თანამედროვე პიარპროფესიონალის თვისებები პიარ ექსპერტებისგან
10 პიარ ექსპერტი საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს, როგორი უნდა იყოს და რა უნარებს უნდა ფლობდეს თანამედროვე პიარ სპეციალისტი.
- ”პატიოსნება, მიდრეკილება ურთიერთობისა და კომუნიკაციის დამყარებისკენ, თავმდაბლობა და მუშაობის ძლიერი დისციპლინა.“- ნილაიანა ბარდენი.
- „მას აუცილებლად უნდა შეეძლოს წერა და კომუნიკაცია. კარგი პიარ სპეციალისტი არის უშიშარი, შრომისმოყვარე, პროაქტიული და აქვს სურვილი, რომ ყოველთვის ისწავლოს და განვითარდეს. სწორედ რაიმე ახლის სწავლის სურვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი პიარის სფეროში. თითოეული დღე ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულია და ყოველ დღეს შეიძლება რაღაც ახლის სწავლა. პიარი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მუდამ ვეძიოთ ახლის სწავლის შესაძლებლობა და შევცვალოთ მსოფლიო.“ - ჯოზეფ ტატეოკი.
- „ჩვენ ჯერ მხოლოდ ახლა ვიწყებთ კომუნიკაციების შესაძლებლობების გამოყენებას ინტერნეტისა და სოციალური ქსელების წყალობით. ცვლილებები ქცევის ნეირომეცნიერების დარგში კიდევ უფრო ნიშანდობლივი ხდება. ძალიან მალე ჩვენ გვეცოდინება მეცნიერულად და ბიოლოგიურად, თუ როგორი იქნება ზუსტად ადამიანების ქცევა და აზროვნება. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რამ არის ნდობის ფაქტორი დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში. აი, რას ვაკეთებთ ჩვენს პროფესიაში – ვავითარებთ ნდობის განცდას. საზოგადოებასთან ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი მსოფლიოსთვის, როგორც ის დღეს არის.“- უენდი სტრონგი.
- „ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი, რასაც პოტენციური დამკვეთები ეძებენ და ელოდებიან პიარ სპეციალისტებისგან, არის მათი გულისხმიერი მიდგომა საკითხებისა და პასუხისმგებლობის მიმართ. როდესაც ის არის ძალიან ცნობისმოყვარე კლიენტისა და პროექტის მიმართ, როდესაც ის იჩენს დიდ ინტერესსა და ენთუზიაზმს, სამუშაო უკვე ემსგავსება ძალიან კარგ და საინტერესო პროცესს და პიარ სპეციალისტი საკმაოდ ღრმად არის ჩართული პროექტის არსში. შესაბამისად, შედეგიც ბევრად უფრო კარგი და სასურველი ხდება. პოტენციური კლიენტი ყოველთვის დაიჭერს საქმეს ისეთ სპეციალისტთან, რომელიც არის არა უბრალოდ ჭკვიანი, არამედ იმასთან, ვისაც კარგად შეუძლია გუნდთან „შეთამაშება“; მას უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ დაეხმაროს როგორც მთლიან გუნდს, ისე მის თითოეულ წევრსა და კოლეგას. თუ მას არა აქვს მტკიცედ გადაწყვეტილი, რომ კლიენტს სასურველი შედეგი მოუტანოს, დამკვეთი ამას მალევე შეამჩნევს; მას უნდა ჰქონდეს ძლიერი შინაგანი სურვილი, რომ თავდაუზოგავად იშრომოს სასურველი შედეგის მისაღწევად.“ - ბრაიან პრაისი.
- „მას აუცილებლად უნდა შეეძლოს კარგად წერა ინტერნეტში, წერილებისა და სტატიების კარგად გაფორმება. მას ასევე უნდა ჰქონდეს აზრის გადმოცემის კარგი უნარი საუბრისას თუ პრეზენტირების დროს და უნდა ითვალისწინებდეს თითოეულ პატარა დეტალს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება არის საკუთარი იდეის გაყიდვისა და მსმენელების საჭიროებების კარგად გაგების უნარი.“ - ლესლი გოტლები.
- „დეტალებზე ყურადღების გამახვილება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვალს ავლებ ინფორმაციის კონტენტს, რადგან სწორედ შენ ხარ რეჟისორი და მთავარი შემსწორებელი. ასევე ყოველთვის იყავი კრიტიკულად მოაზროვნე და მრავალფეროვანი შენი როლიდან გამომდინარე – უნდა იყო კრეატიულიც, დიზაინერიც, ანალიტიკოსიც, შემფასებელი და ა.შ. იყავი მრავალმხრივი და გქონდეს ადაპტირების უნარი.“- ჯეფრი ლეფევრი.
- „ადამიანების რეაქციის წინასწარი განსაზღვრა არის უმნიშვნელოვანესი თანდაყოლილი ნიჭი.“- მერი ბეთ ვესტი.
- „შენი უნარების სრულყოფილება არასდროს დარჩება შეუმჩნეველი და ყოველთვის დაფასდება. უნდა გიყვარდეს კითხვა; სიამოვნებას უნდა ღებულობდე წერისა და საუბრისგან. ადამიანი, რომელსაც შეუძლია კარგად ახსნა, ყოველთვის შეეძლება სხვისი დარწმუნებაც.“ - ფრანკ უაილი.
- „რესურსებით აღსავსე.“- სტივენ ბრაუნი.
- „საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს უნდა ჰქონდეს იმის განცდა და სურვილი, რომ ის იყოს საზოგადოების წევრი.“- ბეთსი პლანკი.
წყარო: PRNEWSWIRE.COM