5 ნიშანი იმისა, რომ შეცდით პიარ პროფესიის არჩევაში
პიარ არის კონკურენტუნარიანი, უწყვეტი კარიერა, რომლის ყოველი დღე ახალი გამოწვევაა.
იქნება ეს პრესრელიზის მომზადება თქვენი ლანჩის დროს თუ მზის ამოსვლამდე ოფისში მისვლა კლიენტის ზარისთვის, პიარი ყოველთვის თქვენი ცხოვრების სრულ ლიმიტს მოითხოვს და თუ თქვენ არ ხართ მზად ამისთვის, შეიძლება საკუთარ თავს ზიანი მიაყენოთ.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 5 ნიშანს, რომელიც გვიჩვენებს რომ თქვენ არ ხართ პიარისთვის შესაფერისი:
- თქვენ არ აქცევთ ყურადღებას ნიუსებს - ჩვენ ყოველთვის გვაქვს გაზეთების და ჟურნალების დასტა ოფისში. ვიღაცამ შეიძლება მას უაზრობა უწოდოს, მაგრამ ჩვენ ამას სამუშაოს ვეძახით. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიონალები თქვენ მუდამ უნდა ეცნობოდეთ კლიენტების სიახლეებს და მიმდინარე მოვლენებს. არ აქვს მნიშვნელობა რა აქტუალობისაა ნიუსი, მთავარია ვიცოდეთ რა ხდება ჩვენს თავს.
- თქვენ არ შეგიძლიათ ფოკუსირება ერთდროულად რამოდენიმე ამოცანაზე - ნებისმიერ დღეს შეიძლება ფოკუსირება მოგიწიოთ ოთხი სხვადასხვა კლიენტის ექვს სხვადასხვა კრიზისზე, დაესწროთ ხუთ სხვადასხვა შეხვედრას, და მოაგვაროთ რამოდენიმე რედაქტორის მოთხოვნა – ყველაფერი ერთდროულად. როგორც ნამდვილი პიარ პროფესიონალი გეტყვით, დროის მენეჯმენტი არის გასაღები იმისა, რომ ყოველთვის ჩავეტიოთ დედლაინში, სანამ განვჭვრეტთ რა იქნება შემდეგი.
- თქვენ არ ხართ შესანიშნავი მწერალი - როდესმე წაგიკითხავთ ელექტრონული ფოსტა, რომელსაც დაუტანჯიხართ ცუდი გრამატიკის გამო? ყველა ჩვენგანს ჰქონია ასეთი შემთხვევა. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ჩვენი კლიენტები გამოვარჩიოთ სხვებისგან. არ აქვს მნიშვნელობა ელექტრონული ფოსტაა თუ პრესრელიზი, კარგი წერის უნარი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენს პროფესიაში.
- თქვენ გინდათ იმუშაოთ მხოლოდ 9-დან 6 საათამდე - მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებს აქვთ ფიქსირებული სამუშაო დრო, ეს არასდროს ეხება პიარს. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ხელმისაწვდომნი ვიყოთ ჩვენი ყველა კლიენტისთვის, რაც არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ ყოველთვის ჩართული უნდა გვქონდეს მობილურში ინტერნეტი და გამუდმებით ვმუშაობდეთ, რათა ვადებში ჩავეტიოთ.
- თქვენ არ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ უარყოფას - ხანდახან ჟურნალისტები და მომხმარებელნი სასტიკები არიან და თუ თქვენ ყველაფერი გულთან მიგაქვთ, ამას ვერ გაუძლებთ. პიარ საქმიანობაში თქვენ გამოწმებენ, როგორც თანამშრომლები, ასევე დამკვეთები, ასე რომ აუცილებელია გამოიჩინოთ სქელი კანი. როდესაც გაგაკრიტიკებენ ნუ დადგებით კუთხეში და ნუ იტირებთ, ამის ნაცვლად გამოასწორეთ შეცდომები.
წყარო:Prdaily.com