5 საკვანძო ფაქტი, რომელიც ყველა პიარსპეციალისტმა უნდა იცოდეს

პიარი და ორგანიზაცია იზრდებიან ერთობლივად

პიარ სპეციალისტის როლი ორგანიზაციაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პიარი ქმნის ორგანიზაციის ცნობადობას, მის იმიჯს, ორგანიზაციის პროდუქტისა და მომსახურების შესახებ მომხმარებლების დადებით დამოკიდებულებას და უზრუნველყოფს მათი ქცევის სტიმულირებას. პიარის სამუშაოს ორგანიზაცია მიყავს რეპუტაცის შექმნამდე და შენარჩუნებამდე, რაც ორგანიზაციისთვის ნიშნავს სტაბილურ შედეგს, ბრენდს.

დაგეგმვა ნიშნავს დათვლად შედეგზე გასვლას

დაგეგმვის გარეშე პიარის შედეგები ბუნდოვანია. თუ არ იცის ორგანიზაციამ და პიარ მენეჯერმა რა მიზანი ამოძრავებს, ვინ არიან მისი მიზნობრივი ჯგუფები, რა სტრატეგიით და ტაქტიკით უნდა იმოქმედონ, ორგანიზაცია ვერ მიაღწევს წარმატებას. პიარ საქმინობის დაგეგმვა თვლად და ხელშესახებ შედეგს მოუტანს ორგანიზაციას, რაც შექმნის მისთვის თანმიმდევრული და რეგულარული კომუნიკაციური მენეჯმენტის პლათფორმას  საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის.

კარგად გაიცანით საზოგადოება და მედია

პიარ სპეცალისტისტი ყოველთვის უნდა აანალიზებდეს და აკვირდებოდეს საზოგადობრივი ჯგუფების დამოკიდებულებებს, ქცევას, აზრებს და მათ ინტერესებს, რადგან ამ ადამიანების ცოდნა განაპირობებს ორგანიზაციის სტრატეგიის შექმნას. რადგან მედიას აქვს მძლავრი მექანიზმი გავლენა მოახდინოს საზოგადობრივ აზრზე, საჭიროა მედიის ანალიზი, რა მეთოდებით მუშაობენ ისინი. საზოგადოების და მედიის ცოდნა განაპირობებს იმ მთავარ მიმართულებებს, რაზეც ეფუძნება ორგანიზაციის რეპუტაცია და მის ირგვლივ მოქმედი საზოგადოებრივი ჯგუფების კეთილგანწყობა.

წერა და ისტორიების თხრობა შედეგიანია

დღეს ორგანიზაციის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია ორგანიზაციის მიმართ შექმნილ შეჯამებულ ინფორმაციაზე, რომელსაც საზოგადაობრივ აზრს ვუწოდებთ. პიარ სპეციალისტის მნიშვნელოვანი ფუნქცია წერაა, რადგან მის მიერ მომზადებული რელიზები და ისტორიები მედიასა და სოცალური ქსელებში დისკუსიის და განხილვის შემდეგ ცვლის და აყალიბებს ადამიანების დამოკიდებულებებს და განწყობებს ორგანიზაციის მიმართ. ისტორიები მარტივად აღსაქმელ და განზოგადებულ  საინფრომაციო პლათფორმას  ქმნის ადამიანების ცნობიერების ამაღლების საკითხებში.

პროცესების და შედეგების ეფექტიანობის შეფასება მნიშვნელოვანია

ყველა საკომუნიკაციო აქტივობას და პიარ ქმედეგებს სჭიდება შეფასება.  პროცესების კომუნიკაცია გვაძლევს შესაძლებლობას დავაკვირდეთ მინდინარე მოვლენებს და საჭიროების შესაბამისად, დავაკორექტიროთ ან გავაძლიეროთ. ხოლო მიღწეული შედეგების გაზომვა გვანახებს რამდენად მივაღწიეთ ჩვენს საწადელ მიზანს და ჩვენს მიერ გამოყენებული რომელი საკომუნიკაციო  მეთოდები და საშუალებები იყო ეფექტიანი, რა შეცვალა ჩვენმა გეგმამ და სტრატეგიამ და რა გავლენა მოახდინა საზოგადოებრივ აზრზე, მათ გაწყობებზე, ქცევასა და დამოკიდებულებებზე.

 

ზემოთჩამოთვლილი ფაქტორები განაპირობებს პიარ სპეციალისტის დაგეგმილი საკომუნიკაციო სტრატეგიების ეფექტიან განხორციელებას და ორგანიზაციისა და მისი მიზნობრივი ჯგუფების და დაინტერესებული მხარეების  ურთიერთგაგებას.