პიარი „დამოკიდებულებაა“ და არა „მიჩვევა“! - თეონა თაბაგარის ბლოგი
საზოგადოებასთან ურთიერთობა არის პროფესია, რომელსაც თეორიულად ისწავლი, პრაქტიკას შეიძენ, თუმცა ამ პროფესიის მთავარი გამოწვევა “დამოკიდებულებაა”- დამოკიდებულება მოვლენების , საქმის და ცხოვრების მიმართაც კი!
დამოკიდებულება ორმხრივი შეიძლება იყოს:
პირველი შენ როგორ ხედავ შენს პროფესიას და მეორე როგორ ხედავს დამკვეთი.
მახსოვს, ერთ-ერთმა ბიზნეს პარტნიორმა, პირველი შეხვედრისას მითხრა: „სიმართლე გითხრათ, პიარი მხოლოდ სადღეგრძელოები მგონიაო“, მე დავეთანხმე და თან განვუმარტე, სუფრაზე, როგორ სადღეგრძელოს იტყვი, ისევ დაგპატიჟებენ თუ არა, რომ წახვალ რას იტყვიან შენზე: კარგად სვამს, კარგად საუბრობს, ისევ დავპატიჟოთ თუ არც შეგამჩნევენ, აი ამას აკეთებს კომპანიისთვის პიარითქო“
ნურც იმას გაიკვირვებთ, რომ შენებურად ვერ ხედავენ შენს პროფესიას, ზუსტად ამიტომ გაქვს პროფესიონალიზმი, რომ შენ, შენი საქმით ახალი სიტყვა თქვა!
თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი გქვია, თუმცა საზოგადოებას ვერ იღებ ისეთს როგორიც არის, არ ვითარდები, არ სწავლობ მეტს და ახალს, წინ ჩაგირბენს ის ურთიერთობები, რასაც საზოგადოება და გარემო ყოველდღიურად აყალიბებს!
საზოგადოება და გარემო კი აყალიბებს ახალ „თამაშის წესებს“, ახალ „სიჩქარეს“ ავითარებს და ყველაზე მთავარი - პროფესიაში ახალ რელსებს გვიჩვენებს.
ახალი რელსების შექმნაში, დანახვაში, დადგომაში და მართვაშია მთავარი ხიბლი.
ახალის დასანახად კი საჭიროა, თან სასიცოცხლოდ საჭირო, რომ ძველი იცოდე და შეგეძლოს ახლის მიღება!
პიარისთვის პროცესია - მთავარი გმირი, პროცესში დანახული კომპანია.
ამიტომ არის საზოგადოებასთან ურთიერთობა(PR) - „დამოკიდებულება“ და არა „მიჩვევა“!
ავტორი:თეონა თაბაგარი