Samsung PR VS Apple PR
როცა საქმე ეხება მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს, რომლებიც წამყვან პოზიციებს იკავებენ ტექნიკის ბაზარზე, ხშირად მათ შორის ურთიერთობები დრამატულად ვითარდება. ყველაზე გახმაურებული დაპირისპირებები წლების განმავლობაში იყო: Apply Blackberry-ის წინააღმდეგ, Dell-ის წინააღმდეგ HP და Samsung-ის წინააღმდეგ Apple.
საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის განუყოფელი ნაწილია, შექმნა ბრენდი და მისცე მას უნიკალური სახე. დღეს დღეობით ამ ამოცანას რამდენიმე კომპანიამ წარმატებით გაართვა თავი, მათ შორის: Apple და Samsung-ი. თუმცა მათ ამის გაკეთება, სრულიად განსხვავებული გზებით მოახერხეს.
Samsung
ბევრი თვლის, რომ Samsung-ი ერთ-ერთი დამარცხებული მხარეა ტექნიკის ბაზარზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ კი Apple-ის შევადარებთ.
ამავე დროს, ბრენდი ტოპ ასეულის წამყვან პოზიციას იკავებს, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე წარმატებული ტექნიკის კომპანია მსოფლიოში.
Samsung-ი ინტენსიურად ხარჯავს ბიუჯეტს საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის და გაყიდვების ზრდის სტიმულირებისთვის.
დიდი მფლანგველი - adage.com-ის მონაცემებით, კომპანიის პიარ ხარჯებმა 2012 წელს 558,8 მილიონს, ხოლო 2011 წელს 476,1 მილიონ დოლარს მიაღწია. Samsung-ი ქირაობს საკმაოდ ბევრ პიარ ექსპერტს, რათა გაუმკლავდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმეებს სხვადასხვა ქვეყნებში. ბრენდი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ პიარ სააგენტოებთან, როგორიც არის: Edelman Pr, Fleishman-Hillard და Weber Shandwick & MWW PR Group.
სამიზნე აუდიოტორიას წარმოადგენენ პროფესიონალები - კომპანიის მიზანია მოიზიდოს პროფესიონალები. მაშინ, როდესაც ტაბები Apple-მ შეაფასა, როგორც სახალისო გზა თამაშებისთვის თავისუფალ დროს. Samsung-მა სერიოზული მესიჯი გაუშვა საზოგადოებაში და ხალხს მოუწოდა გამოეყენებინათ ტაბები საქმიანი შეხვედრების დროს.
მომხმარებლების ჩართულობა - Samsung-ი აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას. გაქვთ სათქმელი სამსუნგის პროდუქციის შესახებ? თქვენ შეგიძლიათ დასვათ კითხვა და მიიღოთ პასუხი ან უბრალოდ განათავსოთ თქვენი მადლიერება ბრენდის მიმართ. ეს არის კიდევ ერთი განსხვავება Apple-ისთან მიმართებაში. Apple ფოკუსირებულია შექმნას უნიკალური შინაარსის შიგთავსი და არ იყენებს მომხმარებლებთან ინტერაქციას.
Apply
ტოპ ასეულის მე-18 ადგილს იკავებს Apple გაყიდვების მიხედვით და მისი შემოსავლები ყოველ წლიურად იზრდება. ბრენდის სარეკლამო ასაკი სამჯერ ახალგაზრდაა, Samsung-თან შედარებით. ეს მონაცემი ადასტურებს Apple-ის შესანიშნავ მუშაობას საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით, როგორც ჩანს ამ უნარებით ლიდერია ბაზარზე.
სანამ პროდუქტი მოხვედბოდა ბაზარზე, ჯერ მყიდველები მოიზიდეს - სანამ პროდუქტი თაროზე მოხვდება, Apple ცდილობს გამოიწვიოს ინტერესი პროდუქტის მიმართ. კომპანია წინასწარ გეგმავს საჯარო გამოსვლას და პროდუქტის შინაარსის გაცნობას სამიზნე აუდიტორიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ Samsung-იც ცდილობს გამოიწვიოს ინტერესი, პროდუქტის გაყიდვაში ჩაშვებამდე, ეს Apple-ზე კარგად არავის გამოსდის.
უთხარი მათ რისიც გჯერა - ხალხს ვეუბნებოდი იმას, რისიც მე მჯეროდა: Apple ქმნის საუკეთესოს. აღნიშნული პიარ სტრატეგიით მოქმედებს ყოველ ჯერზე. ხალხი ენდობა ბრენდს და არ აინტერესებს შიდა სამზარეულო. მათ მიაჩნიათ, რომ თუ Apple ამბობს, რომ ეს არის საუკეთესო, ეს ასეა. მათ დანერგეს რწმენა, რომ მათი პროდუქტის მუშაობის ხარისხი ბევრად მაღალია, ვიდრე ანდროიდის.
იყავი საზოგადოების გამორჩეული ნაწილი - Apple-ის საკუთარ თავს გამოარჩევს სხვებისგან და თავის თავს „მეფეს" უწოდებს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდი დებს მნიშვნელოვან ძალისხმევას, შექმნან Apple, როგორც ყველაზე მაგარი დეტალი საკუთარი თავის წარმოსაჩენად.
დააყენე საუკეთესო პერსონა ბრენდის უკან - სტივ ჯობსი იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი. სახალხო პატივისცემა და რეპუტაცია დაეხმარა აეშენებინა ძლიერი ბრენდი. მიუხედავად იმისა, რომ ჯობსი გარდაიცვალა, მისი მემკვიდრეობით ცხოვრობას განაგრძობს Apple. ხალხი პატივისცემას განაგრძობს და მხარდაჭერას უცხადებს კომპანიას ჯობსის გამო, რადგან მან საუკეთესო შექმნა მათთვის.
როგორც Samsung-ს, ასევე Apple-ს სჯერა, რომ წარმატებისთვის აუცილებელია კომპანიამ შეინარჩუნოს საზოგადოებასთან ურთოერთობის მაღალი პროფესიული სტანდარტები.
წყარო: http://everything-pr.com/