5 რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ პიარის შესახებ!
Robert Wynne-ის ბლოგიდან:
ძალიან ცოტა ადამინმა თუ იცის რეალურად რას აკეთებს პიარ სპეციალისტი. თუ პოლიციელი ან ინსტრუქტორი ხარ, ნათელია შენი საქმიანობა. მაგრამ პიარის შემთხვევაში, საქმე რთულად არის.
როგორც პიარ სააგენტოს დამფუძნებელი, ვალდებული ვარ ავხსნა, რომ ჩვენ არ ვყიდულობთ რეკლამას, ჩვენ არ ვუკვეთავთ ჟურნალისტებს ისტორიებს ჩვენი მომხმარებლისთვის, ჩვენ არ ვქმნით რადიოს სასიამოვნო ხმებს.
დიახ, ჩვენ ვცდილობთ ჩვენს მომხმარებელს წარვუდგინოთ ჩვენი თავი ან პროდუქტი. მაგრგამ რეკლამისგან განსხვავებით, ჩვენს შიდა თუ გარე აუდიტორიას უფასო მეთოდებით ვარწმუნებთ. ტრადიციული მედია, სოციალური მედია, საინფორმაციო შეხვედრები, ჩვენ ვურთიერთობთ ხალხთან ნდობით და არა გადახდით.
მათ, ვისაც გსურთ აუხსნათ ბებია-ბაბუებს, შემთხვევით შემხვედრს თუ მეგობრებს, რას ნიშნავს პიარი, გთავაზობთ 5 ძირითად საკითხს, რაც ყველამ უნდა იცოდეს პიარის შესახებ.
1. რა არის საზოგადოებასთან ურთიერთობა?
პიარი ეს არის დარწმუნების ბიზნესი. ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ ჩვენი აუდიტორია, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს პოზიციას და აღიარონ ჩვენი მიღწევები და წარმატებები.
„ამერიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაცია“ განმარტავს: „საზოგადოებსთან ურთიერთობა არის სტრატეგიული კომუნიკაციის პროცესი, რომელიც აშენებს მნიშვნელოვან ურთიერთობას ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის“.
პიარ სპეციალისტები არიან ამბის მთხრობელები.
კარგი პიარ პრაქტიკოსი კარგად აანალიზებს ორგანიზაციას, პოულობს პოზიტიურ მესიჯს და ამ მესიჯს პოზიტიურ ისტორიად აქცევს. როდესაც ნიუსი ცუდია, მან უნდა იპოვოს ყველაზე კარგი ფორმულირება, რომელიც კომპანიას დამატებით საფრთხეებს ააცილებს თავიდან.
ჩვენი ინსტრუმენტებია:
- პრესრელიზების წერა და გავრცელება;
- საჯარო სიტყვის წერა;
- მოკლე ინფორმაციების წერა ორგანიზაციის შესახებ და ჟურნალისტებთან გავრცელება;
- სპეციალური ივენთების შექმნა მედიასთან ურთიერთობის დასამყარებლად;
- ბაზრის კვლევის ჩატარება ორგანიზაციის მესიჯის შესაქმნელად;
- ბიზნეს კონტაქტების გაზრდა ღონისძიებებზე დასწრებითა და ივენთების სპონსორობით;
- წერა და ბლოგინგი;
- კრიზისული სიტუაციების მართვა;
- სოციალური მედიის მართვა და უარყოფით კომენტარებზე პასუხის გაცემა.
2. რითი განსხვავდება პიარი რეკლამისგან?
ეს არის: უფასო VS ფასიანი, დამაჯერებელი VS სკეპტიკური.
ძველი გამონათქვამია: „რეკლამა ეს არის - რისთვისაც ვიხდით, ფაბლისითი - რისთვისაც ვლოცულობთ."
რეკლამა არის ფასიანი მედია, საზოგადოებასთან ურთიერთობა კი გამოიმუშავებს მედია. ეს ნიშნავს, რომ შენ არწმუნებ ჟურნალისტს და რეპორტიორს დაწეროს ან გააშუქოს პოზიტიურად შენი პროდუქტი თუ კომპანია. ეს კი გაცილებით დამაჯერებელია, რადგან მესამე, ობიქტური პირისგან არის შეფასებული.
