი და ამაზე მუშაობა...