რა ემართება ტორტს, თუ პიარი არ არის?! - თეონა თაბაგარის ბლოგი
დღეს, სადაც ციფრული მედია - „ტრიბუნა“ გახდა, სადაც ადამიანები, კომპანიები პროდუქტებს ქმნიან, საზოგადოების ნაწილი ისევ საუბრობს საჭიროა თუ არა სტრატეგიული კომუნიკაცია (PR), თვითბრენდინგი, მარკეტინგი და ა.შ.
თუ კომპანია ან ადამიანი მიზანს მიმართულებას აძლევს, მნიშვნელობას და საჭიროებას ის თვითონ ქმნის. აქ მთავარი - მიზნიდან გამომდინარე მიმართულებაა, რაც შეიძლება იყოს სწორი, მცდარი ან არანაირი შედეგის მომტანი.
თუ თქვენ გაქვთ პროდუქტი, მაგალითად: უგემრიელესი ტორტი და ბევრი იშრომეთ მის შესაქმნელად, ფიქრობთ, რომ საუკეთესოა თქვენი პროდუქტი, თუმცა არ იცით სხვების აზრი, რადგან არასდროს გაუსინჯავს სხვას თქვენი პროდუქტი - გჭირდებათ თუ არა სტუმრები რომ დააგემოვნონ? რა თქმა უნდა გჭირდებათ! ისე ვერავინ გაიგებს რა შექმენით, ვერ მოყვებით, რა გაიარეთ სანამ იმ გემოს და სურნელს მიიღებდით, რაც ახლა გაქვთ. პიარში თქვენი სტუმრებია - აუდიტორია.
პიარის გუნდი კი ისაა, ვინც თქვენს მიღწევებზე სხვადასხვა ფორმით საუბრობს.
თუმცა თუ დაპატიჟებთ სტუმრებს, მოაწყობთ დღესასწაულს, გაწევთ ძალიან დიდ ხარჯს და აღმოჩნდება რომ არავინ აგემოვნებს თქვენს უგემრიელეს ტორტს?თუ აღმოჩნდება, რომ არცერთი თქვენი სტუმარი არ მიირთმევს ტკბილს მაშინ? მაშინ თქვენ არამიზნობრივი, არასწორი აუდიტორია აირჩიეთ, ან ისევ ის ადამიანები დაპატიჟეთ ვინც იცის თქვენი პროდუქტის გემო და სიახლეს ვერაფერს ხედავს.
არის მესამე შემთხვევაც, როცა ქმნით საუკეთესოს, იცით რომ საუკეთესო ხართ და არასდროს არავის ეუბნებით ამის შესახებ - თუმცა გაწუხებთ ფიქრი, რომ სხვამ უფრო მეტს მიაღწია, სხვაზე მეტს საუბრობენ.
სტრატეგიული კომუნიკაცის სპეციალისტებმა(PR) იციან, რომ ერთი აქტივობით თქვენ ვერ მიიღებთ შედეგს, იციან მიზნის, სტრატეგიის და დაგეგმვის ძალა და როგორც ჩვენთან იტყვიან, არაფერი ხდება უმიზეზოდ, პიარის გუნდი კი სწორედ პოზიტიურ მიზეზებს ქმნის, ანუ გაგაცნობთ მათ ვინც თქვენი აუდიტორიაა, შეგიყვარებთ ისინი ვინც თქვენ ყველაზე მეტად გჭირდებათ, გიყიდით ის ვინც თქვენი ფასი იცის.