როგორი უნდა იყოს კარგი პიარსპეციალისტი ? - ელდარ პირმისაშვილის ბლოგი
თქვენთვის მოვაგროვე სპეციალისტების ოქროს რჩევები და გიზიარებთ !
„პატიოსნება, მიდრეკილება ურთიერთობისა და კომუნიკაციის დამყარებისკენ, თავმდაბლობა და მუშაობის ძლიერი დისციპლინა.“- ნილაიანა ბარდენი.
„მას აუცილებლად უნდა შეეძლოს წერა და კომუნიკაცია. ნამდვილად კარგი პიარსპეციალისტი არის უშიშარი, შრომისმოყვარე, პროაქტიული და აქვს დიდი სურვილი, რომ ყოველთვის ისწავლოს და განვითარდეს. სწორედ რაიმე ახლის სწავლის სურვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი პიარის სფეროში. თითოეული დღე ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულია და ყოველ დღეს შეიძლება რაღაც ახლის სწავლა“- ჯოზეფ ტატეოკა.
„უმნიშვნელოვანესი რამ არის ნდობის ფაქტორი დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში. აი, რას ვაკეთებთ ჩვენს პროფესიაში – ვანვითარებთ ნდობის განცდას. საზოგადოებასთან ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი მსოფლიოსთვის, როგორც ის დღეს არის.“- უენდი სტრონგი.
„ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი, რასაც პოტენციური დამკვეთები ეძებენ და ელოდებიან პიარსპეციალისტებისგან, არის მათი გულისხმიერი მიდგომა საკითხებისა და პასუხისმგებლობის მიმართ. როდესაც ის არის ძალიან ცნობისმოყვარე კლიენტისა და პროექტის მიმართ, როდესაც ის იჩენს დიდ ინტერესსა და ენთუზიაზმს, სამუშაო უკვე ემსგავსება ძალიან კარგ და საინტერესო პროცესს და პიარსპეციალისტი საკმაოდ ღრმად არის ჩართული პროექტის არსში. შესაბამისად, შედეგიც ბევრად უფრო კარგი და სასურველი ხდება. პოტენციური კლიენტი ყოველთვის დაიჭერს საქმეს ისეთ სპეციალისტთან, რომელიც არის არა უბრალოდ ჭკვიანი, არამედ იმასთან, ვისაც კარგად შეუძლია გუნდთან „შეთამაშება“; მას უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ დაეხმაროს - როგორც მთლიან გუნდს, ისე მის თითოეულ წევრსა და კოლეგას. თუ მას არა აქვს მტკიცედ გადაწყვეტილი, რომ კლიენტს სასურველი შედეგი მოუტანოს, დამკვეთი ამას მალევე შეამჩნევს; მას უნდა ჰქონდეს ძლიერი შინაგანი სურვილი, რომ თავდაუზოგავად იშრომოს სასურველი შედეგის მისაღწევად.“- ბრაიან პრაისი.
„მას აუცილებლად უნდა შეეძლოს კარგად წერა, ასევე უნდა ჰქონდეს აზრის გადმოცემის კარგი უნარი საუბრისას თუ პრეზენტირების დროს და უნდა ითვალისწინებდეს თითოეულ პატარა დეტალს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება არის ასევე საკუთარი იდეის გაყიდვისა და მსმენელების საჭიროებების კარგად გაგების უნარი.“- ლესლი გოტლები.
„ყოველთვის იყავი კრიტიკულად მოაზროვნე და მრავალფეროვანი შენი როლიდან გამომდინარე – უნდა იყო დიზაინერიც, ანალიტიკოსიც, შემფასებელი და ა.შ. იყავი მრავალმხრივი და გქონდეს ადაპტირების უნარი.“- ჯეფრი ლეფევრი.
„შენი უნარების სრულყოფილება არასდროს დარჩება შეუმჩნეველი და ყოველთვის დაფასდება. უნდა გიყვარდეს კითხვა; სიამოვნებას უნდა ღებულობდე წერისა და საუბრისგან. ადამიანი, რომელსაც შეუძლია კარგად ახსნა, ყოველთვის შეეძლება სხვისი დარწმუნებაც.“- ფრანკ უაილი.