პიარ სპეციალისტების ტიპები ყავის მიხედვით

თუ  პიარის და მარკეტინგის სპეციალისტი ხართ, ე.ი. გვიანობამდე მუშაობთ და ბევრი კოფეინი გჭირდებათ..

რას ამბობს თქვენი რჩეული ყავა თქვენს სამუშაო სტილზე?

1. ესპრესო, ნაკლები შაქრით - ისეთივე ძლიერი ყავა გიყვართ, როგორიც თქვენი ამბიციაა. თქვენთვის რთულია სამუშაოს დილით დაწყება. მაგრამ ერთს თუ დაიწყებთ, ისე მიდიხართ, როგორც სატვირთო მატარებელი წითელი შუქნიშანის გარეშე.  გარშემომყოფები თქვენზე ფიქრობენ, რომ ლიდერი ხართ, მიუხედავდ იმისა, რომ ეს   ეს სტატუსი შეიძლება ჯერ არ გქონდეთ. თქვენ განდობენ პროექტის განხორციელებს, თუმცა ხანდახან მოგიწევთ განმარტებების გაკეთება. დიდი და რეალური მიზნები გაქვთ, ამიტომ სწრაფად ახვალთ მწვერვალზე.

2. შავი ყავა - თქვენ მამალზე ადრე იღვიძებთ. არ გცალიათ სისულელეებისთვის არც სამუშაოზე და არც პირად ცხოვრებაში.  სანამ სხვისი მაღვიძარა რეკავს, თქვენ უკვე მეილებს ამოწმებთ. დაუზარელად ეხმარებით კოლეგებს და შეგიძლიათ უპრობლემოდ გააკეთოთ საქმე, რომელიც თქვენი სამუშაო მოვალეობა სულაც არ არის.

3. გრილი ლატე, ქაფის გარეშე - თქვენ მნიშვნელოვანი გამოცდილება გაქვთ სააგენტოებთან და ბრენდებთან მუშაობის. თქვენთვის მნიშვნელოვანი დეტალებია. კარგად შეგიძლიათ პროექტების მართვა. სხვები მუდიმავად ცდილობენ დაგეხმარონ და თქვენი ქება დაიმსახურონ.

4. მცირე საწარმოს ყავა, არამც და არამც Starbucks-ი - თქვენ არაკომერციულ ორგანიზაციაში მუშაობთ. თქვენთვის მნიშვნელოვანია ზოგადი სურათი, რომელიც თქვენს ბრენდს სასურველად აჩენს. კარგად შეგიძლიათ შემოქმედებითი იდეების გენერირება და ყუთს გარეთ აზროვნება. შემართებით აკეთებთ თქვენს საქმეს და ეს ემოცია გადამდებია თქვენი კოლეგებისთვის.

5. ყავა პატარა სარდაფიდან ან ქუჩაში გამყიდველი ბიჭისგან  - აქტიურად იყენებთ "SNOOZE" ღილაკს და ამბობთ - აი, რამდენიმე წუთიც და ავდგები. ხშირად აგვიანებთ სამუშაოზე, მაგრამ გპატიობენ, რადგან საოცრად ნიჭიერი ხართ და შემოქმედებითი იდეებით გამოირჩევით. გადასარევად მუშაობთ ჯგუფში. თქვენ გუნდის პატივსაცემი წევრი ხართ (მაშინაც კი, თუ დილით კბილების გახეხვა დაგავიწყდებათ).

6. ჩაი, თუ შეიძლება - თქვენ იცით თქვენი საქმე, მაგრამ იმდენად მოკრძალებული ხართ, რომ სხვებს არ აძლევთ უფლებას იცოდნენ თქვენს შესახებ. ჯანმრთელი და გაწონასწორებული ხართ, თუმცა შეიძლება თქვენმა მორიდებულობამ და სიმორცხვემ ხანდახან შეცდომაშიც შეგიყვანოთ. ხშირად გაქებენ თქვენი შორსმჭვრეტელობისა და დეტალებზე დაკვირვებულობის გამო. 

 

წყარო: PRdaily.com 

თეგები
Coffeelovers