მშვიდობით SEO, ახლა PR მეფობს!
გქონიათ შემთხვევა, როცა საძიებო სისტემაში კონკრეტულ მონაცემებს ეძებთ და გხვდებათ საიტები აფსურდული სიტყვებით? ვები არასოდროს ყოფილა ასეთი სავსე უსარგებლო ვირუსებით.
სწორედ ამიტომ, გუგლმა დიდი ხანია ახალი მეთოდები აამუშავა, რომ მომხმარებელმა ზუსტად ის ინფორმაცია მიიღოს, რასაც ეძებს. გუგლის ტექნიკოსებმა კარგდ იციან, რომ მათ მომხარებლბეს არ სურთ, ძიების დროს, სასურველ თემასთან სუსტად დაკავშირებული საიტები ამოუგდოს. მათ უნდათ მდიდარი, ავთენტური ინფორმაცია, რომელიც აფართოებს მათ ცოდნას.
შედეგად, გუგლმა აქცენტი საძიებოს სისტემების პიარზე გააკეთა.
გუგლის ალგორითმი შემდეგნაირად მუშაობს:
დამთავრდა SEO-ს მეფობის დღეები. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიდგომამ, გასული წლების განმავლობაში, წარმატებით იმუშავა, გუგლის უახლოესი მიდგომები ამცირებს მის ეფექტურობას.
ბევრი ონლაინ სპეციალისტი ტირის SEO-ს გარდაცვალების და PR-ის ინდუსტრიაში გამოჩენის გამო. თუმცა, საზრიანი პიარ სპეციალისტები ხვდებიან, რომ ცვლილებები სამუშაოს ნაწილია.
თქვენი კამპანიები ძირითდად SEO-ს ეყრდნობა? იმედია, საკმარისად ხართ კონცენტრირებული კარგ და ვალიდურ წერაზე, რადგან გუგლის ახალი ალგორითმი აქცენტს სწორედ ამაზე აკეთებს. გუგლი აპირებს ძლიერ მწერლები საძიებო სისტემის გმირებად აქციოს.
ეს შეიძლება იმედგაცრუება იყოს ბევრი პიარ სპეციალისტისთვის. მხოლოდ რეკლამა არ გიშველით, კარგი წერისა და საინტერესო ამბის გარეშე გუგლის სისტემაში მარტივად ვერ აღმოჩნდებით.
თქვენ აღარ შეგიძლიათ გამოიყენოთ მომხიბვლელი სიტყევბი, იმ იმედით რომ თქვენი მკითხველი მოტყუვდება. საუკეთესო რელიზი უნდა დაწეროთ, რომელიც თავისით გავრცელდება ონლაინ სივრცეში.
გახსოვდეთ, თუ გინდათ ნამდვილი დაინტერესება მოიპოვოთ, კითხეთ თქვენ თავს, ნამდვილად საინტერესო ახალი ამბები გავქთ თუ გაბერილი რეკლამა?
ასე მუშაობს გუგლის ახალი ალგორითმი, რომელიც საბოლოოდ უკეთეს ხდის ონლაინ PR-ს. PR პროფესიონალებმა უნდა იმუშაონ კარგ იდეებზე. შენ შეგიძლია ამის გაკეთება! ჩვენ ყველა ამ პრინციპით ვმუშაობდით აქამდე და ახლაც მოგვიწევს ფეხი ავუწყოთ ამ განვითარებას.
წყარო:PRdaily.com