ბლიც ინტერვიუ მაიკო ჩიტაშვილთან

- გაგვეცანით , როგორც PR სპეციალისტი…

მაიკო ჩიტაშვილი, სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტი

- თქვენი PR სლოგანი… 

სლოგანი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ პროფესიული კუთხით სულ ვამბობ, რომ დააფასე და გიყვარდეს მედია. ის შენი მეორე ნახევარია!

-რას ნიშნავს თქვენთვის PRოფესია?

ჩემთვის ცხოვრების სტილი, მთელი ჩემი ცხოვრება, გზაა, რომელიც მე ავირჩიე 25 წლის წინ

-კომუნიკაცია არის... 

ხშირად უსიტყვო კონტაქტიც კი.

-პიარი გრძნობს... 

რა უნდათ შენგან და რა უნდა მას თვითონ

-პიარმა იცის... 

იცის, ის რაც არ იცის თვითონ კლიენტმა

-პიარმა  არ იცის... 

რა არის სიძნელე, დაბრკოლება, ცუდი ამინდი და მარცხენა ფეხზე ადგომა

-პიარს შეუძლია ... 

მარტო პიარს არა, ადამიანს ყველაფერი შეუძლია რასაც მოინდომებს.

-პიარს არ შეუძლია... 

პიარს არ შეუძლია, თქვას არ შემიძლია.

-პიარს უკვირს... 

უკვე არც არაფერი აღარ უკვირს

- self PR-ის საჭიროება... 

მისი არ ქონაც ხომ იმიჯის ნაწილია. ასე რომ SELF PR-ის არსებობა და არ არსებობა უკვე პიარია.

-პიარისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები არის... 

მარჯვენა ხელი

-უკმაყოფილო მომხმარებელი და პიარის როლი

სულ ვამბობ, თუ პროდუქტი, სერვისი, ამბავი, ვერ გავყიდე ეს მხოლოდ ჩემი ბრალია. რადგან მე ის ისე ვერ შევფუთე. მგონია, რომ უკმაყოფილო მომხმარებელი არც არასდროს არ მყოლია. თუმცა ის კი მქონია, რომ უარი მითქვამს თავად ის საქმე მეკეთებინა რაც უბრალოდ არ მომწონს.

-თვისება(ები) რაც გამოარჩევს პიარ პროფესიონალს

ანალიტიკის უნარი, სისხარტე, წერის კულტურა, კომუნიკაბელურობა... ახლა რომ ჩამოვთვალო შორს წავალთ. თუმცა სულ მგონია, რომ ეს თვისებები ან გაქვს, ან არა... ან დაიბადე ამ პროფესიისთვის ან არა.

-როგორია „მომავლის პიარი“?

მომავლის პიარი უფრო დიჯითალ ტექნოლოგიებზე გადასული, ინოვაციური მიდგომა მგონია. პიარიც მომავლიდან, უფრო მულტიფუნქიური დიჯითალ ტიპი წარმომიდგენია, რომელიც კიდევ უფრო მეტ ფუნქიციასა და საქმეს ირგებს ვიდრე ჩვენი დროის პროფესიონალი

-რჩევა მომავალ კოლეგებს:

ზევითაც ვთქვი და ეხლაც გავუზიარებ მომავალ კოლეგებს: იმეგობრეთ მედიასთან, იყავით გახსნილები, ეცადეთ წეროთ მარტივად და გასაგებად, დიდი დრო დაუთმეთ ფსიქოლოგიის შესწავლასაც. არასდროს არ დანებდეთ და თქვენი აზრი დააფისქირეთ. გახსოვდეთ, თქვენ გენდობიან და განდობენ ყველაზე ძვირფასს, იმიჯსა და რეპუტაციას.

-წარმატების ფორმულა არის...

წარმატების ფორმულა ერთია: უთხარი შენს თავს რომ გააკეთებ ამას! არ არსებობს საქმე რომელსაც ვერ შეძლებ. ჩათვალე რომ ბეჭდების მბრძანებელი ხარ, რომელსაც შეუძლია მართოს დროც, სიტუაციაც, ადამიანებიც, გარემოც და ყველაფერი რაც იმ წუთას შენს გარშემო ტრიალებს...

 

 

 

თეგები