არის კომუნიკაცია ?! – არის ცვლილებები !?-ელდარ პირმისაშვილის ბლოგი

არის კომუნიკაცია ?! – არის ცვლილებები !?

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ყველაზე კარგად დაგვანახა ადამიანებისთვის კომუნიკაციის მნიშვნელობა. წიგნებში ამოკითხულმა ფრაზამაც "ადამიანი სოციალური არსებაა" დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ელფერი შეიძინა.  საინტერესო დროში ვცხოვრობთ, ექსპერტები და სამოტივაციო წიგნების ავტორები რომ გვიმტკიცებდნენ "კრიზისი გამოწვევა და საჭიროაო" კი დაგვიდგა კრიზისული ვითარება. მგონი ყველას კრიზისი ასეთი არ წარმოგვედგინა, უფრო "რბილი და უწყინარი" გვეგონა ვიდრე აგრესიული და შემაშფოთებელი.

კომუნიკაცია თავისი განვითარების ისტორიით ადასტურებს, რომ ერთ ადგილზე არ დგას ვითარდება და იცვლება სიტუაციის შესაბამისად, რა შეიცვალა ახლა კომუნიკაციაში და შეიცვლება მომავალში !?

ერთი შეხედვით არსებულმა ვირუსის პანიკამ და გამოწვევებმა თითქოს შეგვაფერხა,  და მოგვადუნა, მაგრამ ორმაგად აამუშავა ჩვენი ტვინი და ფიქრები. რომელიც უამრავ კითხვას სვამს რა უნდა გავაკეთოთ ახლა და მომავალში რას შეცვლის კორონა ვირუსის კრიზისი.

1. შეიცვლება ადამიანების მსოფლმხედველობა ?

არსებულმა სიტუაციამ ბევრი დააფიქრა ცხოვრებაზე, ოჯახზე, ჯანმრთელობასა და კარიერაზე. ერთ დღეს შეიძლება შეგვეცვალოს მიზნები და დამოკიდებულოებები ისე რომ ჩვენ ქმედებაზე და უნარებზე არ იყოს დამოკიდებული როგორ განვითარდება მოვლენები მსოფლიოს მასშტაბით.  არსებულმა კრიზისმა დაგვაფიქრა გლობალურ გამოწვევებზე ეკოლოგიაზე, ჯანმრთელობასა და სიღარიბეზე და უფრო გლობალურზე და მნიშვნელოვანზე ადამიანის არსებობაზე და დაამსხვრია მითი ადამიანის ყოვლის შემძლეობის შესახებ.

სამწუხაროდ მსოფლიო საზოგადოება მზად ვერ შეხვდა არსებულ კრიზის, ალბათ ამ კრიზისმა უფრო ღრმა და დიდი პრობლემები გამოააშკარავა, რატომ გარბიან ადამიანები პრობლემებიდან და რატომ ვერ იღებენ პასუხისმგებლობას... არსებული კრიზისი მხოლოდ დააფიქრებს და უბიძგებს "მოაზროვნე" ადამიანებს გამოიყენონ კრიზისული სიტუაცია საკუთარი თავის და გარემოს გაუმჯობესებისთვის და მინიმუმ გადახედონ არსებულ ცხოვრების წესს.

2. შეცვლება ადამიანების დამოკიდებულელებები ცხოვრებაზე ?

კრიზისმა აშკარად გამოავლინა ადამიანების დამოკიდებეულება ცხოვრებაზე. ნაწილი ადამიანების არ აღიარებს კრიზის და სურს არ დაიჯეროს, მიდრეკილია იგნორირება გაუკეთოს მას, რაც ადამიანის ფსიქიკის დამცავ მექანიზმად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მეორენი კი "ზედმეტად ტრაგიკულად" აღიქვამენ არსებულ სიტუაციას და სამყაროს დასასრულს პროგნოზირებენ, მხოლოდ გარკვეული ნაწილი ხვდება არსებულ სიტუაციას "ადექვატურად" იღებენ რეალობას ისეთ როგორიც არის და ფიქრობენ როგორ შეიძლება ამ ვითარებაშიც დარჩე ჯანსაღი და აქციო ის შესაძლებლობად.

