აი, ასეთია პიარი - ჯადოსნურ ჯოხს ჰგავს!


ხართ საქმიანი ადამიანი? აკვირდებით, რას ამბობთ და რას აკეთებთ? გაინტერესებთ რას ფიქრობენ თქვენზე გარშემომყოფები? ესე იგი ეს სტატია თქვენთვისაა. 


დღეს საზოგადოებრივი აზრის კველა რომ ჩავატაროთ, ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან პროფესიად პიარი დასახელდება, რადგან პიარი ატრიალებს მსოფლიოს. ალბათ გადაჭარბებით ნათქვამი არ იქნება, რომ დღევანდელ ინფორმაციულ ერაში პიარის დიდ მნიშვნელობასა და გავლენაზე დამოკიდებულია ორგანიზაციის, პროდუქტის, ბრენდის და პიროვების წარმატება თუ წარუმატებლობა.

რა შედეგებამდეც მიჰყავს პიარს ორგანიზაცია ან პიროვნება, ეს იმიჯი და რეპუტაციაა, რომელიც თავის თავში მოიცავს ნდობას და ლოიალობას. 

დღეს ფორმის საუკუნეა, სადაც იმიჯი გადამწყვეტია, ხოლო იმიჯს + ემოცია = წარმატების გარანტიას. 


პიარს მეორენაირად კომუნიკაციების და საზოგადოებრივი აზრის მმართველს უწოდენებ. ალბათ დიდი განაცხადია აზრის მართვა, არა?

გავლენის მოსახდენად ადამიანის განვითარების ყველა ეტაპზე  იბრძოდნენ და დღესაც ასეა, ამ ბრძოლაში არის პიარის მთელი ხიბლი.


იმიჯი სარკეა და ჩვენზეა დამოკიდებული, ამ სარკეში როგორ ჩავიხედავთ. ჩვენთვის, როგორც პიროვნულ, ასევე ორგანიზაციულ დონეზე ინდივიდუალობას და გამორჩეულობას, ასევე იდენტობის შექმნას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მასზეა დამოკიდებული ჩვენი სახის ანუ რეპუტაციის შექმნა და მართვა. მთავარია „როგორ“ და არა „რა“!

პერსონალური პიარის მთავარი  ხიბლი მის ეფექტურ სტრატეგიაშია. ჩემმა ამერიკელმა ნაცნობმა მითხრა: „თქვენთვის, ქართველებისთვის, ლიდერობა, პერსონალურობა და იმიჯი ძალიან მნიშვნელოვანია.“ მან ეს დასკვნა საქართველოში ორი კვირის ყოფნის შემდეგ გააკეთა.

პრინციპში ვეთანმხები. რომ დააკვირდე, მართლაც ასეა, ამიტომაც აქტუალურ თემად მივიჩნიე პერსონალური პიარი. ჩვენთან კომპანიების ღირებულებაც და ზოგადი დამოკიდებულებები მფლობელების ინტერესის სფეროს მიხედვით განისაზღვრება - ვის თხილამურები, ფეხბურთი ან ნადირობა მოსწონს. 


პერსონალური პიარის მთავარი და ყველაზე მინიშვნელოვანი არსებული სიტუაციის შეფასებაა და არა მარტო შეფასება, არამედ ობიექტურად შეფასება.

პირველი საფეხური მოიცავს გარკვეულ კვლევას (გამოკითხვას), რა დამოკიდებულებებს ვტოვებთ საზოგადოებაში ანუ როგორები ვართ: მხიარულები, უინტერესოები, უხასიათოები თუ მეგობრულები? სთხოვეთ თქვენს ირგვლივ მყოფებს, დაგახასიათონ 5 სიტყვით.

მეორე საფეხური სასურველი ღირებულების შექმნაა ანუ არჩევა იმ ღირებულების და მისი ტრანსლირება.

ხოლო მესამე საფეხური საკომუნიკაციო საშუალების არჩევაა, რითიც მიწვდებით თქვენს ირგვლივ მოქმედ ჯგუფებს და რა თქმა უნდა ბოლოს შედეგების შეფასება. ეს არ არის თეორია, ეს პარქტიკული შემთხვევაა.

პრაქტიკული ქეისი

ერთ დღეს მეგობრებთან ვსაუბრობდი პერსონალური პიარის შესახებ. მითხრეს, რომ საინტერესო იქნებოდა მისი პრაქტიკული განხორცილება და გადავწყვიტეთ მეგობრის მაგალითზე დაგვეტესტა, (რომელიც 25 კაციან ორგანიზაციაში მუშაობდა მენეჯერად).

მუშაობა დავიწყეთ ჩემი მეგობრის იმიჯის კვლევით. ძალიან მარტივად, ვკითხეთ აზრი ყველა ჯგუფის წევრებს, ვინ რას ფიქრობდა მასზე - სამსახური, ჯგუფელები, ოჯახი და ა. შ. ორი დღის შემდეგ მან მოიტანა შედეგები, რომლებიც შევაჯამეთ და ასეთი სურათი მივიღეთ: ჭკვიანი, ფეთქებადი, მეგობრული, ზარმაცი და გულწრფელი. აი, ეს იყო დახასითების შეჯამებული ხუთეული. შემდეგი ეტაპი  მიზნის განსაზღვრა იყო ანუ ისეთი თვისების მიბმა, რომელიც მას არ ქონდა  და ასეთ თვისებად შევარჩიეთ „კრეატიული“.

თავიდან გააპროტესტა, რომ ვერ შეძლებდა  „კრეატიულობის თამაშს.“  

შემდეგი ეტაპი „პიარი“ იყო. მეგობარს ორთვიანი  გეგმა შევუდგინეთ რას გააკეთებდა სამსახურში ამ კრეატიულობის საქმედ ქცევისთვის, რომელიც მოიცავდა დაბადების დღეების კრეატიულად მილოცვას, სამსახურში კრეატიული ბანერის შემნას, კრეატიული ფოტოკოლაჟის გაკეთებას.

მორიგი შეფასების თარიღად დავისახეთ ახალი წელი, როდესაც სამსახურში წლის ბოლოს ჩატარდებოდა გამოკითხვა, ვინ როგორი თანამშრომელია: ყველაზე მომხიბვლელი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე რისკიანი და ა.შ, სადაც ჰიპოთეზა მეგობრის კრეატიულად დასახელება იყო.

ორთვიანი კომუნიკაციის პროცესი აქტიურ მუშაობას მოიცავდა, როდესაც კვირაში სამჯერ დემონსტრირება ხდებოდა მისი კრეატიულობის, აქტურად ხდებოდა სოციალური ქსელის გამოყენება სტატუსების და სხვადასხვა ფოტოების და ვიდეო მასალის დადებით, რომელიც ხელს უწყობდა მეგობრის კრეატიულად აღქმას. ახალი წლის დაჯილდოებაზე „ეიჩარმა“ (ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერმა) მეგობარს ყველაზე კრეატიულის სერტიფიკატი გადასცა.

მიზანი მიღწეულია, თუმცა ამით პერსონალურ პიარზე მუშაობა არ დასრულებულა. მეგობარმა ახალი უნარი და თვისება შეიძინა, რომელიც მას კარიერულ წინსვლაში დაეხმარა. 

პიარში ყველაზე მეტად  მისი „გამოგონების“ ფუნქცია მომწონს. აი ასეთია პიარი, რომელიც ჯადოსნურ ჯოხს ჰგავს.