საზოგადოებრივი ურთიერთობები ბევრად მეტია, ვიდრე ახალი ამბების გავრცელების ერთ-ერთი საშუალება! - ჯუდით ბოგარტი

ჯუდიტ ბოგარტი  საზოგადოებრივი ურთიერთობების კონსულტანტია, რომელსაც პიარის სფეროში მუშაობის 50 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი გახლდათ: საზოგადოებრივი ურთიერთობების დირექტორი “Sive/Young & Rubicam”-ში; პიარის დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტი ამერიკის ქალაქ ცინცინატის ებრაულ საავადმყოფოში; ამავე ქალაქში დაფუძნებული „Human Relations Commission”-ის საზოგადოებრივი ურთიერთობების დირექტორი და მრავალი სხვა კომპანიისა თუ ორგანიზაციის მაღალკვალიფიცირებული კადრი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯუდიტ ბოგარტი  პიარის საერთაშორისო ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი და პოლ ლუნდის ჯილდოს ლაურიატია.

   „ჩემი კარიერის მანძილზე სამუშაოს ყველაზე სასიამოვნო ნაწილი  პრობლემასა და მის გადაწყვეტას შორის კავშირის მოძებნა იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ (პიარ მუშაკები) ვართ უნიკალურ და შეიძლება ითქვას, უპირატეს პოზიციაში, ურთიერთობა გვიწევს კომპანიის ყველა დეპარტამენტთან. ყოველთვის ვიცით, როდის წარმოიქმნება პრობლემა და როგორ გადავჭრათ ის. ეს ქმედებები ეხმარება  არა მხოლოდ ორგანიზაციას, არამედ ამყარებს და ადასტურებს კიდეც საზოგადოებრივი ურთიერთობების როლს და ფასეულობას.

 არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, შენ კომპანიის შიდა რესურსი ხარ თუ გარე  კონსულტანტი - პიარში საქმის კარგად გასაკეთებლად აუცილებელია ვიცოდეთ, არა მხოლოდ ის, რას აკეთებს თვითონ ორგანიზაცია, არამედ ვინ აკეთებს, როდის კეთდება, სად და რატომ? ნაცნობი სიტყვებია ხომ? პიარ პროფესიონალებისთვის აუცილებელია, იყვნენ მაქსიმალურად ინფორმირებულები ორგანიზაციაში სხვა თანამშრომლების შესახებ - ამ ყველაფერს შემდგომში  კარგი შედეგები მოაქვს.

კარგად მახსოვს საავადმყოფოში ჩემი მუშაობის პირველი რამდენიმე კვირა - ჩემი პირველი გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში. ვნიშნავდი შეხვედრებს და ვაწყობდი ინტერვიუებს საავადმყოფოს თითოეული განყოფილების უფროსთან. საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო, მაგრამ აუცილებლად უნდა მცოდნოდა, რა როგორ მუშაობდა საავადმყოფოში, ვინ რას აკეთებდა და რამდენად კარგად გამოსდიოდა პერსონალს ურთიერთთანამშრომლობა. სწორედ ამ სტრატეგიამ გამოიღო უეცარი და ეფექტური შედეგი.

   ერთხელ, ერთ მენეჯერთან მქონდა ინტერვიუ, მიყვებოდა თავისი ბრაზის შესახებ, როგორ ვერ ახერხებდა დასახული მიზნების მიღწევას და დაკისრებული პასუხისმგებლობისთვის თავის გართმევას. დავიწყე ჩემს ჩანაწერებში ქექვა, ზუსტად ვიცოდი, რითი შემეძლო მისი დახმარება. რამდენიმე წუთში მივაწოდე რელევანტური ინფორმაცია, რომელიც დაახლოებით ორი დღით ადრე სხვა დეპარტამენტში  მოვიპოვე. ამის შემდეგ, იგი შეხვდა განყოფილების უფროსს და ერთად იპოვეს გამოსავალი, რომელიც ყველასთვის მისაღები და წარმატების მომტანი აღმოჩნდა. რაც შეეხება, ჩემს როლს ამ კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლაში, ძალიან სწრაფად გავარდა ხმა იმის შესახებ, რომ პრობლემის გადაჭრის გასაღები სწორედ საზოგადოებრივი ურთიერთობების დეპარტამენტში იმალებოდა!   

   პერსონალური კომინიკაციები ყოველდღიურად იცვლება, ხოლო მასობრივი კომუნიკაციები, ახალ გამოგონებასთან ერთად, სულ უფრო ახალ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრი ადამიანი განუწყვეტლივ წუწუნებს იმაზე, თუ როგორ შეიცვალა საზოგადოებრივი ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ადამიანების კომუნიკაციაც საკმაოდ შეიცვალა ელექტრონული „რევოლუციის“ გამო, მაგრამ ადამიანებს შორის ვერბალური კომუნიკაცია, ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც უფრო მეტი გვეცოდინება, ბევრად უფრო კარგად და ეფექტურად შევძლეთ პიარ-პროფესიონალები პრობლემების გადაწყვეტას და ყველა საჭირო რესურსის სწრაფად მოძიებას. სამუშაოს სასიამოვნო პროცესის გარდა, თქვენ ყოველთვის გაქვთ საინტერესო ადამიანების გაცნობის შესაძლებლობა, რათა კიდეც უფრო გაამრავალფეროვნოთ თქვენი კონტაქტების სია. ამას გარდა, რაც ყველაზე მთავარია, თქვენ შეძლებთ იმის დემონსტრირებას, რომ საზოგადოებრივი ურთიერთობები ბევრად მეტია, ვიდრე ახალი ამბების გავრცელების ერთ-ერთი საშუალება!

წყარო:  http://plankcenter.ua.edu

თეგები