თეონა თაბაგარის ბლოგი -" ჩაგიდებენ პიარს და დაარქმევენ შავ პიარს“
ჩაგიდებენ „პიარს“ - დაარქმევენ „შავ პიარს“ და გვიწევს თავის მართლება, რომ ეს ის არ არის!
როცა არ ვიცით რაღაც, პირველი რასაც ვაკეთებთ google-ში ვეძებთ, პროფესია - საზოგადოებასთან ურთიერთობა ანუ პიარი(PR) განიმარტება, როგორც მართვის ფუნქცია, რომელიც გავლენის მოპოვებაზეა ორიენტირებული, რაც ორგანიზაციის განვითარებასა და მასობრივი აუდიტორიის მართვისკენაა მიმართული.
Google-ში ასევე იძენება ტერმინი „შავი პიარი“, რომლის ტექნოლოგია დამახასიათებელია დეზინფორმაციის ტირაჟირებით, რეალური ინფორმაციის ფრაგმენტულად, დამახინჯებით გავრცელებით, ამით მანიპულირდება ჭორები, ვარაუდები, ბუნდოვანი, ტენდეციური განმარტებებიდა ა.შ.
თუმცა პიარის არცერთ განმარტებაში არ იძებნება ის რასაც ამ სტატუსზე ხედავთ.
და მაინც რასთან გვაქვს საქმე? რა ტიპის კომუნიკაციაა, სად გვაქვს პრობლემა? ან როგორ რეაგირებს საზოგადოება ამ ტიპის სტატუსზე?
ფაქტია, რომ როცა ამ შინაარის სტატუს წერს კომპანია ელის:
⦁ ხმაურს
⦁ ცნობადობას
⦁ დამახსოვრებას.
საზოგადოების ინერციული ნეგატიური შინაარსის რეაგირებით კი სამივეს იღებს, თუმცა კარგავს მთავარს - ნდობას!
ეს დაახლოებით მეგობრობას ჰგავს, მისი მხარდაჭერის იმედი რომ გაქვს, ერთად რომ პოზიციონირებთ, რეკომენდაციას უწევ, თუმცა მოულოდნელად არაკორექტულად გექცევა, შენ აუცილებლად ეტყვი საყვედურს, შეიძლება აპატიო კიდეც, თუმცა ყოველთვის გემახსოვრება მისი ცუდი ქცევა შენს მიმართ.
რა ხდება შემდეგ?
როცა ერთიმხრივ „სასაცილო“, „არაკორექტული“ „აღმაშფოთებელი“ შინაარსის პოსტი/ქცევა გადაივლის?
ყოველთვის გექნება განცდა - რომ შესაძლებელია ისევ ჩაგაგდოს უხერხულ მდგომარეობაში.
ამ განცდის არსებობა კი აზიანებს მთავარს, ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობას, მეგობრობას.
საზოგადოებაში ეს პოსტი ჩაიშალა, როგორც პიარის ან ე.წ. „შავი პიარის“ კომუნიკაციად, არადა პიარი თავისთავშივე გულისხმობს მხოლოდ ნდობას, დადებით იმიჯსა და რეპუტაციას!
დასკვნისას, დავფიქრდეთ, იქნებ ჩვენც ვუწყობთ ხელს პროფესიას, რომ შეიძინოს სხვადასხვა ფერები და ჩვენი ნდობა შეცვალონ ფრაზით - „არაუშავს, გადაივლის, მთავარია ვახსოვდეთ!“
და მაინც მიზანი ამართლებს ნდობას? საკითხავი აი ეს არის.