როგორ დავიწყოთ კარიერა PR-ში ?

ხშირად მეკითხებიან, საიდან და როგორ დავიწყოთ კარიერა PR-ში? არსებობს გავრცელებული აზრი, რომ PR-ში ერთი და იგივე ხალხი მუშაობს, ჩაკეტილი წრეა, განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს კომპანიებს და ა.შ. სულაც არა, ეს უფრო სტერეოტიპული აზრებია, თუ მიყვებით რჩევებს და დაისახვათ მიზანს, შეუძლებელი არაფერია.

1. გამოიყენეთ სასწავლებელი (უნივერისტეტი), სადაც სწავლობთ ცოდნის და გამოცდილების მისაღებად, მოამზადეთ კურსის ფარგლებში დაგეგმილი პრეზენტაციები, პრაქტიკული დავალებები, შექმენით საინიციატივო ჯგუფები, გამოიყენეთ სტუდენტური თვითმმართველობის აქტივობები,  დაგეგმეთ და განახორციელეთ მარტივი და სახალისო ღონისძიებები, დაესწარით უნივერსიტეტში მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრას, გამოფენებს და პრეზენტაციებს, ეს ყველაფერი დაგეხმარებათ რეზიუმეს გამოცდილების გრაფის შევსებაში და გაგიხსით გზას შემდეგი ნაბიჯისკენ.

2. გაიარეთ სტაჟირების პროგრამები - არ არის აუცილებელი ერთ კომპანიაში იმუშაოთ 6 თვე ან 1 წელი, იყავით რამდენიმე თვე ან ითანამშრომლეთ პროექტების მიხედვით, ყველა კომპანიას სჭირდება დამხმარე, უფასო მოტივირებული ადამიანები, არ დაელოდთ მათ შეთავაზებას, თქვენ თვითონ შესთავაზეთ თქვენი თავი კომპანიებს სტაჟიორის პოზიციაზე.

3. შექმენით თქვენი კარიერული წინსვლის მარტივი და მოკლე სამოქმედო გეგმა. გაანალიზეთ თქვენი სუსტი და ძლიერი მხარები, დაწერეთ რა მიზნები გაქვთ შემდეგი 2 ან 5 წლის განმავლობაში და როგორ აპირებთ მის მიღწევას, ყოველთვის გონებში გქონდეთ თქვენი „ოცნების სამუშაო“.

4.1 შექმენით თქვენი სავიზიტო ბარათი საკონტაქტო ინფორმაციით, რათა სოლიდური და ხელმისაწვდომი გახადოთ კომუნიკაცია.

4.2 შექმენით ან მოდიფიცირება გაუკეთეთ თქვენს სოციალურ ქსელს - გახსოვდეთ სოციაური ქსელის თქვენი გვერდი თქვენი სახეა და პირველ რიგში თქვენით დაინტერესბული პირები თქვენს სოციალურ ქსელს (საქართველოში FB და ლინკდინი არის ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელები) და აქტივობებს ნახავენ. თუმცა, იყავით რეალურები და არა ხელოვნურები.

5. დაესწარით კომუნიკაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და შეხვედრებს - არაფორმარული შეხვედრები, საჯარო ლექციები და უბრალოდ მოწვეულ სპიკერებთან შეხვედრა სფეროში მინდინარე მოვლენებს, მუშაობის სფეციფიკას და სამომავლო პერსპექტივებს გაგაცნობთ.

6. გაიარეთ რაც შეიძლება მეტი კურსი და ტრენინგი - კომუნიკაციის სფერო ყოველდღიურად ვითარდება, მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის და უნარების გამომუშავება ამ სფეროში კარგი შდეგის მისაღწევად.

კარგი კარიერული სტარტი - წარმატებული კარიერის ნახევარია !

 

ელდარ პირმისაშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების ექსპერტი