3. შეიცვლება  დამსაქმებლების დამოკიდებულება დასაქმებულებზე და პირიქით ?

კრიზისში ჩანს როგორც დამსაქმებლის ასევე დასაქმებულის სახე, როგორ ექცევა დამსაქმებელი დასაქმებულს, აძლევს შესაძლებლობას, ერგება ახალ რეალობას და ზრუნავს მასზე თუ კადრების შემცირებით და თავის გადარჩენით არის დაკავებული, ამ ვითარებაშიც ჩანს დასაქმებულის დამოკიდებულებაც არის თუ არა ის ლოიალური თავისი სამსახურის და გუნდის მიმართ, როგორ იქცევა ის პირველივე შესაძლებლობაზე ირიდებს პასუხისმგებლობას თუ ცდილობს ერთიანობის და მობილიზების შენარჩუნებას.

4. შეიცვლება დამოკიდებულებები მედიკოსების  მიმართ ?

ყოველთვის ვამბობთ, რომ მედიცინა წამყვანია, პრიორიტეტია და ა.შ თუმცა დადებითი სიტყვები და ტაში მხოლოდ კრიზისში გვახსენდება და არა პროცესში... კრიზისმა დაგვანახა რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მედიცინის და მედიცინის მუშაკების ეფექტიან მუშაობას და დარგის მდგრადობას, ადამიანებს უჭირთ დიდი სურათის დანახვა და კრიზისის ეფექტი ზუსტად ეს არის, რომ გამადიდებელი შუშით აჩვენებს რეალობას.

5. შეიცვლება ორგანიზაციებისა და კომუნიკატორების დამოკიდებულება  სამყაროს მიმართ ?

რა თქმა უნდა შეიცვლება, მაგრამ არა ძირეულად, ონლაინ მუშაობა და სწავლება განვითარდება, მაგრამ ის არ შეცვლის ძირეულად ორგანიზციის დამოკიდებულებებს, კომუნიკატორები უფრო მეტ შესაძლებლობას დაინახავენ ვირტუალურ საზოგადოებაში და შექმნიან მათზე მორგებულ ახალ პროდუქტებს, არსებული სიტუაცია ორგანიზაციის ხელმძღვანელებს მხოლოდ დააფიქრებს, რატომ და როგორ მუშოაბენ და როგორ გამოვიდნენ კრიზისიდან.

კომუნიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და უკუკავშირის ფუნქციაა, შანსი გვაქვს  კრიზისი გამოყენებული იყოს როგორ ჭკუის სასწავლებელი, რა პრიორიტეტები უნდა ქონდეს ქვეყნებს, როგორ უნდა ხდებოდეს ამ პრიორიტეტების კომუნიკაცია, რა მექანიზმები არსებობს საზოგადოებრივი აზრის მართვის და როგორ მუშაობს ის და რაც ყველაზე მთავარია არ "გაგვექცეს ხელიდან საზოგადოება"...

მიუხედვად იმისა რომ ბევრი ორგანიზაცია ან სპეციალისტი "იბრალებს" რომ კარგად იცნობს საზოგადოებას, მის განწყობებს და დამოკიდებულებებს,  ააქვთ მძლავრი დალაგებული მონაცემები, ფაქტია კრიზისის დროს, გლობალურად, მსოფლიოს მასშტაბით, ვერ მოხერხდა საზოგადოების ეფექტურად მართვა, მათზე მძლავრი გავლენის მოხდენა, განათლებისა და უკუკავშირის მიღება, რაც მასშტაბურად დასაფიქრებელი თემაა არა მხოლოდ ბიზნესის და პოლიტიკის არამედ საზოგადოებასთან მომუშავე მკვლევარებისა და სპეციალისტებისთვის.

თეგები