ყველაზე დიდი განსხვავება არის ფასი. ერთ-ერთმა ძველმა კლიენტმა იყიდა 1 გვერდი რეკლამა ყოველკვირეულ ჟურნალში, რომელშიც გადაიხადა 125 000 $. იგი მოელოდა, რომ მიიღებდა უამრავ ზარს, მედია გავრცელებას და საუბრებს მისი რეკლამების შესახებ. მან ვერაფერი მიიღო.
რეკლამა კლიენტს გეუბნება იმას, „რაც გინდა, რომ გაიგო“, პიარი გეუბნება „რა გჭირდება, რომ იცოდე.“
3.რა არის ნიუსი?
სანამ დაიქირავებთ პიარ სააგენტოს ან დაიწყებთ რაიმე კამპანიას, მნიშვნელოვანია გაიზაროთ რას ნიშნავს ნიუსი. არსებობს 2 გზა: 1. შექმნა ნიუსი 2. მიყვე ნიუსს.
სანამ უპასუხებთ თქვენი ბოსის მოთხოვნას „ჩამისვი ნიუსი ნიუ-იორკ თაიმსის პირველ გვერდზე“ და სანამ გააგზავნი ინფორმაციას მედიაში იმიტომ, რომ თქვენს ბოსს ასე უნდა, გახსოვდეთ ჟურნალისტები და ბლოგერები არ არიან სტენოგრაფისტები.
ისინი გკითხავენ რა არის საინტერესო მათთვის და მათი აუდიტორიისთვის.
წარმოიდგინეთ, თავი მათ ადგილას და უპასუხეთ კითხვებს: რა არის ამბავი? რატომ უნდა დავინტერესდე? რატომ უნდა დავინტერესდე ახლა?
4. შეძლებს თუ არა სოციალური მედია ტრადიციული მედიის ჩანაცვლებას?
არა!
იზრდება აღქმა, რომ ბლოგ პოსტი ან Twitter სტატუსი არის საკმარისი, ვიდრე კარგი გამონათქვამი ნიუ-იორკ თაიმსში.
ნუ მოტყუვდებით. სოციალური მედია შეიძლება იყოს დამატებითი სერვისი, რომელიც აძლიერებს პიარს.
თუმცა, სოციალური მედია მნიშვნელოვანია.
SEO სპეციალისტი სოციალურ მედიაში მუშაობისას გვირჩევს: „ნუ დაპოსტავთ ვრცლად და ოფიციალური ტექსტით, ამოიღეთ ჟარგონები და ზედმეტი ფრაზები. სოციალური მედიით აუდიტორიას ესაუბრეთ ისე, როგორც თქვენს მეგობარს."
გასათვალისწინებელია David Meerman Scott- ის რჩევები:
"ბლოგზე წერეთ ახალი ამბები, Twitter გამოიყენეთ ჰაშთაგებისთვის, გააგზავნე მედია ნიუსი სწორ დროს, გამართეთ ონლაინ კონფერენციები, პირდაპირ დაუკავშირდით ჟურნალიტს, ვინც თქვენით დაინტერესდება."
5. შეგვიძლია გავზომოთ პიარი?
შესაძლებელია.
თუმცა, ეს არ არის ზუსტი მეცნიერება. არსებობენ ადამიანები და კომპანიები, რომლებმაც შექმნეს შეფასების სხვადასხვა მოდელები და ცხრილები.
არსებობს პიარის ბარსელონას პრინციპი, რომელიც შედგება 7 სახის გაიდლაინისგან პიარ კამპანიების გასაზომად. პირნციპი შეიქმნა 2010 წელს, 33 სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალების მიერ, ბარსელონაში. პრინციპი გადაიხედა და განახლდა 2015 წელს.
გაზომვა და შეფასება ამ პრინციპების მიხედვით საკმაოდ გრძელვადიანი და ძვირი პროცესია. ხშირ შემთხევავაში დაგჭირდებათ გარე კომპანიის დაქირავება. მაგრამ ღირს შემდეგში შეცდომების გასათვალსწინებლად.
მსგავსი პრინციპები აძლიერებს პიარის გააზრებასა და ღირებულების გაგებას. ეს კარგია.
ამის გარეშე ვერავინ მიხვდება ჩვენ რას ვეკეთებთ. და თუ კი ეს ასე მოხდება, ჩვენც შევუერთდებით „სოფლის ბრბოს."
წყარო: http://www.forbes.com/