რასაც ამბობ და აკეთებ – ეს პიარია
მსოფლიოში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ბილ გეიტსმა თქვა -, „ბოლო დოლარიანი რომ მქონდეს დარჩენილი პიარზე დავხარჯავდიო“ ვფიქრობ მისი ეს სიტყვები გამოხატავს დღევალდელ მსოფლიოში პიარის (საზოგადოებასთან ურთიერთობის) მნიშვნელობას და როლს.
პიარი ისეთივე ძველია, როგორც ძველი ცივილიზაცია და ისეთივე ახალი როგორც, ახალი ტექნოლოგიები, პიარმა თავისი განვითარების ეტაპზე ტრანსოფრმაცია განიცადა და ისეთი სახე მიიღო როგორიც დღეს აქვს. პიარს მისი კომუნიკაციური ფუნქციიდან გამომდინარე დიდი გავლენა აქვს, როგორც ორგანიზაციის განვითარებაზე ასევე მასობრივი აუდიტორიის მართვაზე, დღეს გავლენა ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა და შესაბამისად პიარის მართვის ფუნქცია გავლენის მოპოვებაზეა ორიენტირებული.
დღესდღეობით ყველა ბიზნეს ორგანიზაცია საქართველოში ხვდება პიარის მნიშვნელობას და მისი მეთოდების ეფექტიანობას, თუმცა, როგორც ორგანიზაციების ასევე ამ ორგანიზაციებში მომუშავე პიარ სპეციალისტებს უჭირთ სტრატეგიული ხედვის და გრძელვადიანი პიარ პროგრამების და სტრატეგიების დაგეგმვა.
პიარ გეგმის არსებობა ორგანიზაციაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანებს შორის კომუნიკაცია. ბიზნეს ორგანიზაციისთვის გეგმის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით ა.შ.შ – ში დახლოვებით 92 % ბიზნეს ორგანიზაციებს აქვთ პიარ გეგმა შემუშავებული, ხოლო საქართველოში მხოლოდ 38 % -მდე ორგანიზაციას აქვს პიარ სტრატეგიული გეგმა. საქართველოს სტატისტიკა ცხადყოფს, რომ რეალურად ძალიან ცოტა ორგანიზაცია გეგმავს კომუნიკაციას და შესაბამისად ეს იმას ნიშნავას, რომ დანარჩენ ორგანიზაციებს არ აქვთ თანმიმდევრული და რეგულარული ურთიერთობა მიზნობრივ ჯგუფებთან და დაინტერესებულ მხარებთან, კომუნიკაციების დაგეგმვის გარეშე რთულდება ეფექტური და გამიზნული შედეგის მიღება რაც რეპუტაციული რისკის წინაშე აყენებს ბრენდს.
პრობლემა ქართული ბაზრისთვის ცოდნის დეფიციტია, ხშირად ორგანიზაციებში პიარ გეგმის შემუშავების შესახებ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა მცირე ზომის სახელმძღვანელო, რომელიც გზამკვლევის ფუნქციას შეასრულებდა კომნიკაციის დაგეგმვის საკითხებში. „10 ბანიჯი პიარ გეგმის შესადგენად“ მარტივი და მოკლე სახელმძღვანელოა ბიზნეს ორგანიზაციებში მომუშავე მენეჯერებითვის, რათა მათ შეძლონ ეფექტიანად და მარტივად დაგეგმონ თავიანთი პიარ საქმიანობა და მიიღონ სასურველი გრძელვადიანი შედეგი. აქტიური პიარ ტაქტიკები აადვილებს მომხმარებლებში და დაინტერესებულ სამიზნე ჯგუფებში ბრენდის დადებითი ცნობადობის შექმნას, ნდობის და ლოიალობის მოპოვებას.
წიგნში „10 ნაბიჯი პიარ გეგმის შესადგენად“ განხილულია პიარ გეგმის შედგენის საფეხურები: როგორ მოვახდინოთ კომპანიაში და მის ირგვლივ არსებული სიტუაციის შესწავლა და გაანალიზება, როგორ შევიმუშაოთ პიარ გეგმის მიზნები, მოვახდინოთ მიზნობრივი ჯგუფებისა და დაინტერესუბული მხარეების ზუსტად განსაზღვრა, სტრატეგიის და ტაქტიკის ჩამოყალიბება და ეფექტური შეფასების კრიტერიუმების შემუშავება.
ვფიქრობ ამ მარტივი სახელმძღვანელოს მეშვეობით შევძლებ კომპანიების დაინტერესებს გახადონ მათი ბრენდი უფრო ეფექტური და შეიმუშაონ პიარ-საკომუნიკაციო გეგმა. სახელმღვანელოს გამოყენებით ბევრმა ორგანიზაციამ მოახერხა კომპანიის ეფექტიანი პიარ გეგმის/სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება. პიარ-საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება ორგანიზაციისთვის წარმატებული იმიჯისა და რეპუტაციის მართვის წინაპირობაა.