5 წინაამღდეგობა, რომლის გადალახვაც PR სპეციალისტებს უწევთ

PR ახლოდან, როგორც კარიერა, ნაკლებად მიმზიდველია, ვიდრე ამ სფეროში მოღვაწე ახალბედებს ჰგონიათ.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვეტერანი პიარ სპეციალისტი ფიქრობს, რომ იმას აკეთებს, რაც გულით უყვარს, მაინც ძალიან რთულია ამ სფეროში ყოფნა. განსხვავებით მატყუარა რეალობის ამსახველი კინოების და ტელესერიალებისა, PR ინდუსტრია სინამდვილეში ბევრად მიმალული და უხილავი რამაა. ძირითადად მომხმარებლისთვის მიუწვდომელია რა ხდება ინტერვიუებს, სოციალური მედიისა და პროდუქტის პრეზენტაციის მიღმა ანუ “behind the scenes”.

წარმოგიდგენთ 5 დაბრკოლებას, რომლის გადალახვაც ახალბედა და ვეტერან პიარ სპეციალისტებს უწევთ. 

1.    საქმე, საქმე და საქმე 

ღამის 2 საათზე ბედნიერებით აღსავსეს, ძლივს ღონისძიებიდან სახლში დაბრუნებულს, ძილის ნაცვლად ტელეფონის შემოწმება გვიწევს. იმის ნაცვლად, რომ დამსახურებული რამდენიმე საათი ძილს დავუთმოთ,  სოციალურ ქსელში პოსტებზე სწრაფი რეაგირება გვიწევს.

დაიმახსოვრეთ,  პიარები 9-დან 5-მდე არ მუშაობენ. პირიქით, სამსახურში ზედმეტი საათების გატარება და სახლში საქმის გაგრძელება ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია. მითუმეტეს თუ მნიშვნელოვანი შეთანხმებები და დედლაინები კარს მოგვადგა და კლიენტი არ იცდის.

ჩვენ კომუნიკატორები ვართ და მოგვწონს დატვირთული ცხოვრების წესი, მიჩვეული ვართ რიტმს და დროის დეფიციტს. მაგრამ არაფერი გამოგვივა, თუ მძიმე სამუშაო დღის მანძილზე, ცოტა დრო მაინც არ დავუთმეთ საკუთარ თავს. მცირე დროით სამუშაო ადგილის დატოვება და თუნდაც უახლოეს პარკში ლანჩის მოწყობა, საუკეთესო იდეების მოძიების მშვენიერი გარანტიაა.

 

2.    იმედგაცრუება კოლეგებისგან

უცებ აღმოაჩენ, რომ  გუნდის ერთ-ერთმა წევრმა შენი პრეზენტაციიდან მნიშვნელოვანი ნაწილი ამოიღო და თავისი გემოვნებით გადააკეთა. მეტიც, მან შენი იდეები საკუთარი გაუმართავი გრამატიკით და შეცდომებით გადაწერა. შემდეგ იმასაც იგებ, ვინ ჩაიდინა მზაკვრული საქციელი და ბოლომდე გაგიჟებული ხარ.

დიახაც, რთულია ვიმუშაოთ მკაცრი დედლაინებით, გვიჭირს კლიენტების სურვილების თუ მოთხოვნების დაბალანსება, სხვა სააგენტოებთან ღირსეული კონკურენიცა და ეს ყველაფერი სტრესის მომგვრელია. თუმცა, ამას ხშირად ისიც ემატება, რომ გუნდის წევრებზე მეტისმეტად ვართ დამოკიდებულნი. როდესაც გუნდი უთანხმოებაშია, მაშინ იზრდება რისკი საბედისწერო შეცდომებისა. 

უმეტესწილად არ გვაქვს იმის შანსი, რომ დამნაშავე გუნდის წევრს ცეცხლი გავუხსნათ, ამიტომაც საჭიროა შევუთანხმოთ კოლეგებს წესები და ზედმიწევნით შევქმნათ სტრუქტურა, რომელსაც ყველა დაემორჩილება. ეს ყველაფერი იმისთვის არის საჭირო, რომ დრო ტყუილად არ გაიფლანგოს და მოლოდინები არ გაგვიცრუვდეს.

 

3.    საინტერესო იდეები

მეხუთე დღეა, ზიხარ და ჯგუფთან ერთად თათბირობ. უკვე თავში PR-ისა და სოციალური მედიის გარდა არაფერი გიტრიალებს.

პიარ სპეციალისტები გამუდმებით ახალ იდეებზე ვმუშაობთ, ვგეგმავთ კამპანიებს და ვიფიქრებთ ტაქტიკებს. ყველაზე საჭირო და სახალისო ამ საქმეში შემოქმედებითობაა. ზუსტად ამიტომაც გვიყვარს ჩვენი საქმე. თუმცა, ჩვენი რთული კლიენტები დიდ ზემოქმედებას ახდენენ და მიზნის შესასრულელბად მხრებზე უდიდეს ტვირთს გვატარებინებენ. ამ დროს ჩვენი კრეატივი სულს ღაფავს.

მაგრამ,  მანამ სანამ იდეების ჩამოყალიბებას დავიწყებთ, ჩვენ ყოველთვის დიდ კვლევას ვატარებთ. როცა უკეთ ვიცით თუ ვინ არის ჩვენი კლიენტი, ბევრად მარტივად ვგეგმავთ და ვაყალიბებთ მთავარ მესიჯებს.

 

4.    იდეების კორექტირება

“მოგვწონს, მაგრამ რაღაც უფრო მშვიდობიანს ველოდებოდით” ან “ზედმეტად ძველმოდურია, ჩვენ თანამედროვე და ახალი გვჭირდება, უფრო ეფექტური”.

საშინელი გრძნობაა, როდესაც ბევრს შრომობ, მთელს გულს საქმეში დებ და კლიენტი ან უფროსი შრომას წყალში გიყრის.

ამიტომაც, სანამ საქმეს საკუთარ თავზე ავიღებთ, სასურველია კლიენტის შესახებ დიდი კვლევები ვაწარმოოთ და ზუსტად გავიგოთ თუ რა სურს მას. თუ საგულდაგულოდ ვერ გავარკვიეთ რას ითხოვს კომპანია, სამუდამოდ გაჭედილი დავრჩებით კლიენტის კრიტიკის ორმოში.

 

    5. რა არის კარიერა PR-ში?

ხშირად რთულია უცხო ადამიანს დააჯერო, რომ კარიერა PR-ში „მთელი დღე Facebook-ში თამაშს არ გულისხმობს." „მაშინ რას საქმიანობ?” ნერვების მომშლელი  კითხვაა, რადგან გვიწევს ახსნა თუ რატომ არ ვართ სოც. მედიის ან მარკეტინგის მენეჯერები. 

ხალხის უმეტესობას უჭირს ამ საქმის აღქმა და სიღრმისეულად გაგება. ბევრს არ ესმის თუ რა ძალისხმევა მიაქვს წარმატებული მასალის შექმნას, იმისთვის რომ ვინმემ მოიწონოს ან გაიზიაროს.

 

წყარო: www.prdaily.com

 

 

თეგები