არ გაყიდოთ ჯანმრთელობა !

საზოგადოებასთან ურთიერთობის სფერო და ზოგადად პროფესია გარეგნულად მხოლოდ მის საუკეთესო ნაწილს წარმოადგენს: პრეზენტაციები, შეხვედრები, წვეულებები და სხვა შემოქმედებითი საქმიანობის შესრულება. სტატიას ვკითხულობდი მსოფლიოში წამყვანი პროფესიების შესახებ, პიარიც მათ შორის იყო, როგორც ყველაზე საინტერესო, შემოქმედებითი და მაღალანაზღაურებადი პროფესია. სტატიის ბოლოს საუბარი პიარის სამუშაოს ისეთ ფუნქციაზე იყო, რომელიც ბევრი საქმის მოკლე დროში გადაჭრას, ფიქრს და ქმედებებს მოითხოვს.

ვისაც ამ პროფესიაში გიმუშავიათ, იცით რომ პიარის სამუშაო სტრესთან არის დაკავშირებული. მიუხედვად იმისა, რომ ამ პროფესიაში დაგეგმარება ძალიან მნიშვნელოვანია, გარემო მაინც სტრესულია. ხშირად ვხუმრობთ ხოლმე, როდესაც კლიენტს ვეკითხებით: „როდის გინდა რომ შევასრულოთ ეს სამუშაო", პასუხი უმეტეს შემთხვევაში ასეთია: „გუშინ მინდოდა“.

პიარის ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი მიმართულება კრიზისული სიტუაციების გამოკლვევა და მართვაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მაღალანაზღაურებადი მიმართულება მაღალი კომპეტენციასთან ერთად, დიდ სტრესთან არის დაკავშირებული. მიმუშავია კომპანიების კრიზისული სიტუაციების მათვაზე, პრობლემურ სიტუაციებზე, რთულ შემთხვევებზე და მუდმივად უკმაყოფილო და შეიძლება არამდგრადი ფსიქიკის ხალხთანაც და ახლა ამდენი დაკვირვების და ანალიზის შემდეგ, მინდა ჩემთ თავსაც ვურჩიო და თქვენც:

არასდორს იმუშაოთ თქვენი ჯანმრთელობის ხარჯზე! როგორც იტყვიან, ცხოვრება მშვენიერია და არ ღირს ნამდვილად იმ საქმის კეთება, რაც სტრეს გაყენებთ და ნერვებს გიშლით, (არსებობს საპირისპირო მიართულებაც, რაც არ გკლავს გაძლიერებსო, მაგრამ რა ვიცი, ასეა !?) რაც მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე და ფსიქიკაზე უარყოფითად. ახლობლებისგან მსმენია, რომ სტრესული სიტუაციები მათზე არ მოქმედებს, ან მალევე ავიწყდებათ.  სიმართლე გითხრათ, არ მჯერა მათი. ყველაფერი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია და არ იფიქროთ რომ მხოლოდ „კარგი საქმეები“ უნდა ვაკეთოთ, მაგრამ როდესაც იმას აკეთებ, რაც გსიამოვნებს და სტრესს არ გაყენებს, როდესაც გიხარია საქმის კეთება და მოტივირებული ხარ, გაცილებით კარგად გამოდის საქმე.

დაფიქრდით, რამდენად გიღირთ ესა თუ ის საქმე და რა გავლენას იქონიებს ის თქვენზე, არა მარტო სტრესის, არამედ იმიჯის კუთხით!