გზამკვლევი პიარ პროცესებში
საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმატებული სტრატეგიის განხორციელება რთული პროცესია. იგი მოიცავს მარკეტინგის სხვადასხვა ტექნიკებს, რომელიც აბნევს ბევრ არსებულ და პოტენციურ ბიზნესმენს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სწორი გაგება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სტრატეგიის განვითარების დაწყება და საჭირო ხალხის დაქირავება.
რა არის პიარის მნიშვნელოვანი ნაწილები?
პიარის გასაგებად, პირველი ნაბიჯია ზუსტად გავერკვეთ რა კომპონენტებია ჩაბმული პიარში. სამწუხაროდ, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არავის აქვს. ნებისმიერი პიარ სტრატეგია მორგებულია კონკრეტულ ბიზნესზე, ისევე როგორც ნებისმიერი კარგად შესრულებული მარკეტინგული გეგმა. თუმცა, არის ტექნიკები, რომელიც თითქმის ყოველთვის თუ არა, ხშირად გამოიყენება და შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც პიარ პროცესების გზამკვლევი.
პრეს რელიზი - პრესრელიზი არის საუკეთესო საშუალება შევატყობინოთ მომხმარებელს კომპანიისა და მისი პროდუქტის ცვლილებების შესახებ. ბევრი ვებ გვერდი მათი სწრაფად გავრცელების საშუალებს იძლევა.
მედია შეტყობინებები - ეს პრეს რელიზის მსგავსია. კომპანიისა და პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნაცვლად, აგზავნით ინფორმაციას კონფერენციის ან ივენთის შესახებ, რომელიც დაგეგმილი აქვს თქვენს ორგანიზაციას. მთავარი იდეა ის არის, რომ წაახალისო ფოტოგრაფები და ჟურნალისტები დაესწრონ და გააშუქონ ღონისძიება.
პრეს ტურები - გამოავლინე შენი ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი და გავლენიანი ჟურნალისტები. შემდეგ შექმენი მიზეზი, იმისთვის რომ შეხვდე მათ ან უბრალოდ მოაწყე მათთან გასაუბრება. შექმენი რაიმე საინტერესო თემა, რომელზეც ჟურნალისტები დაწერენ. ამის შემდეგ ინფორმაცია თქვენი კომპანიის შესახებ, მოხვდება იმ მკითხველებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თქვენი ნიშით.
სავაჭრო გამოფენები - მსგავსი გამოფენების მოწყობა თქვენს სპეციფიურ ინდუსტრიაში ქმნის საშუალებას დაუკავშირდეთ გავლენიან ადამიანებს. ამ მეთოდით ამყარებთ კონტაქტებს, განავითარებთ ბრენდს და წარმოქმნით ინტერესს თქვენი კომპანიისადმი.
იმეილ მარკეტინგი -მაშინ, როცა მას ხშირად ინტერნეტ მარკეტინგთან აკავშირებენ, ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც პიარ ინსტრუმენტი. იდეა მდგომარეობს არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნაში. ამით საშუალება გეძლევათ, გაუგზავნოთ თქვენი ინდუსტრიის სიახლეები ან შეატყობინოთ ახალი პროდუქტის შესახებ.
სოაციალური ქსელი - არსებული სოციალური ქსელის მომხმარებლების აქტიური ზრდა განაპირობებს მისი როლის ზრდას ბიზნესში. არსი მდგომარეობს არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობის დამყარებასა და შენარჩუნებაში.
ამ ტექნიკების გაგება შეიძლება მარტივია, მაგრამ მათი ეფეტურად გახორციელება მოითხოვს ექსპერტს. ან სულ მცირე ისეთ ადამიანს, რომელსაც გააჩნია გარკვეული გამოცდილება ამ სფეროში. სწორედ ამიტომ ქირაობენ სხვადასხვა კომპანიები პიარ სააგენტოებს. როდესაც ამ ტექნიკებს კარგ გეგმასთან აერთიანებ და როდესაც გაქვს საკმარისი რესურსი მათ შესასრულებლად, საბოლოო ჯამში ბიზნესისთვის მომგებიან შედეგს იღებთ.
წყარო: www.business2community.com