ეფექტური საჯარო ბოდიში
„ბოდიში, ვწუხვარ“ - რატომ არის ასეთი მარტივი სიტყვები, ასე რთულად სათქმელი კორპორაციებისთვის, რომლებიც შეცდომებს უშვებენ?
ხშირად ეს ალოგიკური აზროვნების ბრალია და ძირითადად ტოპ მენეჯმენტის წევრებს ემართებათ, რომლებსაც უჭირთ შეცდომის აღიარება. ისინი ფიქრობენ, რომ ეს სისუსტის ნიშანია. შეგეძლოს შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა, ეს უდაოდ ჭეშმარიტი ხელმძღვანელის ნიშან-თვისებაა.
მაინც რა ხდის ეფექტურს საჯარო ბოდიშს? ის გვიჩვენებს ჭეშმარიტ სინდისის ქენჯნას და სურვილს დახმარება გაუწიოს დაზარალებულ მხარეს. მაგალითად Amtrak derailment-მა ფილადელფიაში გასულ მაისს მომხდარ საზარელ სარკინიგზო ავარიაზე შემდეგი რეაქცია გააკეთა: მიუხედავათ იმისა, რომ ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი ავარიის რეალური ფაქტები, კომპანიის ხელმძღვანელობამ პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და ღრმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულების ოჯახების მიმართ და საზოგადოების წინაშე პირობა დადო, რომ განიხილავდა ავარიის გამომწვევ ყველა შესაძლო მიზეზს. ამ ძალიან მძიმე სიტუაციაში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება: აღიარებით, სრული პასუხისმგებლობის აღებით და ბოდიშის მოხდით.
სწორედ ასეთ აღიარებას შეუძლია შეუნარჩუნოს კომპანიას მომხმარებლების ლოიალურობა, ერთგულება და დადებითი ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნება.
გაგაცნობთ 4 რჩევას, როგორ უნდა მოვიქცეთ სიტუაციაში, როცა ბოდიშის მოხდა გვიწევს საზოგადოების წინაშე:
- იყავი გულწრფელი დაზარალებულების მიმართ - დაანახე სინდისის ქენჯნა. გამოხატე თანაგრძნობა და ზრუნვა მათზე, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა. თქვენი თავი წარმოიდგინეთ მათ ადგილას.
- იყავი სწრაფი და მოქნილი - თუ თვლით, რომ ბოდიში დადებითად იმოქმედებს თქვენს მომხმარებელზე, არ დააყოვნოთ და სასწრაფოდ განაცხადეთ საჯაროდ. საქმე იმაშია, რომ სანამ თქვენ ფიქრობთ, ამ დროს სხვები ამაზე საუბრობენ, დასკვნებს აკეთებენ და სხვებს უზიარებენ. შედეგად საზოგადოება ეხვევა სხვადასხვა ნეგატიური აზრების ქვეშ, რისი შეცვლაც რთულია და ბოდიშიც აღარ შველის.
- იყავი ბრალდებული მხარე - აიღე პასუხისმგებლობა და ანგარიშ-ვალდებულება. ზოგჯერ არის სიტუაცია, როდესაც დანაშაულზე არავინ იღებს პასუხიმგებლობას. ეს ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურებში ფიქსირდება, ეკოლოგიური და მსგავსი ტიპის კატასტროფების დროს.
- გაანალიზეთ რეალური პრობლემის სპეციფიკა და მიყევით ქრონოლოგიურად ამბავს - როცა გეგმავთ საზოგადოებასთან კომუნიკაციას, მნიშვნელოვანია ყველას ზუსტად ესმოდეს რა არის პრობლემა. თუ დაზუსტებით არ იცით, რისთვის ან ვისთან იხდით ბოდიშს, ეს უფრო მეტ გაუგებრობას შექმნის. პოზიცია, რომ თქვენ არ იცოდით არსებული პრობლემის შესახებ და უბრალოდ იმედგაცრუებული ხართ, ეს მომხმარებლის თვალში ძალიან გაკნინებთ.
ავტორი:
Alan Marcus
საკონსულტაციო კომპანია SHIFT,
ნიუ-იორკის ოფისის ვიცე პრეზიდენტი