ქართულად გაგებული პიარი - ელდარ პირმისაშვილის ბლოგიდან
პიროვნების ხასიათი, განწყობები და დამოკიდებულებები განსაზღრვრავს მის მომავალ კარიერას და ცხოვრების წესს. კომუნიკაბელურობა, ანალიზის უნარი, ცნობისმოყვარეობა და აქტიური ცხოვრების წესი საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის მნიშვნელოვანი თვისებაა. ხშირად პიარი გლამურულ ღონისძიებებთან, ბანერთან პოზირებასთან და მედიაში გამოჩენასთან ასოცირდება - ეს პიარის გარეგნული მხარეა. სინამდვილეში პიარ სპეციალისტის სამუშაო გაცილებით რთული და შრომატევადია, რადგან პიარი აანალიზებს არსებულ გარემოს, საზოდაგოებას, მის გაწყობებს და დამოკიდებულებებს, ფიქრობს და გეგმას კომუნიკაციის სტრატეგიებს და მუშაობს ორგანიზაციის რეპუტაციაზე, ნდობისა და ლოიალობის მოპოვებაზე, ეს ყველაფერი კი კომპანიებს ბრენდად აყალიბებს..
ხშირად უკითხვათ, რატომ პიარი? პასუხი სულ ასეთი მაქვს: მიყვარს და მსიამოვნებს ეს საქმე, მაძლევს ინსპირაციას და ენერგიას. ეს არის საქმე, რომელიც სასიამოვნოდ მღლის...
ბევრი თქმულა პიარის, როგორც პროფესიის აღქმაზე და სამუშაოს აღწერაზე. უკვე ათი წელია, რაც ამ პროფესიით ვმუშაობ და ბევრი საინტერესო და ღიმილისმოგვრელი ფაქტები მახსენედება. მინდა გაგიზიაროთ ის კითხვები და სიტუაციები, რომელზეც, რა თქმა უნდა, პასუხები მაქვს, მაგრამ ჯერ გაიღიმეთ:
- საკომუნიკაციო სტრატატეგის შექმნის შემდგომი კომენტარები: „ეს კარგი და ახლა რა უნდა გავაკეთოთ?" ან „მოდი მეგობრულად გვითხარი, ყველას აქვს ასეთი გეგმა და ასრულებენ ისინი?" ან „ვინ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი?"
- პიარი რეკლამა არ არის ?
- ეს კი კარგია, რასაც გვეუბნებით ანუ იმიჯი და რეპუტაცია, მაგრამ რამდენს გავყიდით?
- მე უფრო მარკეტინგული პიარი მინდა...
- SMS სხვა 5 თერთად მაგზავნინებს და თქვენ რამდენში გამიკეთებთ?
- ხომ ვიქნები ყველა მედიაში ?
- მომიყრით ჟურნალისტებს?
- ღონისძიება ხომ იქნება სუპერ ?
- აუ, რანაირები ხართ ეს პიარებიი...
- ხომ გავხდებით N 1 კომპანია?
- სპონსორი მომაძებნინე და პროცენტს მოგცემთ ....
- ამოგვქოქეთ რა დვიჟოკივით (გენეტაროტი იგულისხმება)...
- ჩემი მეუღლე ერკვევა კარგად ამ დარგში ...
- ჩემი ბავშვი სამკაულებს აკეთებს და ხომ დაეხმარებით?
- ვიღუპებით რა და ხომ მოგვხედავთ?
- აი რაღაც მინდა, ძალიან მაგარი და რა არ ვიცი რა...
- პიარი არ ხარ? მოიფიქრე რამე ....
- ძლივს არ გავიგე რა ყოფილა ეს პიარი და როგორ უნდა გამოვიყენო...
ნუ იფიქრებთ, რომ ჩემი პოზიციით კლიენტების დაკნინებას ვცდილობ.. ჩვენც გვაქს კურიოზები და უხერხული სიტუაციები. მაგ. შეთავაზება გავუკეთეთ ავიკომპანიას, შეხვედრებზეც ავიაკომპანიების მაგალითებზე ვსაუბრობდით, დასასრულისკენ ორგანიზაციის ხელძვანელმა გვკითხა, ინვესტიციებზე რას გვეტყვითო? თურმე „ავიაკომპანია" საინვესტიციო კომპანია აღმოჩნდა.
არ დამავიწყდება ერთ-ერთი კლიენტის შექება ღონისძიების დასრულების შემდეგ, რომელმაც გვითხრა: „თქვენ ყოფილხართ კიტები“ ...
ელდარ პირმისაშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი