ჩვენ რა ვქნათ ?! - ელდარ პირმისაშვილის ბლოგი


ერთი შეხედვით "ცუდ" ვითარებაში "კარგის" დანახვა და მოვლენების მთლიანი სურათის აღქმა ჩვენი საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო უნარია.
ბოლო პერიოდში ორ ყველაზე აქტუალურ სიტყვას გაიგებთ: "მომბეზრდა" და "დავიღალე" ... ალბათ ყველას აქვს ეს გრძნობა, როდესაც გგონია რაღაც არ ხდება ისე, როგორც შენ ფიქრობ და გგონია მართალი ხარ !
სად ვუშვებთ შეცდომას ? დაძაბულ ვითარებაში სამი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი:

1. რა დაგვემართა ?
არაადეკვატური პიროვნება ადეკვატურისაგან იმით განსხვავდებიან, რომ დროსა და სივრცეში შეუძლიათ არსებული ვითარების ობიექტურად, სწორად შეფასება და გაანალიზება.. ხო და ... რა უნდა გავაანალიზოთ ?!
როგორც ნაცისტებისგან გაქცეული ჰანა არდენტი ამბობდა პოლიტიკის მუდმივი კონფლიქტის გადაჭრაა. უარესის უკეთესისკენ შეცვლის უნარად მოიხსენიებს პლატონი პოლიტიკას..
ხო და... დავიწყოთ კონფლიქტის აღიარებით, კონფლიქტის აღიარება მხოლოდ ძლიერ და თავისუფალ პიროვნებებს და ინსტიტუციებს შეუძლიათ, აღიარება უკვე უარესის უკეთესისკენ შეცვლაა !

2. რა უნდა გავაკეთოთ ?
კომპრომისი და თანამშრომლობა – ეს არის მთავარი გამოწვევა, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას, ძლიერი პოლიტიკოსები ზუსტად ამ ორი თვისებით გამოირჩევიან. კომპრომისზე და თანამრომლობაზე დგას თანამედროვე ცივილიზაციის პოლიტიკა და საზოგადოების განვითარება.

3. რატომ გვავიწყდება საზოგადოება ?
საზოგადოების ინტერესები და უფლებები ამ ორი რამის მართვა არის პოლიტიკა და ზუსტად ინტერესების და უფლებებით უნდა იყოს შეიარაღებული პოლიტიკოსები და მუდმივად უნდა გრძნობდნენ საზოგადოების პულსაციას. საზოგადოებრივი დაკვეთა ქმნის პოლიტიკას და პოლიტიკოსებს და არა პირიქით.
მოზღვავებულ ინფორმაციულ ნაკადებში დავიცვათ ობიექტურობა, ვიყოთ ადეკვატურები და პოზიტიურები ყველაზე დიდი მიღწევაა დღეს ჩვენთვის.

და ტრადიციული რჩევები ჩემგან !

პიროვნული თავისუფლება და პოზიციის არსებობა "კარგია"

არაადეკვატურობა და სწორხაზოვნობა "ცუდი"

პროტესტი და მრვალი აზრის არსებობა "კარგი"

პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალება "ცუდი"

ქვეყნის განვითარებაზე ფიქრი "კარგია"

არაფრის კეთბა "ცუდი"

და ბოლოს... "ცუდში" "კარგის" დანახვა კარგია !

თეგები