"საზოგადოებსთან ურთიერთობა არასდროს არის მოსაწყენი და ნურც თქვენ იქნებით ასეთი!"

ლოურენს ფოსტერი

კომპანია "Johnson & Johnson”-ის საზოგადოებრივი ურთიერთობების ყოფილი ვიცე პრეზიდენტი. მან დიდი როლი ითამაშა კომპანიის წარმატებულ ფუნქციონირებაში ამერიკის 80-იანი წლების ეგრეთწოდებული “Tylenol”-ის  კრიზისის დროს.  1990 წელს კი პიარის ვიცე პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა და პენსიაზე გავიდა.

ლოურენს ფოსტერი არის უამრავი ჯილდოს მფლობელი და ლაურეატი, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პიარის სფეროში განსაკუთრებული დამსახურების ორდენია. ის ასევე გახლავთ საზოგადოებრივი ურთიერთობების დიდების დარბაზის დამსახურებული წევრიც - მან  ჯილდო 1994 წელს მოიპოვა.

 

   „ისწავლეთ გარკვევით წერა და შეძელით სხვების დარწმუნება,  სიღრმისეულად გაეცანით ბიზნესის იმ ინდუსტრიასა თუ სფეროს, რომელშიც თქვენ გიწევთ მოღვაწეობა, ძირფესვიანად შეისწავლეთ მისი შესაძლებლობებიც და პრობლემებიც. საკმაო დრო დაუთმეთ თქვენი პერსონალური და სწორი განსჯის უნარის ჩამოყალიბებას, რადგან სწორედ ეს თვისება შეიძლება გახდეს თქვენი ბრწყინვალე და სხვებისგან გამორჩეული ასპექტი.

თქვენი, როგორც პიარ სპეციალისტის, მიზანი უნდა იყოს საზოგადოებრივი კომუნიკაციების დონის ამაღლება უკომპრომისო სინამდვილისა და პასუხისმგებლობის სტანდარტების საშუალებით. ყოველთვის თქვით სიმართლე და არასდროს მოატყუოთ პრესა, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ვალდებული არ ხართ ყველაფერი თქვათ, რაც იცით!

შესაძლოა, თქვენი ეთიკური პრინციპები რთულ სიტუაციებში საკმაოდ სერიოზულად შეიბღალოს,  მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, არაფრის გულისთვის არ დათმოთ თქვენი ეთიკის „კოდი“, რადგან ის თქვენს პიროვნებას პირდაპირპროპორციულად წარმოაჩენს.

ეფექტური და ეთიკური კომუნიკაციის მცდელობის თითოეული ჩავარდნა არის ცალკეული გაკვეთილი, რომლისგანაც პიარ სპეციალისტმა უნდა ისწავლოს.

საზოგადოებრივი ურთიერთობები არის საოცარი ბიზნესი თავისი უნიკალური „პიროვნებითა“ და ინდივიდუალიზმით - ის თითქმის არასდროს არის მოსაწყენი და ნურც თქვენ იქნებით ასეთი.

თუ თქვენ საკმაოდ იღბლიანი ადამიანი ბრძანდებით და აღმასრულებელ დირექტორთან მუშაობთ, გაუწოდეთ მას დახმარების ხელი და დაუმეგობრდით - კომპანიის აღმასრულებელი დირექტორები თავს ძალიან მარტოსულებად გრძნობენ სამსახურში.

დაიმახსოვრეთ, სწავლა არ წყდება მაშინ, როცა თქვენ უმაღლესი განათლების დიპლომს აიღებთ უნივერსიტეტში, გამოცდილება არის ყველაზე დიდი მასწავლებელი!

როდესაც აღმასრულებელი საბჭოს კაბინეტში კოლეგებთან ერთად ზიხართ, თქვენი რესურსი ყოველთვის სხვებისგან განსხვავებული იქნება.  რა თქმა უნდა, ეს ასეც უნდა იყოს, თქვენი ცოდნიდან და გამოცდელებიდან გამომდინარე. ასეთ სიტუაციაში შეეცადეთ, საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინოთ - ყოველთვის ისწრაფეთ პრობლემის მოგვარების გზების მოძიებისკენ.

და კიდევ - ეცადეთ, სიამოვნება მიიღოთ თქვენი სამუშაოსგან. ეს ძალიან დიდ გავლენას იქონიებს თქვენს საქმისადმი მიდგომასა და პროდუქტიულობაზე!“

 

წყარო: http://plankcenter.ua.edu/

 

 

თეგები