პიარ ტრენდები 2017
2016 წელმა დიდი გავკეთილი ჩაგვიტარა, რაც 2017 წლის ტრენდების პროგნოზირების საშუალებას იძლევა. მთავარი ის არის, რომ პიარის დანიშნულება დღითი-დღე უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მსოფლიოს პიარ ექსპერტები თანხმდებიან, რომ 2017 წელს წამყვანი მიმართულებები იქნება: კვლევები, ციფრული ტექნოლოგიები და ისტორიების თხრობა.
უფრო ვრცლად 2017-ის ტრენდებზე:
პიარი ეს არის ძლიერი გავლენა!
ნადმვილი გავლენის ძალა მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როდესაც პოპულარულია „ყალბი ნიუსები.“
კომუნიკატორები გვირჩევენ, რომ არა მხოლოდ გავაშუქოთ ინფორმაცია ბრენდზე ან კომპანიაზე,
არამედ შევქმნათ ტრანსპარენტული და გავლენიანი ურთიერთობა. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ სოციალურ ქსელში შეიცვალა გავლენის ზონა. ასეც არის. იგი ჩამოშორდა სელებრითებს და გადაინაცვლა "მიკრო-გავლენიანებზე", ადამიანებზე, რომლებიც ფართო მასებს ვერ აწვდნენე ხმას, თუმცა საკუთარ სოციუმში ნდობა მოპოვებული აქვთ.
პიარი თავისთავად ვრცელდება სწარაფად და დიდ მასშტაბებზე!
ჩვენს იდუსტრიაში ეს ხდება ევოლუციით და არა რევოლუციით. კვლევების მიხედვით, ამერიკაში ხელმძღვანელები ცდილობენ თავად უფრო მეტი გავლენა იქონიონ საკუთარ ორგანიზაციებზე. კვლევების მონაწილეებმა დაასახელეს ლიდერობისთვის საჭირო თვისებები: „სითამამე, ინოვატორობა, კრიზისის მართვა, შესაძლებლობების განვითარება". რა შეიძლება ვისწავლოთ აქედან პიარის განხრით? მაღალი თანამდებობის წარმომადგენლები სწორედ ამ უნარებით არიან შეიარაღებულნი და 2017 წელს, დიდ კონკურენტულ გარემოში, პიარ პროფესიონალებისთვისაც მნიშვნელოვანი თვისებები გახდება.
კონტენტი გადავა ახალ არხებზე!
დღეს პიარ პროგრამები უფრო მეტად ორიენტირებულია ისტორიის მოყოლაზე, ვიდრე გაყიდვებზე. ეფექტური ისტორიის მოყოლა ასეთი პოპულარული არასდროს ყოფილა, ისტორიების, რომელიც იზიდავს პოტენციურ მომხმარებელს. ტრადიციული მედია ჯერ არსად მიდის და ყოველთვის შეგიძლიათ მისი გამოყენება. მაგრამ სოციალური პლათფორმა ამ ეტაპზე ყველაზე დომინანტურია და მასზე გააკეთეთ აქცენტი. კიდევ უფრო დომინანტური კონტენტის პერსონალიზაციაა, როდესაც პროდუქტი კონკრეტულ მომხმარებელზეა ამორგებული და მისთვის განსაზღვრული კონტენტით აწვდი.
პიარის და SEO-ს გაერთიანება!
თუ თქვენი პიარი კონტენტთან არის დაკავშირებული, მაშინ ეს აშკარაა წინაპირობაა პიარის და SEO-ს გაერთიანების. ვების ანალიტიკა ინარჩუნებს საკუთარ მნიშვნელოვნებას. ამ საკითხზე განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა გუგლის ახალმა „პინგვინის“ ალგორითმა. SEO-ს უნარები აცულებელ მოთხოვნად ყალიბდება პიარ საქმიანობაში.
რეპუტაცია და აზრის ლიდერობა ასეთი მნიშნელოვანი არასდროს ყოფილა!
დღევანდელ ბიზნეს და მედია გარემოში, ბიზნეს და საკომუნიკაციო სტრატეგიები ერთმანეთთან ძალიან დაკავშირებული გახდა. აზრის ლიდერობა მნიშვნელოვანია არა მარტო B2B ორგანიზაციებისთვის, არამედ სამომხმარებლო ორგანიზაციებისთვის. ციფრული და სოციალური მედიის აფეთქებამ კორპორატიულ რეპუტაციას დაუკავშირა ყველაფერი - მომხმარებელთა მომსახურებიდან დაწყებული CEO-ს ქცევითა და დამოკიდებულებებით დამთავრებული. ეს კი პირდაპირ კავშირშია ბრენდთან და შესაბამისად პიართან. სამომხმარებლო და კორპორატიულ ბიზნესები უნდა გახდნენ დარგის ლიდერები და შეინარჩუნონ რეპუტაცია. მათ უნდა შესთავაზონ განსხვავებული იდეები და გახდნენ ინსპირაციის წყარო. მხოლოდ კარგი პროდუქტის და მომსახურების შეთავაზება საკმარისი არ არის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეპუტაციის მართვა კიდევ უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის და ამ საქმეში საზოგადოებასთან ურთიერთობის კარგი პროფესიონალებზე მოთხოვნა გაიზრდება.
წყარო: www.publicrelationstoday.com