პიარ ტრენდები 2016
თუ კი პიარის სფეროში რამდენიმე წელზე მეტია საქმიანობთ, თავადაც მიხვდებოდით თუ როგორი განსხვავებული გახდა ეს სფერო, იმასთან შედარებით ვიდრე ორი, ხუთი ან სულაც ათი წლის წინ იყო. ანალოგიურად შეიცვალა მუშაობის მეთოდები და მოთხოვნები, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის - პიარი კვლავ აგრძელებს ცვლილებას.
პიარ პროფესიონალებს შორის ჩავატარეთ კვლევა - რას ნიშნავს პიარი დღეს? მიღებულმა პასუხმა „პიარი არის ურთიერთობა" მიგვახვედრა, რომ საჭიროა რამდენიმე საკითხის სიღრმისეული განხილვა.
„ურთიერთობები“
მიუხედავად იმისა, რომ მედიასთან ურთიერთობები ყოველთვის იყო პიარის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ დღეს პიარს გაცილებით ძლიერი პოზიცია უკავია საზოგადოებასთან და მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარებაში.
ისეთი საკომუნიკაციო საშუალებები, როგორიცაა: ტვიტერი, ფეისბუქი და საკუთარი ბლოგები, ბრენდულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს დაამყარონ და შეინარჩუნონ ურთიერთობები.
რა თქმა უნდა, კარგი ურთიერთობების მთავარი პრინციპი არ შეცვლილა და ის კვლავ პატივისცემაა, რაც გულისხმობს მომხმარებლის და საზოგადოების აზრის გათვალისწინებას, სანამ მათ რაიმესკენ უბიძგებდეთ.
რჩევა: საფუძვლიანად მოიძიეთ ის პიროვნებები, რომლებიც შეადგენენ მიზნობრივ ჯგუფს, რომელზეც მუშაობას აპირებთ და ასევე ის მედია საშუალებები, რომლითაც აპირებთ საკვანძო ინფორმაციების გაცემას.
„მარკეტინგი“
1982 წელს ამერიკის საზოგადოებასთან ურთიერთობების გაერთიანებამ პიარი განმარტა, როგორც ორგანიზაციის დამხმარე ფუნქცია საზოგადოებასთან კავშირის დასამყარებლად. თუმცა, ეს განმარტება 2012 წელს კვლავ განაახლეს და ამ განმარტებაში მარკეტინგი მცირე დოზით ახსენეს.
ჩვენს მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დღეს საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიონალები თამაშობენ მთავარ როლს მარკეტინგის სფეროს ლიდერობაში, მაღალი კონკურენტული პირობების გავლით.
რჩევა: განსაზღვრეთ მიზნობრივი აუდიტორიის ქცევის კრიტერიუმები და დააკვირდით მყიდველის ქცევას, რაც ნათლად მიგახვედრებთ თუ რა სურს საზოგადოებას.
„მონაცემთა მართვა“
იმისთვის, რომ მარკეტინგული მექანიზმის ნაწილი იყოთ, რაც ცხადად არის დაკავშირებული შემოსავლებთან, თქვენს საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილებას წინ უნდა უძღოდეს ინფორმაციული და პრაქტიკული შედეგები ფინანსურ ანგარიშგებაში.
რჩევა: გარკვეულ, ზუსტ და პრაქტიკულ ინფორმაციას შეუძლია წარმატება მოგიტანოთ ან პირიქით შეაფერხოს თქვენი მუშაობის პროცესი. გაეცანით თქვენი ორგანიზაციის მარკეტინგის ავტომატიზირებულ პროგრამას და ისწავლეთ როგორ შექმნათ ისეთი ქსელური კავშირები, რომლებიც ყურადღებას მიიქცევს და აამოქმედებს თქვენს პრეს რელიზებს, სოციალურ მედიას და სხვა სტრატეგიულ საშუალებებს.
„მულტი არხები“
კიდევ ერთი, ხშირად ნახსენები თემაა დღევანდელი პიარის დამოკიდებულება მულტი არხებთან.
როდესაც გამოკითხვის კამპანიას ვახორციელებდით, გამოვიყენეთ მულტი არხების სისტემა, რომელიც აერთიანებდა კერძო, გამომუშავებად, ანაზღაურებად მედია საშუალებებს და ვერბალურ მარკეტინგს.
ამას გარდა, დავაგზავნეთ პრეს რელიზები, დავწერეთ ჩვენს ბლოგზე Beyond Pr, დავპოსტეთ სოც. ქსელებში, გავაგზავნეთ იმეილები ჩვენს კლიენტებთან და ვთხოვეთ ჩვენს გაყიდვების და სარედაქციო ჯგუფებს, რომ გამოეკითხათ მომხმარებლებიც თუ რას ფიქრობდნენ ისინი, რა არის პიარი დღეს? ამგვარად, ჩვენ გამოვიყენეთ პრომოუშენის და კამპანიის ყველანაირი საშუალება.
რჩევა: აღმოვაჩინეთ, რომ ამ საეჭვო მეთოდმა, მულტი არხულ პრომოუშენში საუკეთესო შედეგი აჩვენა. გამოსცადეთ თქვენი არხების შედეგობრიობა და ქრონომეტრაჟი, იმის გასარკვევად თუ რა მუშაობს ყველაზე კარგად თქვენს კონტენტზე.
„რეალური დროის რეჟიმი“
ციფრული მედია ნიშნავს, რომ მსოფლიო მოქმედებს ახლა და თქვენი ორგანიზაციისგანაც ელის მოქმედებას.
ეს თემა ბევრ საკითხთან მიმართებაში პოზიტიურია, თუმცა მას აქვს ნეგატიური მხარეც.
სიტუაციის გამწვავება არ ელოდება სამუშაო დროს და მას არ აქვს კონკრეტული წყარო. ეს შეიძლება იყოს შუაღამისას ტვიტერზე დასმული შეკითხვა, დასვენების დღეებში დაწერილი ცრუ კომენტარი ფეისბუქზე, სატელეფონო ზარი, რომელსაც შეიძლება ახალმა თანამშრომელმა უპასუხოს ან სულაც განაწყენებული მომხმარებელი, რომელიც გადაუდებელ, მნიშვნელოვან საკითხზე გწერთ, მაშინ როდესაც თქვენ შვებულებაში ხართ.
დღესდღეობით ბიზნესი მოითხოვს ისეთ კადრს, რომელიც ყოველთვის მზად იქნება იმ საკითხების მოგვარებისთვის, რომლებმაც შემდგომ შეიძლება პრობლემები და სიტუაციის გამძაფრება გამოიწვიოს. კრიზისი შესაძლებელია ძალიან სწრაფად გამოვიდეს კონტროლიდან, ხოლო ისეთი რეალური დროის რეჟიმში მყოფი სოც. ქსელები როგორიცაა ტვიტერი, კიდევ უფრო აჩქარებს ამ პროცესს.
რჩევა: წინასწარ შეადგინეთ მრავალრიცხოვანი მოქმედების გეგმები დროსთან მიმართებაში, ისე რომ თანამშრომლებს, რომლებიც მართავენ სოციალურ არხებს, ელ. ფოსტას და ცხელ ხაზს, იცოდნენ როგორ მოახდინონ იდენტიფიცირება, რეაგირება და პრობლემის მართვა.
წყარო: http://www.prnewswire.com/