3 აუცილებელი უნარი თანამედროვე პიარ სპეციალისტებისთვის

ცოტა ხნის წინ საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმატებად ის ითვლებოდა, თუ თქვენი კომპანიის სახელი რომელიმე ადგილობრივ გაზეთში მოხვდებოდა.

რა შეიცვალა დღეს?

დღეს პიარ პრაქტიკოსი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ პრესრელიზების წერით და მისი საქმე უფრო გლობალური გახდა. ის მოიცავს ყველა საკომუნიკაციო პლათფორმას, სადაც ბრენდის პოზიციონირებაა შესაძლებელი. გავრცელების ადგილთან ერთად, შეიცვალა მესიჯების ფორმა და შინაარსი.

რას უნარებს უნდა ვფლობდეთ მუდმივად ცვალებად გარემოში, წარმატების მისაღწევად?

  • კარგი რეპორტინგის უნარი

დღევანდელი პიარ პროფესიონალის უნარები მოიცავს შეაფასოს და ამოიცნოს ბრენდის გარშემო განვითარებული მოვლენები. მათი ფუნქცია ღრმა შინაარსის და ღირებული ისტორიების ფორმულირებაა, რასაც შემდგომ სამიზნე აუდიტორიებს აწვდიან. ასეთი ისტორიების ფონზე, ბრენდის ბაზარზე განვითარების შანსები იზრდება.

  • მდიდარი შინაარსის შექმნის უნარი

აუცილებელია პიარ პრაქტიკოს ჰქონდეს ამბის კარგად გადმოცემის უნარი. მას უნდა შეეძლოს წერა სხვადასხვა სტილში, მათ შორის: საინფორმაციოს, ბლოგის და ა.შ.  მან ასევე უნდა იცოდეს, თუ როგორ აწარმოოს მულტიმედიური შინაარსის მქონე მასალები, როგორიცაა: ფოტო, ვიდეო და გრაფიკული დიზაინის სხვა ინსტრუმენტები, რომლებსაც ხშირად ვხვდებით სოციალური მედიის არხებში.

  • სტრატეგიული აზროვნების უნარი

დრო, როცა ზედა რგოლის მენეჯმენტი სახავდა მართვის სტრატეგიებს თანამშრომლებისათვის, წარსულს ჩაბარდა. დღეს პიარ გარემო იმდენად განსხვავებულია, რომ ორგანიზაციის მენეჯმენტის ყველა რგოლის ფუნქციური ვალდებულებები შეიცვალა. პიარი არის ის სტრატეგიული ელემენტი, რომელიც ორგანიზაციას ყველა დონეზე ეხმარება კომუნიკაციის სტრატეგიულად წარმოებაში, რაც საბოლოოდ მიზნების მიღწევას უწყობს ხელს.

პიარი არის საშუალება, რომელიც ორგანიზაციას სამუშაოს უნაკლოდ შესრულებას უზრუნველყოს.

 

წყარო:PRdaily.com

თეგები