5 უნარი, რომელსაც საუკეთესო პიარ სპეციალისტები ფლობენ
კორინა მანეა
პიარ პროფესიონალი, სპეციალისტი სოციალური მედიის სტრატეგიების დარგში და პიარ კომპანია “NutsPR”-ის დამფუძნებელი.
კითხვაზე თუ რა უნდა იცოდეს ან ისწავლოს პიარ პროფესიონალმა, მრავალფეროვან პასუხებს ვიღებთ.
მაგრამ რა არის ის კონკრეტული თვისებები და უნარები, რომლებსაც საუკეთესო პიარ სპეციალისტები აუცილებლად უნდა ფლობდნენ?
არ აქვს მნიშვნელობა ახალბედაა თუ გამოცდილი „ვეტერანი“ საზოგადოებრივი ურთიერთობების ინდუსტრიაში - ვთვლი, რომ თანამედროვე პიარ პროფესიონალს შემდეგი 5 თვისება უნდა ჰქონდეს:
1. დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი
დღეს, როცა ერთდროულად ბევრი რამ ხდება, ადამიანებს გონების დაძაბვა და რაიმე კონკრეტულზე ყურადღების გამახვილება, მაქსიმუმ სამი წამი შეუძლიათ.
კონცენტრაცია გააკეთეთ თქვენს საქმეზე და დაივიწყეთ სოციალური ქსელები, ტელეფონი, მესიჯები...! ეს, ეგრეთწოდებული „მრავალი საქმე“ ფუჭად ხარჯავს თქვენს ძვირფას დროს.
2. მოსმენის უნარი, არა პასუხის გასაცემად, არამედ გასაგებად
ხშრად ვისმენთ არა იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ რას გვეუბნებიან, არამედ იმისთვის, რომ უბრალოდ პასუხი გავცეთ ადამიანს. როდესაც პიარ სპეციალისტები ხელოვნურად ძაბავენ ყურადღებას კლიენტის მოსმენის დროს, სწორედ ეს დაძალებულობა უშლის მათ ხელს გაიგონ, რის თქმას ცდილობს მოსაუბრე.
პირიქით, მოეშვით და მოუსმინეთ თქვენს კლიენტს. ბუნებრივობა შეგიწყობთ ხელს სათქმელის უკეთ და სიღრმისეულად შეცნობაში. დაასრულებინეთ კლიენტს საუბარი, კარგად დაფიქრდით და მხოლოდ ამის შემდეგ გაეცით გააზრებული პასუხი.
კარგად მოუსმინეთ თქვენს სამიზნე აუდიტორიას, რომ სწორად მიხვდეთ, ვინ არიან ისინი, რას ითხოვენ და როგორ შეგიძლიათ მათი სურვილების დაკმაყოფილება.
3. ცნობისმოყვარეობის გამოჩენის უნარი
ეს არც ძველი სკოლაა და არც ახალი - ეს ფაქტია, რომ თუ გინდათ, წარმატებული პიარ სპეციალისტი გახდეთ, ცნობისმაოყვარე უნდა იყოთ.
სიღრმისეულად გაეცანით,ერთი შეხედვით, შეუმჩნეველ დეტალებს და ყოველთვის შეისწავლეთ საზოგადოებრივი ურთიერთობების სფეროში მიმდინარე სიახლეები, ახალი ტაქტიკები თუ სტრატეგიები.
თუ ცნობისმოყვარე ხართ, მაშინ მიმდინარე პროცესებზე ერთი ნაბიჯით წინ იმყოფებით!
4. ადამიანების დახმარების უნარი
ბევრი პიარ სპეციალისტი ლაპარაკობს მხოლოდ საკუთარ თავზე: რა სჭირდება და ვისი დახმარება სჭირდება.
როგორც ნებისმიერი სახის ურთიერთობის დროს, მხოლოდ ცალმხრივი მიზნების ქონა დიდხანს ვერ გასტანს!
დაიმახსოვრეთ, პიარი სხვა არაფერია, თუ არა ურთიერთობა! პიარი არ არის მხოლოდ მედია ურთიერთობები, პუბლიცისტიკა ან სოციალური მედია - პიარი არის მნიშვნელოვანი და ფასეული ურთიერთოებების დამყარება ადამიანებთან. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად დაკავებული ხართ, ყოველთვის შესთავაზეთ დახმარება ადამიანს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. გადადგით ეს ნაბიჯი და სიკეთე ისეთ დროს დაგიბრუდებათ უკან, როცა ამას საერთოდ არ ელით.
5. პროფესონალიზმის შენარჩუნების უნარი
დარჩით პროფესიონალად და ყოველთვის შეგეძლოთ „არას“ თქმა მაშინ, როცა რაიმე არ მოგწონთ ან სწორ მიდგომებს არ ექვემდებარება. ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის შეძლებთ ღამით მშვიდად დაძინებას და სწორი პოზიციის ნებისმიერ სიტუაციაში შენარჩუნებას.
როგორც უორენ ბაფეტი ამბობს, „რეპუტაციის შექმნას 20 წელიწადი სჭირდება, მის დანგრევას კი მხოლოდ 5 წუთი.“ სწორედ ეს უნდა იყოს თქვენი დევიზი პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში.
სწორედ ეს პრინციპები და ღირებულებებია საზოგადოებრივი ურთიერთობების ყველა წარმატებული პროფესიონალის უმთავრესი საფუძველი!
გინდათ წარმატების მიღწევა? იშრომეთ თავდაუზოგავად და ყოველთვის გახსოვდეთ, მარტივად არაფერი ხდება ცხოვრებაში!
წყარო: www.prdaily.com