პიარის მთავარი პრინციპი ჯერ კიდევ უძლებს დროს!

12 წლის წინ, როდესაც მუშაობას თავი დავანებე, Twitter, Facebook და YouTube-ს ჯერ კიდევ არ ქონდათ ფესვები მყარად გადგმული მსოფლიო ინტერნეტ სივრცეში.

იმ დროისთვის ბლოგები იყო რაღაც ახალი და „მორცხვი“ ხილი, ხოლო ჩემი კომპანიის მსგავს ორგანიზაციებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, როგორ შეიძლებოდა მათი გამოყენება. ონლაინ სივრცეში ინფორმაციის ქექვა ჩვეულებრივი სტანდარტი იყო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ინტერნეტის რიგით მომხმარებელსაც ძალიან კარგად შეეძლო ამის გაკეთება. მათ მიერ შექმნილი ინფორმაცია და ონლაინ ბლოგებზე არსებული საუბრები გახდა პოტენციური საფრთხე ჩვენისთანა კომპანიებისთვის.

დღეს, როგორც “PR Week”-ი აღნიშნავს, პიარ კომპანია უნდა ითავსებდეს შემდეგ პასუხისმგებლობებს:

  • „კორპორაციული კომუნიკაციები და რეპუტაცია,
  • მედია ურთიერთობები,
  • „სვეცკი“ ივენთების (ტენტით გადახურული, ღია ცის ქვეშა ივენთები იგულისხმება) მხარდაჭერა,
  • კორპორაციის სოციალურ მედიაში ჩართულობა და კონტენტის ერთდროული პუბლიკაცია რამდენიმე ვებ-გვერდზე,
  • კომპანიის (კლიენტის) მიერ დასპონსორებული კონტენტის პრომოუშენი,
  • ბრენდულ მედიასთან პარტნიორობა და მონაცემთა ანალიზი.“

აი, პირადად მე რას მივიჩნევ   პიარ საქმიანობის უმთავრეს პრიორიტეტებად:

1. რა თქმა უნდა, რეპუტაცია არის „სიის“ პირველ ადგილზე. თუმცა, ძალიან ცოტა კომპანია/ბრენდი აანალიზებს, რომ რეპუტაცია არ არის დამოკიდებული მხოლოდ კომუნიკაციებზე.

2. შემდეგ მოდის მედია ურთიერთობები. ეს არის ერთ-ერთი იმ ფუნქციათაგან, რომელიც თავდაპირველად არც ერთ ორგანიზაციას არ ჰქონია. თუმცა ლობირებისა და მარკეტინგის დახმარებით მათ შეძლეს ამ ოპერაციების განხორციელებაც და მედია ხიდების შექმნა.

3. „სვეცკი“ ივენთების მხარდაჭერა არის იგივე, რაც ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება. პიარ კომპანიები ამ პასუხისმგებლობას ძალიან კარგად უმკლავდებიან, თუმცა, ჯერ კიდევ შეუძლიათ საკუთარი თავის დახვეწა ამ სფეროში. დიახ, ისინი ამას ბრწყინვალედ და ძალიან ჭკვიანურადაც აკეთებენ, თუმცა ისინი მაინც არ უნდა იყვნენ  ლოკომოტივები ამ სფეროში. 

4. ყველაზე ბოლოს ნახსენები ფუნქციები კი - ინფორმაციის სიღრმისეული ანალიზი - ალბათ არის ყველაზე ძირეული და ფუნდამენტური. პიარ კონსულტაცია ყოველთვის და აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს პოლიტიკურ კორექტულობასა და რისკების მაქსიმალურად თავიდან აცილებას. მას ძალიან ღრმად უნდა ესმოდეს, თუ რას ნიშნავს დაინტერესებული პირების ინტერესი, პოზიცია და ჩართულობის მნიშვნელობა. თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი პიარ სპეციალისტი ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს.

ყველა დანარჩენი ფუნქცია - კორპორაციის სოციალურ მედიაში ჩართულობა,  კონტენტის ერთდროული პუბლიკაცია რამდენიმე ვებ-გვერდზე, კომპანიის (კლიენტის) მიერ დასპონსორებული კონტენტის პრომოუშენი და ბრენდულ მედიასთან პარტნიორობა - არის უბრალოდ მრავალფეროვანი ვარიაციები, რომლებმაც წინა პლანზე წამოიწია სწორედ ბლოგების პრაქტიკის ჩამოყალიბების შემდეგ.

პიარის ახალი ბერკეტები ალბათ ბოლო 12 წლის განმავლობაში უფრო შეიცვალა, ვიდრე მთლიანად გასული საუკუნის დროს. თუმცა, მისი უმთავრესი პრინციპი - დაინტერესებული პირების პატივისცემა და ხარისხიანი მომსახურება - ჯერ კიდევ უძლებს დროს.

თეგები
Dick Martin