გასაუბრებისთვის მოსამზადებელი 3 ძირითადი კითხვა

 

პიარ ექსპერტი ლორა ჰონგი:

საზოგადოებრივი ურთიერთობები არის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი სფერო ბიზნესში. თუ ადამიანებს ამ პროფესიის შესახებ კითხავთ, თქვენ მიიღებთ  განსხვავებულ პასუხებს. თუმცა ფაქტი ერთია, პიარი ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად მე საზოგადოებასთან ურთიერთობას ვხედავ, როგორც ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის დამყარებისა თუ ინფორმაციის გავრცელების მართვის საშუალებას. ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური მოდელი აუცილებელია ორგანიზაციის ბრენდის ეფექტური კომუნიკაციისთვის. სწორედ ხალხი არის პროდუქტისა თუ სერვისის გაყიდვის უპირველესი წყარო - ეს კი ყველა კომპანიისა თუ ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტი და მიზანია.

 

ვესაუბრე სამ ტოპ პიარ პროფესიონალს, რათა გამერკვია, რომელია გასაუბრებაზე საუკეთესო კითხვები კანდიდატის პიროვნების გასაცნობად.

დაუსვით კანდიდატს შემდეგი კითხვები და მიხვდებით, აკმაყოფილებს თუ არა იგი  თქვენს მოთხოვნებს:

1.    რას ნიშნავს თქვენთვის საზოგადოებრივი ურთიერთობები?

ეს კითხვა კარგად აფასებს პიარ კანდიდატის ფილოსოფიას და მიდგომას საზოგადოებრივი ურთიერთობების მიმართ. გამომდინარე იქიდან, რომ პიარის არსი სხვადასხვაგვარად შეიძლება იყოს აღქმული, მაგალითად მარკეტინგი, კრიზისის კონტროლი ან ონლაინ საზოგადოების მართვა. ეს კითხვა მოგცემთ ზუსტ პასუხს, თუ როგორ ხედავს კანდიდატი საზოგადოებრივ ურთიერთობებს და შეესაბამება თუ არა მისი ფილოსოფია თქვენი კომპანიის ხედვას.

2.    რა უნარებს ფლობთ, რომლებიც დაგეხმარებათ საზოგადოებამდე თქვენი კლიენტის მესიჯის მიტანაში?

კარგ პიარ პროფესიონალად ითვლება ის, ვისაც აქვს წერისა და საუბრის დახვეწილი მანერა, ვისაც შეუძლია ადამიანების დარწმუნება, ვინც პასუხისმგებლობას თავს ართმევს დაგეგმილ დროში და ამყარებს გრძელვადიან ურთიერთობებს. როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობების ერთ-ერთი ექსპერტი ამბობს, „კარგი პიარ პროფესიონალი არის ბრწყინვალე „მწერალი“, რომელიც კარგად იცნობს ადამიანის ბუნებას. მათ აქვთ შესანიშნავი ინტუიცია და საკუთარი აზრის ნათლად გამოხატვის უნარი.“ მათ კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის  ენერგიულობა და კრეატიულობა. პიარ პროფსიონალისთვის უნარების მრავალფეროვნება  ძალიან მნიშვნელოვანია.

3.    როგორ გაუმკლავდებოდით უეცრად წარმოქმნილ პრობლემებს? მაგალითად, კლიენტის მიერ უკან მობრუნებულ პროდუქტს, კორპორაციული თაღლითობის შემთხვევას და ა.შ.

ეს არის კითხვა პრობლემის გადაჭრის/კრიზისის მართვის უნარების შესახებ. აირჩიეთ რაიმე ძალიან პრობლემური სიტუაცია, რომელშიც შეიძლება თქვენი კომპანია ჩავარდეს. აუხსენით მოვლენების განვითარების მთელი სცენარი, თუ რატომ მოაბრუნა კლიენტმა პროდუქტი ან კონკრეტულად რა ორგანიზაციული პრობლემა შეექმნა კომპანიას, შემდეგ კი კარგად დააკვირდით კანდიდატის ვერსიას კრიზისული ვითარებიდან გამოსვლის შესახებ. შეხედეთ, როგორ ჩაჯდება დროში და თავს გაართმევს წნეხის ქვეშ მუშაობას. ამ კითხვით თქვენ საშუალება გექნებათ მიხვდეთ, რამდენად კრეატიულად და სისტემური მიდგომით გადაჭრის პრობლემას კანდიდატი. დააკვირდით ასევე მისი სიმშვიდის დონეს - შეძლებს თუ არა ის საკუთარი თავის მობილიზებას და რაციონალური გადაწყვეტილების მიღებას. ძლიერი და თავდაჯერებული კადრი არის ზუსტად ის, რაც თქვენს კომპანიას ძალიან გამოადგება.

წყარო: www.smartrecruiters.com

თეგები