როგორი პიარსპეციალისტი ხარ შენ ?
ყველა ვთანხმდებით, რომ პიარის სფერო საქართველოში განვითარების ეტაპზეა. ხშირად ვწუწუნებთ ხან საზოგადოების მოუმწიფებლობის, ხანაც კომპანიების ხელძვანელების არაადეკვატურობის გამო, მაგრამ როგორი პიარ სპეციალისტი ხარ შენ?
ჩემი დაკვირვებით, (ამ ფრაზას უხდება - და ღრმა რწმენით, მაგრამ მეორე ნაწილი უადგილოა) პიარ სპეციალისტების დაყოფა შეიძლება ორ კატეგორიად: „ავარდნილები“ და „დამჯდრები“.
„ავარდნილები“ ხიბლში მყოფი კომფორმისტი პიარსფეციალისტები არიან, რომლებიც მოდას და სიტუაციას აყოლილები არიან და მათი მთავარი მახასიათებელია „კი გავაკეთებ“.
„ავარდნილები“ ასე მუშაობენ: იცით... ამხელა კონკურენციაა, ძალიან გჭირდებათ პიარი.. დაგიბეჭდავთ ფლაერებს და ბროშურებს, გაგიწერთ გეგმას და დავგეგმავთ ივენთებს, გეგმა ასე გამოიყურება: ორშაბათი - სააგენტოზე დავდებთ ინფორმაციას, სამშაბათი - რეკლამა ჟურნალში, ოთხშაბათი - ბანერი საიტზე, ხუთშაბათი - ვებგვერდს ვანახლებთ, პარასკევი - ივენთი გავაკეთოთ რააა, აუ ძალიან მაგარი იქნება, ფოტოები და ვიდეოები გვექნება... ან საერთოდ ვიდეო და ფოტო კოლაჟიიი..
„ავარდნილების“ მთავარი მოტივაცია სოციალური სტატუსი და „კარგი ხელფასის“ სამომავლო პერსპექტივაა...მათთვის მედია და სოციალური ქსელი საკუთარი თავის დამკვიდრების და პოპულარიზაციის საშუალებაა.
„დამჯდრები“ გამოცდილების მქონე ხალხია: „გახსოვს ჩვენ როდის დავიწყეთ, მაშინ არავინ იცოდა პიარი რა იყო“ ... „დამჯდარებს" ნაკლებად აინტერესებთ პოპულარობა, ისინი უფრო ტექნიკურები არიან, წერენ დაუსრულებელ გეგმებს, არიან უფრო კლასიკურები და ხანდახან გადაძლევთ ხოლმე თავის გამოჩენის და გამოხტომის ანუ კრიტიკული გამოსვლის სურვილი. ისინი იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც არ აღიარებენ „ავარდნილებს“ და მათ ირონიულად „ბავშვებს“ უწოდებენ... ისინი ამბობენ ჩვენ მსხვილ და სერიოზულ პროექტებზე ვმუშაობთ და არ ვცანცარებთ ყველასავით..
„დამჯდრების“ საყვარელი ფრაზაა: „არ არის ეგრე მარტივი გასაკეთებელი და დრო უნდა რა“ - მათ გამზადებული საქმეები მოსწონთ გეგმის და სტრატეგიის დაწერა, შიდა პიარზე მუშაობა და ვორკშოფების ორგანიზება, მათი გეგმები ყოველთვის გაწერილია, მაგრამ აკლიათ ის, რაც „ავარდნილებს“ აქვთ: სისხარტე, ხალისი და უპასუხისმგებლობა..
თუმცა,
„ავარდნილებს" და „დამჯდრებს“ ერთი რამ აერთიანებთ: მოსწონთ ის საქმე, რასაც აკეთებენ, ისინი სხვანაირად აღიქვამენ სამყაროს და მოვლენებს და ყველაფერში შესაძლებლობას ხედავენ ...
და მაინც ისმის კითხვა, როგორი პიარ სპეციალისტი ხარ შენ ?