რა ხდება მაშინ, როცა პიარი ორგანიზაციის პრიორიტეტებში ბოლო ადგილზეა?
სამხრეთ აზიის ერების ასოციაციის (ASEAN) ბოლო კვლევების მონაცემებით, პიარ სააგენტოები და ორგანიზაციების პიარ მენეჯერები არ იყენებენ პიარის იმ ფუნდამენტურ და ძირითად ფუნქციებს, რაც უპირობოდ მნიშვნელოვანია ბიზნესის ხანგრძლივი საციცოცხლო ციკლისთვის. განსაკუთრებით ისეთ რთულ და ცვალებად გარემოში, როგორშიც დღეს იმყოფება მსოფლიო. ეს არის მნიშვნელოვანი განგაშის ზარი.
ეკონომიკის ცვლილებების ფონზე, პიარ ინდუსტრიაც გადის ცვლილებებს და ეს ყველა პიარ სპეციალისტმა კარგად იცის. ჩვენი ინდუსტრიის მთავარი გამოწვევა ის არის, რომ სფერო უკიდურესად პოლარიზებული და ფრაგმენტულია. ზოგიერთი პრაქტიკოსი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ მთავარი მედიასთან ურთიერთობაა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც სიღრმისეულად უდგებიან სფეროს.
ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ „საზოგადოებასთან ურთიერთობების“ ინდენთიფიკაციას პირდაპირი მნიშვნელობით ვახდენთ. ამას უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე დადებითი შედეგი.
ჩვენ ვხედავთ, როგორ სწრაფად იცვლება ბაზრები: იქმნებიან, ვითარდებიან, გარდაიქმნებიან და იხურებიან კომპანიები. დღეს კომპანიების ძირითადი პრიორიტეტები მარკეტინგშია, რაც დღევანდელ გარემოში აღარ არის გამართლებული, რადგან შეიცვალა ბიზნესში მიდგომები და ბაზრებზე ქცევის წესები.
გამოსავალი ერთია, აღვადგინოთ და დავუბრუნოთ პიარს თავისი ძირითადი ფუნქცია, რაც ითვალისწინებს ორგანიზაციის წარმატებით ფუნქციონირებას. ჩვენ უნდა ვიაზროვნოთ დინამიურად, თანამედროვედ და შევიმუშაოთ კრეატიული მიდგომები. მომხმარებელს უნდა დავანახოთ კომპანიის ღირებულებები და ვიზრუნოთ რეპუტაციაზე. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ ნავიგაციაში, რათა სწორად და ადვილად შეძლონ სასურველი წყაროების იდენთიფიკაცია.
და კიდევ ერთი, დღეს რეპუტაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
ინვესტორები, რომლებიც ფულის დაბანდებას აპირებენ, პირველ რიგში ზომავენ ბიზნეს გარემოს რამდენად სანდოა და რა რეპუტაციით სარგებლოს მსოფლიოში. ეს ის იმპულსებია, რომელიც დღევანდელ ბიზნეს გარემოში იგრძნობა და სამომავლო გეგმებიც ამ იმპულსების გამტარი უნდა იყოს.
ახლა დადგა მომენტი, როცა ყველაზე ნათლად ჩანს განსხვავება მარკეტინგსა და პიარს შორის.
Charles Lankester
Ruder Finn Asia
უფროსი ვიცე პრეზიდენტი