ბლიც ინტერვიუ ნათია მსხილაძესთან

- გაგვეცანით, როგორც PR სპეციალისტი

მე ვარ ნათია მსხილაძე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის კომუნიკაციის მენეჯერი, რომელიც  საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ვარ პროექტ აგროსტოპ/AGRO STOP-ის იდეის ავტორი, რომლის მიზანი საქართველოს შიდა ტურიზმის და აგრო ტურიზმის წარმოჩენა და პოპულარიზაციაა.  ჩემი სამუშაო გამოცდილება უკვე ბოლო ათ წელზე მეტს მოიცავს, ვიყავი აქტიურ ჟურნალისტიკაშიც და წერის სიყვარული დღემდე იმდენად ძლიერად მაქვს შემორჩენილი,რომ სხვადასხვა მედიაპლათფორმაზე ბლოგებ სვწერ.

- თქვენი PR სლოგანი

ორი სლოგანი მახსენდება, ყველაფერი, რასაც აკეთებ ან ამბობ, არის საზოგადოებასთან ურთიერთობა  და PR არის შესრულების აღიარება.

- რას ნიშნავს თქვენთვის PRოფესია?

ჩემთვის ეს პროფესია ხელოვნებაა, რომლიც ეხმარება ბიზნესს ან ინდივიდს, განავითაროს პოზიტიური რეპუტაცია საზოგადოებაში. საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) ინდუსტრია პასუხისმგებელია კლიენტებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობების შექმნასა და შენარჩუნებაზე ისეთი სფეროების საშუალებით, როგორიცაა ბრენდის მენეჯმენტი, რეკლამა, მედიასთან ურთიერთობა და კრიზისების მენეჯმენტი.  PR პრაქტიკოსი ყოველთვის ცდილობს პროდუქტის ან კომპანიის მიმართ ინტერესის, ნდობის და რწმენის გაზრდას.

-კომუნიკაცია არის...

კომუნიკაცია  ფუნდამენტურია, როგორც ადამიანის, ასევე ორგანიზაციის არსებობისა და გადარჩენისთვის. ეს არის ხალხში იდეების, ინფორმაციის, შეხედულების, ფაქტების, გრძნობების შექმნის და გაზიარების პროცესი, რათა მიაღწიონ საერთო გაგებას. ჩემი აზრით, კომუნიკაცია მენეჯმენტის სარეჟისორო ფუნქციის გასაღებია.სწორი კომუნიკაციის წარმართვის აუცილებელი წინაპირობააიგრძნო მეორე ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი. კომუნიკაციაზე სულ მახსენდება ეს გამონათქვამი Being in someone’s shoes..ჰოდა ასე , შეხვედრებზე,  პარტნიორებთან ურთიერთობისას თუ ტრენინგის ჩატარებისას ვირგებ მათ ფეხსაცმელს,რათა შევძლო  მათი საჭიროებების სწორად დანახვა და შედეგიც იყოს ის ,რაც საქმეს სჭირდება . სწორი კომუნიკაციის გარეშე კი რთულია ნებისმიერ სფეროშო წარმატების მიღწევა.

-პიარი გრძნობს...

პიარი გრძნობს მომხმარებლის მაჯის ცემას , ისმენს სხვის აზრებს და შემდეგ დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს.  

-პიარმა იცის ...

პიარმა იცის ყველაფერი ის, რაც კომპანიასა თუ ინდივიდს  წარმატებულს გახდის. ასევე იცისრიზისისა და რეპუტაციის მართვა, სოციალური პასუხისმგებლობა, შიდა ურთიერთობები, მომწოდებლებთან კავშირი, სწორი ურთიერთობა მომხმარებლებთან,  კორპორაციული საკითხები, შიდა გამოცემები და ა.შ.

- პიარმა  არ იცის...

