კოკა-კოლამ მომხმარებელი ისტორიების გმირებად აქცია

კოკა-კოლას პიარის გუნდმა პიარ კამპანია „კოკა-კოლას მოგზაურობა“  Storytelling-ზე ააგო, მთავარ საკომუნიკაციო არხად  სოციალური მედია აირჩია და უამრავ მომხმარებელს საკუთარი, რეალური ისტორიები მოაყოლა.

კამპანიას მთავარი რედაქტორი Jay Moye აანალიზებს და იმ ძირითად მიმართულებებზე აკეთებს აქცენტს, რომელმაც კამპანიის ფარგლებში გაამართლა.

 კონტენტი  არის მეფე, მაგრამ მხოლოდ მაშინ თუ კი სამეფო ტახტზე აიყვანთ

კამპანიას უძღვებოდა სოციალური მედიის გუნდი,  6 სრული დატვირთვის კრეატორით და  2 რედაქტირებასა და გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი კადრით.

„ჩვენ არ ვგრძნობდით პასუხისმგებლობას კოლეგების მიმართ, რომ საუკეთესო კონტენტი გაგვეკეთებინა. უბრალოდ, ჩვენ  გვინდოდა ასე.“

კამპნიის ფარგლებში გამოქვყენდა 12,000-ზე მეტი ისტორია და 10, 000-ზე მეტი ვიდეო. უმატესობა პირდაპირ დაკავშირებულია ბრენდის კონტენტთან, თუმცა არა ყველა. კოკა-კოლა არ იყო მუდმივად მთავარი ხაზი.

„კოკა-კოლა, რომ მუდმივად მთავარ კონტენტად გამოგვეყენებინა, მხოლოდ ჩვენს თავზე ლაპარაკი გამოგვივიდოდა“.

იყავი  უტყუარი და ნამდვილი

კამპანიის ფარგლებში 8 000-ზე მეტი ისტორია გაზიარდა სოციალურ ქსელში. ხალხის უმრავლესობამ აღიარა, რომ მოსწონთ ისტორია, რომელიც მათ რაღაცით უკავშირდებათ.

„ხალხს სჭირდება რეალური ისტორია, რომლის მთავარი გმირებიც თავად იქნებიან. ისტორია უნდა ეხებოდეს რაიმე პერსონალურს, ადამიანურს და არა პროდუქტს“ .

გახდი გლობალური, მაგრამ არ დაივიწყო შენი ფესვები

კამპანიის აუდიტორიის 60 % ამერიკელია. თუმცა კამპანიის ფარგლებში საიტს მომხმარებელი  200 სხვადასხვა ქვეყნიდან ჰყავს.

კამპანიის 8 საერთაშორისო საიტი მოქმედებს - უკრაინაში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, მაროკოში, საფრანგეთში, იაპონიაში, რუსეთში, გერმანიაში - მალე შეუერთდება ესპანეთი.

„გვინდა, რომ  ერთი ოჯახი ვიყოთ, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული. თუმცა, თითოეული ქვეყნის საიტს უნდა  ქონდეს საკუთარი ხიბლი და სურნელი, რომელიც ლოკალური ხალხისთვის იქნება მისაღები. რასაც ვაქვეყნებთ ატლანტაში, არ ნიშნავს, რომ საინტერესო იქნება უკრაინელი ან მაროკოელი ხალხისთვის.

დააფასეთ ვიზუალის ძალა

ერთ-ერთ ვიდეოს 4 მილიონზე მეტი ნახვა აქვს Youtube-ზე. ეს ვიდეო ძალიან კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება გავრცელდეს ბრენდის სახელი, პირდაპირი ჩარევის გარეშე.

„ფოტო უფრო ღირებულია, ვიდერე 1000 სიტყვა, ვიდეო კი უფრო ღირებული, ვიდრე 10 000 სიტყვა. გახსოვდეთ, როდესაც კარგ ვიზუალს იყენებთ, 1000 სიტყვა შეგიძლიათ ფანჯრიდან მოისროლოთ“.

 

პიარ კამპანის 2015 წლის მონაცემები:

  • 1 მილიონი facebook მომხმარებელი
  • 526 ათასი მომხმარებელი Twitter-ზე
  • 931 ათასი მომხმარებელი Linkedin-ზე
  • 18.6 მილიონი საიტის ნახვა
  • 12,900 ვიდეო და 15, 676 ფოტო
  • 1,114,208,921 მედია გავრცელება 

 

 

წყარო:http://www.prdaily.com/

 

თეგები
ColaJourney storytelling