ბლიც ინტერვიუ ანი ციცქიშვილთან
- გაგვეცანით , როგორც PR სპეციალისტი…
ყველაზე მეტად ხალხთან ურთიერთობა მიყვარდა და მიყვარს დღემდე და ამ სფეროს არჩევაც, სხვა მიზებებთან ერთად, სწორედ ამან განაპირობა. მაგისტრის ხარისხისთვის პიარის მიმართულება ავირჩიე და აქედან იწყება ჩემი მოღვაწეობაც ამ სფეროში. მე-8 წელია ზუსტად იმ საქმეს ვაკეთებ რაც ძალიან მიყვარს, ბრენდების საშუალებით საჯაროდ ვესაუბრები ურიცხვ აუდიტორიას.
ამ დროისთვის ვარ ლუკა პოლარეს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი, პარალელურად კი სხვადასხვა კომპანიებს ვეხმარები სტრატეგიული კომუნიკაციის წარმართვის პროცესში.
- თქვენი PR სლოგანი…
პიარი არის პროცესი და არა პროდუქტი.
-რას ნიშნავს თქვენთვის PRოფესია?
ჩემთვის ჩემი პროფესია არის საქმეც, სამუშაოც, ჰობიც, დროის სანტერესოდ გატარებაც. კომუნიკაციების, განვითარების, ახალი მცდელობებისა და გამოწვევების მუდმივი ციკლი.
-კომუნიკაცია არის...
უწყვეტი პროცესი, რომელიც სანდო და ორმხრივად სარგებლიან ურთიერთობას აყალიბებს.
-პიარი გრძნობს...
ყველაფერს, რაც კი ადამიანის აზრებს, შეხედულებებს, დამოკიდებულებებსა და შეფასებებს ეხება.
-პიარმა იცის...
რა არხებით და რა ფორმით მივიდეს სამიზნე აუდიტორიამდე, რომ სასურველი შედეგი მიიღოს.
-პიარმა არ იცის...
„დღეს მექნება კომუნიკაცია და ორი წელი ეყოფათ“ . ერთჯერადი კომუნიკაცია არ იცის პიარმა, მუდმივი პროცესით დებს შედეგს.
-პიარს შეუძლია ...
მჯერა რომ სწორ სტრატეგიულ კომუნიკაციას საზოგადოებრივის აზრის, დამოკიდებულებების და ქცევის ცვლილებაც კი შეუძლია.
-პიარს არ შეუძლია...
ყველაფრის გამოსწორება. თუ ბრენდმა წლების განმავლობაში უპატიებელი შეცდომები დაუშვა მომხმარებლის წინაშე, პიარი ჯადოსნური ჯოხით ვერ დაიწყებს ყველაფერს თავიდან.
-პიარს უკვირს...
კომპანია თვის ბოლოს გაყიდვების X%იან ზრდას რომ სთხოვს ))
-self PR-ის საჭიროება...
ისე უნდა შეხედო საკუთარ თავს, როგორც ბრენდს. ზუსტად ისევე უნდა იზრუნო საკუთარ იმიჯსა და რეპუტაციაზე, როგორც ამას ბრენდის შემთხვევაში გააკეთებდი. ვფიქრობ, ამას ყველა ვაკეთებთ, ზოგი დაგეგმილად და ზოგიც გაუცნობირებელად.
-პიარისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები არის...
უფრო მრავალფეროვანი და ზუსტი ინსტრუმენტი აუდიტორიამდე სათქმელის საინტერესო ფორმით მისატანად.
-უკმაყოფილო მომხმარებელი და პიარის როლი.
„გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო“ - სწორ კომუნიკაციას შეუძლია უკმაყოფილო მომხმარებელი ყველაზე გულანთებულ მხარდამჭერად აქციოს.
-თვისება(ები) რაც გამოარჩევს პიარ პროფესიონალს.
ყველა ის თვისება რაც ცალ-ცალკე სხვა პროფესიებს სჭირდება, ერთად ეღებული უნდა ქონდეს პიარ პროფესიონალს J
-როგორია „მომავლის პიარი“?
მე რომ მკითხოთ, ძირითადი პრინციპები უცველელია ყველა დროში, შეიცვლება კვლავ ინსტრუმენტები, რომელიც კიდევ უფრო ციფრული გახდება.
-რჩევა მომავალ კოლეგებს
ხალხთან ურთიერთობა თუ არ გიყვართ, პიარში თქვენი ადგილი არ არის და თუ გიყვართ, მაშინ თავით გადაეშვით ყველაზე ამოუწურავ და საინტერესო სფეროში.
-წარმატების ფორმულა არის...
ბევრი შრომა და საქმის სიამოვნებით კეთება !