გეგმის გარეშე მუშაობა, თუ არ აქვს რისკები განსაზღვრული

- პიარს შეუძლია  

პიარი ბიზნესისა და მომხმარებლის დამაკავშირებელი არტერიაა, რომელსაც შეუძლია ორგანიზაციის, პერსონისა თუ პროდუქტის დადებითი იმიჯის ფორმირებების და კეთილგანწყობის შენარჩუნება. ასევე პიარს შეუძლია ერთი მესიჯის ერთ ხმაში გავრცელება, რაც მნიშვნელოვანია კრიზისული სიტუაციების დროს

- პიარს არ შეუძლია...

პიარს არ შეუძლია   დიდი შრომის, ენერგიის, ანალიზის , კვლევის და ა.შ  გარეშე  კომპანიის თუ პერსონის  წარმატებული ფორმულის შექნა.

- პიარს უკვირს...

მარკეტინგისა და PR სპეციფიკაზე, მსგავსებებსა და განსხვავებებზე კიდევ, რომ მსჯელობენ. 

- self   PR-ის საჭიროება...

Self PR-ის საჭიროებაზე და აუცილებლობაზე, უკვე საზოგადოების ის ნაწილიც თანხმდება,რომელიც კარგად არ არის მსგავს   დეტალებში ჩახედული. სწორედ, self PR-ს  შეუძლია პერსონა და მისი საქმიანობა დაგანახოს განსხვავებული  კუთხით და სწორად მიიტანოს ინფორმაცია აუდიტორიამდე.

- პიარისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები არის...

პიარისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებიმნიშვნელოვანი, გადამწყვეტი და საარსებოა, რომელიც შრომას ასწრაფებს, დროში უფრო მოქნილს ხდის და შედეგი უფრო თვალხილულია. 

- უკმაყოფილო მომხმარებელი და პიარის როლი.

უკმაყოფილო მომხმარებელისანამ   ხელშესახებ შედეგს არ ნახავს, არასდროს იქნება კმაყოფილი. სწორედ, მომხმარებელსადა კომპანიას შორის სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში მთავარი მოქმედია  პიარი, რომელიცთავის თავში გულისხმობსორმხრივ კომუნიკაციას. 

- თვისება(ები) რაც გამოარჩევს პიარ პროფესიონალს.

პიარ პროფესიონალში თავმოყრილია ბევრი თვისება ერთად როგორიც არის , სისხარტე, ძლიერი ხასიათი, სწორად მეტყველებისა და წერის უნარი, კრეატიულობა, ანალიტიკური აზროვნება, სხვადასხვა  პრობლემასთან ერთდროულად გამკლავების უნარი, ლოგიკური აზროვნება, მცირე დროში გადაწყვეტილებების მიღება, სტრესული სიტუაციების მართვის უნარი და რაც მთავარია დარწმუნების ხელოვნების უნარი. 

- როგორია „მომავლის პიარი“?

მომავლის პიარი არის ციფრულ სამყაროში მყარად მდგარი პროფესია,რომელიც უკვე თვითონ ქმნის მულტიმედიურ  პროდუქტებს და  აქტიურად იყენებს ინფლუესერის ინსტიტუტს.

- რჩევა მომავალ კოლეგებს.

დღევანდელი შრომის ბაზარი გაჯერებულია  საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიით, ამიტომ არ არის ადვილი თავის დამკვირდება, თუმცა მონდომებით და შრომით ყველაფერის მიიღწევა შესაძლებელია. ეს არის პროფესია ,რომელიც ძალიან დიდ შრომას და სიყვარულს საჭიროებს. შესაბამისად ,მომავალ ჩემს კოლეგებს ვურჩევ საქმე მოვალეობის გამო არ გააკეთონ , მასში მთელი ენერგია, შრომა და სიყვარული ჩადონ და შედეგიც აუცილებლად კარგი იქნება. გაიარონ პრაქტიკები სწავლის პარალელურად და  როცა სრულყოფილად შეუდგებიან საქმიანობას, აუცილებლად კვლევის გარეშე არ დაიწყონ პროექტის კეთება.  

- წარმატების ფორმულა არის... 

სწავლა, შრომა , ბევრი შრომა და გამოცდილების გაზიარება.

 

 

 

 

თეგები