საზოგადოებასთან ურთიერთობის ტენდენციები 2016 წელს

მსოფლიო ყოველ წლიურად, სულ უფრო  სწრაფად ვითარდება და საზოგადოებაც შესაბამისად მოქმედებს. პიარ სპეციალისტები კი მომავლის პროგნოზირებას ცდილობენ. როდესაც პროფესიონალებმა გაანალიზეს, თუ რა შეიცვალა საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ბოლო 10 წლის განმავლობაში, კომიკური შედეგები მიიღეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობა სწრაფად განვითარებად სფეროებს შორის ერთ-ერთია და მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება რთულია, პიარ პროფესიონალებისგან შეგვიძლია მივიღოთ სამომავლო პროგნოზები და თვალი გადავავლოთ მომავალ პიარ ტენდენციებს.

გაგაცნობთ 2016 წლის პიარ ტენდენციების 3 ძირითად მიმართულებას:

1. ვიზუალის დიდი რაოდენობით გამოყენება -  დღევანდელ მსოფლიოში ხალხს ინფორმაციის მისაღებად დიდი დრო არ აქვს. შესაბამისად, ვიზუალური შინაარსი მასშტაბურ სახეს მიიღებს პრეს რელიზებში, ბლოგებში, სოციალურ მედიასა და სხვა პიარ პლათფორმებზე. როგორც ბიზნესის მფლობელმა, აუცილებლად უნდა ჩადოთ ინვესტიცია ვიზუალური მხარის გასაზრდელად, რათა თქვენი პიარი  უფრო ეფექტური გახადოთ.

2. ხილვადობის ზრდა სოციალურ მედიაში რეკლამის გამოყენებით - პიარ პერსონებმა, კამპანიების დაგეგმვის დროს, უფრო მეტი შემოქმედებითი მიდგომების განვითარება დაიწყეს. დღევანდელ დღეს წარმოუდგენელია, პიარ სააგენტოები არ ანთავსებდნენ რეკლამას იმ ძირითად სოციალურ ქსელებში, როგორიც არის Facebook და Twitter. ორგანიზაციების 2016 წლის ბიუჯეტებში ნახავთ, რომ პიარ ტენდენციებზე ფოკუსირებული ხარჯები საგრძნობლად გაზრდილია. პიარ აგენტისთვის ეს არის საუკეთესო გზა, კონკრეტული მესიჯი მაქსიმალურად ეფექტური და ხილვადი გახადოს.

3. პირდაპირი ტრანსლაცია - Periscope (პირდაპირი ჩართვების ფლათფორმა IOS და Android-ისთვის) და Facebook-მა წარმოადგინეს ახალი კონცეფცია, სადაც მომხმარებელს შეუძლია აქტიურად გამოიყენოს ღილაკი „LIVE”, აირჩიოს თემატური კომპანია და ნახოს როგორ გამოიყურება იგი. ახალი პიარ ტენდენცია აუდიტორიას საშუალებას აძლევს თვალი ადევნოს კომპანიის სხვადასხვა აქტივობებს,  ფართო მასშტაბიან მოხსენებებსა თუ საზეიმო გახსნებს.

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს სხვა შესაძლო ტენდენციებიც იჩენს თავს, ეს სამი ძირითადია, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ! აღნიშნული ტენდენციები ნაწილობრივ 2015 წელს გამოიკვეთა, თუმცა ყველაზე აქტუალური 2016 წელს გახდება.

 

ავტორი:

Michael Tremoulis

პიარისა და სოციალური მედიის მენეჯერი

თეგები
Trends2016